x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
"ციდან ხალხი ცვიოდა" - ყველაზე მსხვილი ტერაქტი საბჭოთა კავშირის ისტორიაში, რომელიც საქართველოს მოქალაქემ მოაწყო
image

50 წლის წინ, 1973 წლის 18 მაისს, საბჭოთა კავშირის ისტორიაში ყველაზე მსხვილი ტერაქტი საბჭოთა კავშირის ისტორიაში მსხვერპლთა რაოდენობის მიხედვით.



აეროფლოტის თვითმფრინავი Tu-104A ახორციელებდა შიდა რეისს SU-109 მარშრუტზე მოსკოვი - ჩელიაბინსკი - ნოვოსიბირსკი - ირკუტსკი - ჩიტა.როგორც ყოველთვის, ფრენა ჩვეულებრივ მიდიოდა, თუმცა ბოლო ეტაპზე, ჩიტას აეროპორტამდე 97 კილომეტრში, თვითფრინავი აფეთქდა.


თვითმხილველების თქმით, დიდი თვითმფრინავი ვარდნის დროს თან უხერხულ სალტოებს აკეთებდა. კუდი მოძვრა და ცალკე მოფრინავდა და ყველაზე საშინელი სანახავი რაც იყო: ხომალდიდან ხალხი ცვიოდა.


image

ყველა დაიღუპა - 72 მგზავრი და ეკიპაჟის 9 წევრი. მთლიანად - 81 ადამიანი - რეის 109-ის ჩამოვარდნა საბჭოთა კავშირის ისტორიაში გახდა ყველაზე მსხვილი ტერორისტული აქტი.


ამ ტრაგედიამდე სამი წლით ადრე კიდევ ერთი ტრაგედია მოხდა: 1970 წლის ოქტომბერში მამა -შვილმა ბრაზინსკასმა ბათუმიდან An-24 თურქეთში გაიტაცეს, რის შედეგადაც მოკლეს ბორტგამცილებელი ნადეჟდა კურჩენკო. ქვეყანა შოკირებული იყო.

ამის შემდეგ გადაიხედა ფრენების უსაფრთხოების ზომები.



ახლა კი ახალი ტერორისტული აქტი - უზარმაზარი მსხვერპლით! მისი დეტალები თითქმის ოცი წლის განმავლობაში გასაიდუმლოებული იყო.


. Tu-104A-ს ორი შუალედური დაშვების შემდეგ (ჩელიაბინსკი და ნოვოსიბირსკი), ეკიპაჟის შეცვლა მოხდა. თვითმფრინავის ახალი მეთაური გამოცდილი ნიკოლაი ობოდიანსკი გახდა. სალონში მგზავრებს, რომელთა შორის 68 ზრდასრული და 4 ბავშვი იყო, სამი ბორტგამცილებელი ემსახურებოდა. ეკიპაჟში ასევე იყო თანმხლები შეიარაღებული მილიციელი, რომელიც ზემოთ ნახსენები ინციდენტის შემდეგ აყოლებდნენ ყველა ავიარეისს.


აი კატასტროფის ქრონოლოგია.


რეისი 109 აფრინდა ირკუტსკიდან მოსკოვის დროით 03:02 საათზე და 13 წუთის შემდეგ მიაღწია ფრენის სიმაღლეს 9000 მეტრს.


03:22 საათზე Tu-104A შევიდა ჩიტას ზონაში, ხოლო 03:32 საათზე პილოტემა გადმოსცეს, რომ იგი იწყებდნენ დაშვებას. დიპეტჩერმა პილოტებს 3900 მეტრზე დაშვების საშუალება მისცა. ოთხი წუთის შემდეგ, ბორტის რადიომ გადასცა CSO სიგნალი (საფრთხის სასიგნალო სისტემა).


მეთაურმა განაცხადა, რომ სალონიდან მიღებული იყო მოთხოვნა კურსის შეცვლის შესახებ. დისპეჩერმა დაადასტურა შეტყობინება. 3 საათზე 36 წუთსა 30 წამზე ეკიპაჟმა დისპეტჩერს გადმოსცა, რომ წყვეტს დაშებას და იკავებს 6500 მეტრის სიმაღლეს ...


3:38 საათზე ხომალდიდან კვლავ მიიღეს სიგნალი CSO.კოდის სახით. მაგრამ მე-9 წამზე სიგნალი შეწყდა. ბორტი დადუმდა. ხოლო რადარზე SU-109 რეისის ნიშანი, როგორც თითქმის მაშინვე გადაიქცა პატარა "ღრუბლად", რაც ხდება საჰაერო ობიექტების აფეთქების დროს და შემდეგ გაქრა.


image

პილოტების მიერ დისპეტჩერის პირველად გამოძახებიდან ბომბის აფეთქებაზე, გავიდა სულ 2 წუთი და 25 წამი.


ადგილობრივი დროით 10:55 საათზე Mi-8 ვერტმფრენმა თვითმფრინავის ნამსხვრევები აღმოაჩინა.


როგორც რეის 109-ის კატასტროფის შემწავლელმა სპეციალურმა კომისიამ დაასკვნა, თვითმფრინავის განადგურება ფიუზელაჟის ჰერმეტულ ნაწილში აფეთქების შედეგად მოხდა.


პირველი სალონის მარჯვენა საავარიო ლუქის სიალოვეს მოხდა 5, 5-6 კილოგრამის მასის არაკონვერტული მაღალი ფეთქებადი ნივთიერების (TNT) აფეთქება.

imageფოტოზე: აფეთქების ადგილი დღევანდელ დღეს



დადგინდა, რომ ტუ-104A ბორტზე აფეთქდა თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა, რომელსაც ატარებდა 32 წლის მგზავრი.საქართველოს მოქალაქე, ეროვნებით აზერბაიჯანელი (კიროვაბადში დაბადებული) ჩინგის(თენგიზ) იუნუს-ოღლი რზაევი. ის ბორტზე ირკუტსკში ავიდა . ჩიტაში თვითმფრინავის დაშვებამდე ცოტა ხნით ადრე, ტერორისტმა, რომელმაც სტიუარდესას ხელნაკეთი ბომბი აჩვენა, კურსის შეცვლა და ჩინეთში გაფრენა მოთხოვა.

image

ფოტოზე:ჩინგიზ რზაევი



თუმცა რზაევმა არ იცოდა, რომ ბრაზაუსკასების მიერ მოწყობილი ტერაქტის შემდეგ, ყველა რეისს შეიარაღებული მილიციელი დაყვებოდა, სწორედ მილიციელმა ვლადიმერ ეჟიკოვმა რზაევი სასიკვდილოდ დაჭრა, თუმცა ტერორისტმა სიკვდილის წინ მოახერხა ბომბის გააქტიურება.


imageფოტოზე:ვლადიმერ ეჟიკოვი



რზაევის სახლის ჩხრეკისას გამომძიებლებმა აღმოაჩინეს ბომბის დეტალები და სხვადასხვა ნახატები, მათ შორის უკუქმედების ასაფეთქებელის სქემა, მოწყობილობა ღილაკით, რომელზე მუდმივად უნდა გჭეროდა თითი, რათა ბომბი არ გააქტიურებულიყო. როგორც გაირკვა, რზაევი, წარმოშობით აზერბაიჯანელი კიროვაბადიდან (ახლანდელი განჯა), ოდესღაც მსახურობდა არმიის საინჟინრო-გამნაღმელთა დანაყოფში, სადაც დაეუფლა სხვადასხვა ასაფეთქებელი მოწყობილობების შექმნისა და განეიტრალების ტექნიკას. ჯარში წასვლამდე რზაევი ცდილობდა მოხვედრილიყო ერთ-ერთ ყველაზე ელიტარულ საბჭოთა უნივერსიტეტში - МГИМО-ში.




ჩიტის თავზე მოწყობილი ავიაკატასტროფის შემდეგ აეროპორტებისა და თვითმფრინავების უსაფრთხოების ორგანიზიება კიდევ ერთხელ სერიოზულად გადაიხედა. 1973 წლამდე სსრკ-ს კანონმდებლობაში სისხლის სამართლის ასეთი მუხლიც კი არ არსებობდა„თვითმფრინავის გატაცება“, ანუ თვითმფრინავის გატაცებაზე ან მცდელობაზე ცალკე სტატია არ არსებობდა სისხლის სამართლის კოდექსში.

image

ამიტომ, დამნაშავეებს, რომლებიც თვითმფრინავების გატაცებას ცდილობდნენ, ასამართლებდნენ შემდეგი მუხლებით „სამშობლოს ღალატისთვის“, „ბოროტი ხულიგნობისთვის“, „განსაკუთრებით მასშტაბური ქონების ქურდობისთვის“ და ა.შ.


1974 წელს შეიქმნა სპეციალური დანაყოფები ტერორისტებთან საბრძოლველად, როგორიცაა „ალფა“ და შემუშავდა სპეციალური ზომები მძევლების განთავისუფლებისათვის.სწორედ "ალფა" მონაწილოებდა 1983 წელს "თვითმფრინავის ბიჭების" საქმეზე.

0
550
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
550
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0