x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
ცნობილების ყველაზე უხერხული მომენტები და ვარსკვლავური კონფუზები

image


მიუხედავად პირადი სტილისტებისა და ზღაპრული ანაზღაურებისა ცნობილი სახეები ყოველთვის როდი გამოიყურებიან სრულყოფილად, ვინაიდან მათი ცხოვრება მედია საშუალებებით ფაქტიურად ყველა მხრიდან შუქდება, შესაბამისად უხერხული მომენტებიც პაპარაცების კადრებში ხვდება. ყურადღებიანი ჟურნალისტები მოუთმენლად ელიან ყველაზე უხერხულ ვარსკვლავურ კონფუზებს, რომლებიც მართლაც უჩვეულოდ გამოიყურება.




კეტი პერის ტორტში "მოგზაურობა"


image


2008 წელს "MTV"-ზე ვარსკვლავების დაჯილდოების ოფიციალური ცერემონია გაიმართა. ორივე სქესის წარმომადგენლები ერთმანეთს ნიჭიერებაში და ორიგინალობაში ეჯიბრებოდნენ, რამაც კეტი პერი ამ სავალალო შედეგამდე მიიყვანა. მისი ნომერი მართლაც უჩვეულო იყო, თუმცა მომღერალმა ყველაფერი წინასწარ ვერ განჭვრიტა. სცენარის მიხედვით, ის ტორტში მოხდენილად უნდა ჩავარდნილიყო, შედეგად კი ვარსკვლავური ჩავარდნა საკმაოდ არაესთეტური გამოვიდა.





კონკია მერილ სტრიპი


image


მსახიობმა - კინოპრემიის წარდგენისას ცნობილი ზღაპრის გმირის მსგავსად ფეხსაცმელი დაკარგა. კონფუზმა, რომელიც სრულიად შემთხვევით მოხდა, მსახიობი უხერხულ მდგომარეობაში ჩააგდო, სიტუაცია ახლადგამომცხვარმა "პრინცმა" კოლინ ფერტმა გადაარჩინა. მან მერილს ფეხსაცმელი გალანტურად დაუბრუნა, მოიდრიკა რა მის წინაშე მუხლი, მადლიერიების ნიშნად კი "კონკიასგან" კოცნა დაიმსახურა, ფოტოზე სწორედ ამ აქტს ხედავთ.




ჯენიფერ ლოპესი


image


2017 წელს მომღერლის წითელ ხალიჩაზე გამოჩენას მისი გულშემატკივრების მხრიდან ხმაურიანი ოვაციები მოჰყვა, თუმცა თავად ვარსკვლავს სულ არ ეცინებოდა. ტანზე მჭიდროდ მომდგრმა კაბამ ლამაზმანს ყველაზე შეუფერებელ მომენტში უმტყუნა, სელებრითის უხერხულ ადგილას გარღვეული მკლავი ყურადღების მიღმა არც პაპარაცებს დარჩენიათ.





ქეთრინ ჰეიგლი


image


ამ შემთხვევაში ჩაცმულობამ ქეთრინს ჯეი ლოსთან შედარებით უფრო მოღალატურად უმტყუნა, ვინაიდან მას წითელი კაბის თასმა ზუსტად სცენაზე, საზეიმო გამოსვლის დროს გაუწყდა და ბიუსტჰალტერიც ჩაუცურდა. ეს უხერხული მომენტი პაპარაცებმა რაღა თქმა უნდა, მყისიერად "დაიჭირეს". მოკლედ, მისი სხეულის "წმინდა" ნაწილების დანახვა მაინც ვერავინ შეძლო, ხოლო თავად ვარსკვლავმა მომხდარზე პროფესიონალურად იხუმრა.





ვიქტორია ბექჰემი


image


ლონდონში ხმაურიანი წვეულების შემდეგ, ვიქტორია საკუთარი ქმრის, დევიდის უკან მორცხვად იმალებოდა. მორცხვობის მიზეზი მალევე გაირკვა, როდესაც თაყვანისმცემლები უფრო ახლოს დააკვირდნენ საყვარელი კერპის შარვალს. შავი ჯინსის ფონზე კარგად გამოირჩეოდა უზარმაზარი ლაქა უხერხულ ადგილზე, რამაც დიზაინერი გარშემომყოფების თვალში უხერხულ მდგომარეობაში ჩააგდო. ამ სიტუაციის კომენტირებაზე თავად ვიქტორიამ უარი განაცხადა, ხოლო გულშემატკივრები აღნიშნულ ინციდენტს კიდევ დიდხანს განიხილავდნენ.












0
321
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
321