x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
"ერთგული კუბოს ფიცრამდე" - ცნობილი ქვრივები, რომლებიც აღარ გათხოვდნენ
image

საქორწინო აღთქმა არის წყვილის სიტყვიერი დადასტურება იმისა, რომ იქნებიან ერთგულნი და ეყვარებათ ერთმანეთი სიკვდილამდე და ერთად გაიზიარებენ სიხარულს და მწუხარებას, ;თუმცა ხდება ისეც, რომ ერთ-ერთი მეუღლე ნაადრევად მიდის ამ ქვეყნიდან, ხოლო მეორე ერთხელ დადებულ ფიცს აღარ ღალატობს და მთელი ცხოვრება მეორედ გათხოვებაზე აღარც ფიქრობს, სწორედ ასეთ ქვრივებზე გვექნება ქვემოთ საუბარი:



პრისცილა პრესლი



ის და ელვის პრესლი ქორწინებაში იყვნენ 1967 წლიდან 1973 წლამდე, განქორწინების შემდეგ მათ კარგი ურთიერთობა ჰქონდათ. როკ-ენ-როლის მეფის გარდაცვალების შემდეგ პრისცილა აღარასოდეს გათხოვილა, სამაგიეროდ სამსახიობო კარიერა აიწყო და მათი საერთო ქალიშვილი, ლიზა მარია პრესლი გაზარდა, რომელიც სამწუხაროდ ამა წლის იანვარში გარდაიცვალა 54 წლის ასაკში.




იოკო ონო



ის და "ბითლზის" წევრი, ჯონ ლენონი 1969 წელს დაქორწინდნენ. ურთიერთობა არათანაბარი იყო, მაგრამ განშორებამდე არ მისულა. მას შემდეგ, რაც ჯონი მოკლეს 1980 წლის 8 დეკემბერს, იოკო ხელახლა აღარ გათხოვილა, თუმცა მამაკაცებთან ურთიერთობა ჰქონდა . იგი პატივს სცემს ცნობილი ქმრის ხსოვნას და მოუწოდებს აშშ-ს ხელისუფლებას, არ დაუშვან ჯონის მკვლელის ვადამდე გათავისუფლება.წყვილს დარჩა საერთო შვილი შონ ლენონი, რომელიც აგრეთვე მუსიკოსია.




კორტნი ლავი



ის და კურტ კობეინი მხოლოდ რამდენიმე წელი იყვნენ ერთად : 1992 წელს დაქორწინდნენ, შეეძინათ ქალიშვილი ფრენსისი, ხოლო 1994 წელს "ნირვანას" ლიდერმა თავი მოიკლა. იგი აღარ გათხოვილა: ითამაშა ფილმებში და ეწევა საქველმოქმედო საქმიანობას.



სელინ დიონი



რენე ანჟელილი მაშინ დამწყები მომღერლის პროდიუსერი გახდა 1981 წელს, ხოლო 13 წლის შემდეგ, 1994 წელს ისინი დაქორწინდნენ. 2016 წელს მისი ქმარი კიბოთი გარდაიცვალა. მიუხედავად სოლიდური ასაკობრივი სხვაობისა, ისინი ყოველთვის პოულობდნენ საერთო ენას. სელინი ქმრის ერთგული რჩება და აღარ აპირებს გათხოვებას.

1
494
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
494
  
2023, 1 ივნისი, 23:11
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1