x
image
ქეთი გაბინაშვილი
20 საინტერესო ფაქტი ალექსანდრე მაკედონელზე

მაკედონელი ალექსანდრე ქეთი გაბინაშვილი

  • ფილიპემ ალექსანდრე მაკედონელის დაბადების დღეს სამი გამარჯვების შესახებ შეიტყო. მისნებმა დაუდასტურეს, რომ სამი გამარჯვების დღეს დაბადებული უფლისწული აუცილებლად უძლეველი იქნებოდა.
  • მაკედონელი დაიბადა იმ დღეს, როდესაც ჰეროსტრატემ ქალაქ ეფესოში დაწვა ქალღმერთ არტემიდას ტაძარი. იმ დროს სჯეროდათ, რომ ქალღმერთმა არტემიდან ვერ დაიცვა საკუთარი ტაძარი, რადგან ის ალექსანდრეს დაბადებას ესწრებოდა, როგორც ბებიაქალი. ზეცაში ასე გადაწყვიტეს, დიდი კულტურული ნაგებობის განადგურება დიდი ადამიანის დაბადებით უნდა შევსებულიყო.
  • ალექსანდრე ამბობდა: მამამ სიცოცხლე მომანიჭა, არისტოტელემ კი ის, რაც სიცოცხლეს აზრს აძლევს.
  • მაკედონელმა 80-მდე ქალაქი დააარსა, ახალ დაარსებულ ქალაქს ალექსანდრიას, ალექსანდრე პოლისს, ნიკეას ან ნიკიფორიას არქმევდა.
  • ალექსანდრე მაკედონელს მარჯვენა თვალი შავი ფერის ჰქონდა, მარცხენა-ლურჯი.
  • მაკედონელი ჯარში წვერისა და თმის მოშვებას კრძალავდა, ჰიგიენური ნორმების გარდა, თავიდან იცილებდა მოწინააღმდეგის მხრიდან თმაში ჩაფრენის საფრთხეს.
  • ალექსანდრე ლიტერატურისა და მეცნიერების დიდი მოყვარული იყო.
  • ქალაქი ტრიუსი - „ზღვათა დედოფალი“, რომელიც 13 წელი უმკლავდებოდა ნაბუქოდონოსოლს, 7 თვეში აიღო ალექსანდრემ.
  • „მოქცევაი ქართლისაი“ და „ქართლის ცხოვრება“ გვიყვება, რომ ალექსანდრე მაკედონელმა ილაშქრა საქართველოში. ამ ინფორმაციას მაკედონელის არც ერთ ისტორიკოსი არ ადასტურებს.
  • მაკედონელს კოლხეთ-იბერია ძალიან აინტერესებდა და იცოდა რა მნიშვნელობა შეიძლება ჰქონოდა ამ სტრატეგიული გზის დაუფლებას, მაგრამ სამხრეთული გზებიდან გადმოსვლა არ შეეძლო. იცოდა, რომ ამ ლაშქრობას მისთვის დიდი ზიანის მოტანა შეეძლო. კოლხეთის ხელში ჩაგდება სამომავლოდ ჰქონდა დაგეგმილი და ამ ბრძოლისთვის მთელი აზიისა და ევროპის საომარ ძალთა თავმოყრას მოითხოვდა.
  • მეფისთვის საკუთარი ვნებების დამორჩილება უფრო სასახელოა, ვიდრე მტერზე გამარჯვება, ამბობდა დიდი დამპყრობელი.
  • როდესაც ალექსანდრე მის მიერ დამარცხებული სპარსეთის მეფის დარიოსის ტახტზე დაჯდა, იატაკს ფეხი ვერ მიაწვდინა.
  • ალექსანდრემ მის მიერ დაპყრობილი ყველა ხალხის კანონი, რელიგია და ტრადიცია აღიარა და პატივი სცა.
  • „არაფერია ფუფუნებაზე უფრო მონური და შრომაზე უფრო მეფური, “- აღნიშნავდა მთავარსარდალი.
  • ალექსანდრეს სამი ცოლი ჰყავდა, მაგრამ დიდი სიყვარულით უყვარდა როქსანა.
  • „მხოლოდ ორი რამ: ძილი და ქალის ტრფიალი მაგრძნობინებენ ადამიანურ უმწეობას, “- ამბობდა მაკედონელი.
  • სიკვდილამდე რამდენიმე თვით ადრე, ძვ.წ.აღ-ით 323 წელს ალექსანდრე გამოცახდეს ღმერთად და ქალაქ ბაბილონში ბერძნულ სახელმწიფოთა ელჩებმა თავზე გვირგვინი დაადგეს, როგორც ღმერთს.
  • „მე მართალია ბევრი მსხვერპლი ვითხოვე, მაგრამ ბევრი აქედან ჟამთა და გარემოებათა მსხვერპლია, მე რომ მოვკვდები, ჩემო სარდლებო, თქვენ ერთმანეთს დასჭამთ, ჩემს სამარეს კი ნაგავს წააყრიან, მაგრამ იმავე ჟამთა ქარიშხალნი ნაგავს გადახვეტს და გამოჩნდება ჩემი საქმე, ღირსი ბრძენთა გაოცებისა, “-უთქვამს ალექსანდრეს სიკვდილის წინ.
  • ალექსანდრე მაკედონელი დღემდე რჩება ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო მხედართმთავრად, რომელსაც არც ერთი დიდი თუ მცირე ბრძოლა არ წაუგია.
  • და ბოლოს, ალექსანდრე მაკედონელის საფლავს ამკობდა ეპიტაფია: „ეს საფლავი საკმარისი აღმოჩნდა მისთვის, ვისაც არ ჰყოფნიდა მთელი სამყარო!“

  • 1
    360
    შეფასება არ არის
    ავტორი:ქეთი გაბინაშვილი
    ქეთი გაბინაშვილი
    360
      
    2023, 30 მაისი, 23:37
    კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სექსის გაცნობის საუკეთესო საიტზე --- www.Top24.pw
    0 1 1