x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134385
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
ამ პიროვნებების ქველმოქმედება მხოლოდ მათი სიკვდილის შემდეგ გახდა ცნობილი - 4 ისტორია მალული მეცენატების შესახებ
image


დურგლის სტიპენდია



პატარა რესტორანში, სადღაც აიოვას შტატში ხალხმრავლობაა. 33 უცნობი, ქმრებთან, ცოლებთან და შვილებთან ერთად, ისხდნენ მაგიდებთან, ერთი შეხედვით შეკრებილ ექიმებსა და მასწავლებლებს ერთმანეთთან საერთო არაფერი ჰქონდათ. ერთის გარდა - დურგალი დეილ შრედერი, რომელმაც ერთხელაც გადაწყვიტა სხვებისთვის ოცნებები აესრულებინა.


შრედერი ღარიბ ოჯახში დაიბადა, ამიტომ მისი ოცნებები კოლეჯზე და უმაღლეს განათლებაზე აუხდენელი დარჩა. ისე, რომ ოჯახი არ შეუქმნია, დეილმა მთელი ცხოვრება სადურგლო საქმე დაუთმო.იგი ერთ კომპანიაში მუშაობდა 67 წლის განმავლობაში, მოკრძალებულად და ღარიბულად ცხოვრობდა, ამბობდნენ, რომ მხოლოდ ორი წყვილი ჯინსი ჰქონდა - ეკლესიაში და სამუშაოზე სასიარულოდ და ძველი სატვირთო მანქანა. სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე შრედერმა ნაცნობი ადვოკატის, სტივ ნილსენის ოფისში შეიარა მოულოდნელი თხოვნით: ეპოვა ბავშვები, რომლებიც ოცნებობენ კოლეჯში სწავლაზე, მაგრამ არ ჰქონსათ ფინანსური შესაძლებლობა. ადვოკატს გაუკვირდა, საიდან უნდა ჰქონოდა მორცხვ და წყნარ შრედერს ფული ბავშვების დასახმარებლად? ამიტომ ჰკითხა, რამდენი ჰქონდა დეილს.



- იქნება ასე, სამი მილიონი, - მხრები აიჩეჩა შრედერმა.


დეილ შრედერი 2005 წელს გარდაიცვალა. იმ დროისთვის ადვოკატმა შეასრულა მისი სანუკვარი ოცნება: ის ეხმარებოდა ღარიბი ოჯახების სტუდენტებს სწავლაში. თითოეულის სწავლა დაახლოებით 80 ათასი დოლარი ჯდებოდა, გადახდა პირველი სემესტრის დაწყებამდე იყო საჭირო.


„დეილის მთავარი პირობა ასეთი იყო, რომ შემდეგ სტუდენტები სხვას უნდა დახმარებოდნენ“, - ამბობს ნილსენი.


2019 წლისთვის 33 იღბლიანი ადამიანი იყო, ვინც შრედერის სტიპენდია მიიღო. ყველა მათგანმა აირჩია პროფესიები, რომლებიც დაკავშირებულია ადამიანების დახმარებასთან.




თავდადებული ბიბლიოთეკარი



რობერტ მორინს თავისი უცნაურობები ახასიათებდა: საუზმეზე სვამდა კოლას, ეწეოდა ჩიბუხს, მუშაობდა 50 წლის განმავლობაში უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში, საიდანაც 18 წლის განმავლობაში იყო კატალოგურ ვიდეო განყოფილებაში, სადაც ამ ხნის განმავლობაში 22 ათასზე მეტი ფილმი ნახა - დღეში საშუალოდ სამი.


ამავდროულად, მორინმა ქრონოლოგიური თანმიმდევრობით წაიკითხა შეერთებულ შტატებში გამოქვეყნებული ყველა წიგნი 1930 წლიდან 1938 წლამდე, ყველა კატეგორია, მხოლოდ სახელმძღვანელოების, საბავშვო წიგნების და კულინარიული წიგნების გამოკლებით. რობერტი ფანტასტიკურად ეკონომიური იყო, საკვებსა და ტანსაცმელზე ცოტას ხარჯავდა.


როდესაც ის გარდაიცვალა 2015 წელს, გაირკვა, რომ მან დააგროვა შთამბეჭდავი 4 მილიონი დოლარი. მან მთელი ფული ანდერძით დაუტოვა " ალმა მატერს", სადაც მუშაობდა, ნიუ ჰემფშირის უნივერსიტეტში. 100 ათასი გადაირიცხა ბიბლიოთეკაში, რომელსაც მთელი ცხოვრება მიუძღვნა.2, 5 მილიონი გამოიყენეს სკოლის მოსწავლეთა კარიერული ცენტრის გაფართოებისთვის. მორინის ხსოვნის საპატივცემლოდ ბიბლიოთეკის მახლობლად დაამონტაჟეს მისი სახელობის სკამი..


უნივერსიტეტში მწვავე დავა გაჩაღდა რექტორის გადაწყვეტილების გამო, რომელმაც სტადიონზე მილიონად ღირებული ვიდეოტაბლო დადგა ... ბევრმა სტუდენტმა დაადანაშაულა უნივერსიტეტის ხელმძღვანელობა, რომ ამით შეურაცხყვეს ეკონომიური მორინის ხსოვნა, რადგან 10-ჯერ მეტი დახარჯეს სპორტზე და არა ბიბლიოთეკაზე.

მუდამ მეგობრული და მომღიმარი ფეხსაცმლის მწმენდავი


30 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ალბერტ ლექსი მუშაობდა ბავშვთა საავადმყოფოში ფეხსაცმლის მწმენდავად. ყოველ სამშაბათს და ხუთშაბათს დილით ადრე დგებოდა, იღებდა ჯაგრისების და კრემების ყუთს, რომელიც 15 წლის ასაკიდან დაიწყო და სამი ტრანსპორტის გამოცვლის შემდეგ მიდიოდა კლინიკაში. ერთი წყვილი ფეხსაცმლის გაწმენდისთვის ხუთ დოლარი იღებდა, ზოგჯერ 1-2 დოლარსაც ზედმეტად ჩუქნიდნენ. ლექსი თვეში დაახლოებით 800-900 დოლარს შოულობდა.


ალბერტს ოჯახურ ცხოვრებაში არ გაუმართლა, ის ცხოვრობდა მარტო და ძალიან მოკრძალებულად, ზოგავდა მთელ გამომუშავებულ ფულს. მუდამ მეგობრულს და მომღიმარს, მოწყენილს ვერასოდეს ნახავდით და ამით გარშემომყოფებს დადებითად მუხტავდა.


2013 წელს ლექსიმ მოულოდნელად შესწირა 202, 000 $ Free Care Fund -ს ავადმყოფი ბავშვების დასახმარებლად, რომელთა მშობლებს არ აქვთ მკურნალობის საშუალება.


”ის არის შესანიშნავი მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება გავლენა იქონიოს მცირე სიკეთემ მილიონობით ადამიანზე”, - თქვა ბავშვთა საავადმყოფოს პრეზიდენტმა.



ვარსკვლავური ფილანტროპი



ცნობილი ბრიტანელი მომღერალი ჯორჯ მაიკლი საიდუმლო ქველმოქმედი აღმოჩნდა. მისი გარდაცვალების შემდეგ ბევრმა დაიწყო თავისი ისტორიების გაზიარება, როდესაც მუსიკოსი მათ რთულ დროს დაეხმარა. მაგალითად, მან მალულად გადაურიცხა 15000 ფუნტი ბრიტანელ ქალს, რომელიც ოცნებობდა ინვიტრო განაყოფიერებაზე, მაგრამ არ ჰქონდა საჭირო თანხა, ეს მოხდა მას შემდეგ, რაც მან თოქ-შოუში თავის პრობლემაზე დაიჩივლა.


1996 წლიდან მოყოლებული ჯორჯ მაიკლმა სიმღერის "Jesus To A Child"-ის მთელი შემოსავალი შესწირა ქველმოქმედებას და ამ თანხით ათასობით ავადმყოფი ბავშვის გადარჩენა მოხერხდა. ასევე სიმღერიდან "Last Christmas "შემოსავალი გადაირიცხა ეთიოპიაში შიმშილის წინააღმდეგ მებრძოლთა ფონდში. მუსიკოსი არაერთხელ დაეხმარა უსახლკაროებს თავშესაფრის მოძიებაში. მან ასევე მნიშვნელოვანი თანხები გადარიცხა შიდსისა და ონკოლოგიური დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლისათვის.


ჯორჯი ასევე იყო Lake Fight Fund, ის ანონიმური დონორი, რომელიც ტბების დაბინძურებისგან გადარჩენისთვის იბრძოდა.

2
222
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
222
  
2023, 14 ივნისი, 0:10
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2023, 2 ივნისი, 23:30
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 2