x
image
დავითი ჩუთლაშვილი
სამყაროს 10 ყველაზე საოცარი ფაქტი, რომელიც არ შეიძლება, არ იცოდე!
დედამიწა საოცრებების პლანეტაა რომ არის, ამ სტატიის მეშვეობით ამაში კიდევ ერთხელ დარწმუნდებით. მთავარია, ვისწავლოთ ამ საოცრებების უკეთ აღქმა. ასე თუ მოვიქცევით, მთელ ცხოვრებას ფუჭი ზებუნებრივი სასწაულების მოლოდინში უნაყოფოდ არ გავატარებთ. რადგან ნამდვილი სასწაულები უკვე აქვეა, ჩვენს გვერდით. მთელი ეს სამყარო ერთი დიდი სასწაულია.


1. ინდონეზიაში არსებობს ქათმის ჯიში, რომელსაც Ayam Cemani ეწოდება. ამ ჯიშის ქათმების განსაკუთრებულობა იმაში მდგომარეობს, რომ ისინი მთლიანად შავები არიან. შავია არამხოლოდ მათი ბუმბული, არამედ თვალები, კანი, ხორცი, ძვლები, ბრჭყალები და თქვენ წარმოიდგინეთ, სისხლიც კი.


2. ამერიკას შეიარაღებაში აქვს უმძლავრესი მიკროტალღური იარაღი, რომელსაც უნარი შესწევს, 500 მეტრის მანძილზე 55 გრადუს ცელსიუსამდე გაახუროს მოწინააღმდეგე ჯარისკაცების კანი.


3. ანდორას საკუთარი არმია არ ჰყავს. ამის ნაცვლად კანონმდებლობაში უწერია, რომ სულ მცირე ერთი მამრობითი სქესის წევრს ნებისმიერ ოჯახში უნდა ჰქონდეს ცეცხლსასროლი იარაღი სახელმწიფოს დაცვის მიზნებისთვის. კანონი პოლიციას ავალდებულებს, ყველა მამრობითი სქესის პირს, რომელსაც ცეცხლსასროლი იარაღი არ აქვს, მისი შეძენა აიძულოს.



4. მსოფლიოს ყველაზე მაღალი მცენარე არის რედვუდის ეროვნულ პარკში მდებარე ხე, რომელსაც “ჰიპერიონი” ეწოდება. მისი სიმაღლე 116 მეტრს შეადგენს.


თევზი


5. მსოფლიოში ყველაზე სწრაფი თევზია იალქნიანი თევზი, რომელიც საათში 110 კილომეტრის სისწრაფით დაცურავს. შედარებისთვის საკრუიზე ხომალდის სიჩქარე 30 კილომეტრს არ აღემატება.


6. შეერთებულ შტატებში მონა 1850 წელს დღევანდელი კურსით 13, 000 დოლარი ღირდა.


ინდრიკო


7. ინდრიკოთერიუმი ხმელეთზე მცხოვრები ყველა დროის ყველაზე დიდი ზომის ძუძუმწოვარი იყო. ის 9 მეტრამდე სიგრძის გახლდათ და 20 ტონას იწონიდა. ამრიგად ეს გიგანტები 3 მეტრით უფრო მაღლები იყვნენ, ვიდრე თანამედროვე ჟირაფები და სპილოზე 4-ჯერ უფრო მეტს იწონიდნენ.


კიბო


8. ეგრეთ წოდებული ზღვისზღარბა კიბორჩხალა თავდაცვის მიზნით მთელი ცხოვრება ზურგზე მოკიდებულ ზღვის ზღარბს დაატარებს.


9. 2002 წელს გრძელ დისტანციაზე მორბენალმა ტომ ჯონსონმა 80-კილომეტრიან მანძილზე ცხენი დაჯაბნა. მან ეს მანძილი 5 საათსა და 45 სუთში გაირბინა და ცხენს 10 წამით აჯობა.


10. ევროკავშირი მსოფლიოს უმდიდრესი პილიტიკური და ეკონომიკური გაერთიანებაა. მისი ეკონომიკის მოცულობა 20 ტრილიონ დოლარს აღემატება.


შედარებისთვის რუსეთის ეკონომიკის მოცულობა 12-ჯერ უფრო მცირეა და 1, 7 ტრილიონ დოლარს შეადგენს.

2
494
შეფასება არ არის
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
494
  
2023, 2 ივნისი, 23:32
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2023, 1 ივნისი, 23:11
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 2