x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
5 მამაკაცს საერთო ჯამში 30 წელი პატიმრობა მიესაჯა პრემიერ-ლიგის და სხვა სპო რტული გადაცემების არალეგალურად ტრანსლირებისათვის
image

ხუთ მამაკაცს საერთო ჯამში 30 წელზე მეტი პატიმრობა მიესაჯა მას შემდეგ, რაც პრემიერ ლიგამ ისტორიული კერძო ბრალდება წარადგინა მეკობრეობისა და პრემიერ ლიგის მატჩების უკანონოდ მაუწყებლობის შესახებ.


როგორც ბრიტანული გამოცემა Daily mail-ი წერს, უკანონო მაუწყებლობაში ჩართული იყვნენ 30-დან 46 წლამდე პირები, რომლებიც დიდ ბრიტანეთში ერთ-ერთ უდიდეს არალეგალურ სტრიმინგ სერვისს კურირებდნენ და ამაში გამოიმუშავეს მილიონობით ფუნტი სტერლინგი.



სატელევიზიო მაუწყებელი მიყიდეს 50 000-ზე მეტ მომხმარებელს, რაც მათ საშუალებას აძლევდა არალეგალურად ჰქონოდათ წვდომა ყველაზე ღირებულ სპორტული ღონისძიებებზე მთელს მსოფლიოში.



სამშაბათს ჩესტერფილდის იუსტიციის ცენტრში 6 მამაკაცს გამოუტანეს განაჩენი, ისინი დამნაშავედ ცნეს თაღლითობის, ფულის გათეთრებისა და სასამართლოს უპატივცემულობაში.


36 წლის მარკ გულდმა, 46 წლის სტივენ გორდონმა, 41 წლის პიტერ ჯოლიმ, 36 წლის კრისტოფერ ფელვუსმა, 33 წლის უილიამ ბრაუნმა და 30 წლის ზაკ სმიტმა, 2016-დან 2021 წლამდე 7 მილიონ ფუნტზე მეტი გამოიმუშავეს სპორტულ კონტენტზე, პრემიერ ლიგის მატჩების პირდაპირი ტრანსლაციის ჩათვლით.


გულდს, რომელსაც მოსამართლე მარტინ ჰერსტმა უწოდა შეთქმულების მამოძრავებელი ძალა, მიესაჯა 11 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო გორდონს, ჯოლის, ფელვუსს და ბრაუნს მიუსაჯეს სამიდან ექვს წლამდე.სმიტი ჯერ კიდევ არ დაუკავებიათ, მის დაკავებაზე ორდერია გაცემული.



მეკობრების მიერ შემქნილი Flawless 1, რომელიც მაუწყებლობდა 2016 წლიდან იყო ყველაზე დიდი არალეგალური IPTV სერვისი იმ დროისთვის დიდ ბრიტანეთში, რომელიც უზრუნველყოფდა 300-ზე მეტ არხს 24/7 სერვისით მომხმარებლისათვის თვეში 10 ფუნტ სტერლინგად. სავარაუდოდ, მას ჰყავდა 50 000 გამომწერი, მათ შორის რესელერთა ქსელი (რომლებიც მომსახურებას უწევდნენ თვეში 6 ფუნტ სტერლინგად) მათ გამოიმუშავეს 4, 6 მილიონი ფუნტი სულ რაღაც ორ წელიწადში, საიდანაც თაღლითების ლიდერმა გოლდმა 1, 7 მილიონი ფუნტი ჩაიჯიბა.

0
75
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
75
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0