x
მეტი
  • 19.03.2024
  • სტატია:133842
  • ვიდეო:353916
  • სურათი:508141
"თუმცა მეკარე ამ შემთხვევაშიც დაიჩაგრა, სხვა კუთხეში გადახტა" - საინტერესო ისტორია რევაზ ჩელებაძეზე

image

ფეისბუქზე გვერდი "დინამო თბილისი" საინტერესო ისტორიას ავრცელებს რევაზ ჩელებაძეზე.


"ერთ დღეს ჩვენი რევაზ ჩელებაძე ოლეგ რომანცევის თხოვნით მოსკოვის “სპარტაკის" ბაზაზე გამოცხადდა, სადაც ახალგაზრდული გუნდი რომანცევის ხელმძღვანელობით გადიოდა წვრთნას. მწვრთნელმა დიდი აღტაცებით წარადგინა ჩელებაძე, როგორც ლეგენდარული ქართველი ფეხბურთელი და პენალტების უბრწყინვალესი შემსრულებელი. რომაცევი მოჰყვა “ჩელეს" პენალტების შესრულების მანერას, რა დროსაც მას არ გამოჰპარვია მეკარე ფილიმონოვის (მომავალში რუსეთის ეროვნული ნაკრების მეკარე) სკეპტიკური გამოხედვა და ჰკითხა – ფილიმონოვ, შენი აზრით ამ ფორმასა და მდგომარეობაში, როცა ჩელებაძეს 10–12 წელია ფეხბურთის თამაშისთვის თავი აქვს დანებებული და 25–30 კილო აქვს მომატებული, რამდენ პენალტს გაგიტანს? პასუხი ასეთი იყო – ათი დარტყმიდან ალბათ ერთს. არ დაახანა რომანცევის თხოვნამ ჩელებაძისადმი – დაერტყა ათი 11–მეტრიანი. ჩვენმა ლეგენდამ, რომელიც ჯინსებსა და ბოტასებში იყო გამოწყობილი უკან არ დაიხია და... ათი დარტყმიდან ცხრა გაუტანა ფილიმონოვს, ხოლო მეათე ძელს გაარტყა, თუმცა მეკარე ამ შემთხვევაშიც დაიჩაგრა, სხვა კუთხეში გადახტა."

3
681
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
681
  
2023, 14 ივნისი, 0:10
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2023, 2 ივნისი, 23:30
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2023, 1 ივნისი, 23:08
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 3