x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134035
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
რამდენი ამერიკელი იბრძვის და დაიღუპა უკრაინა-რუსეთის ომში?
image

უკრაინაში კონფლიქტის დროს დაიღუპა მინიმუმ 16 ამერიკელი მოხალისე, რომლებიც იბრძოდნენ კიევის მხარეს. ამის შესახებ ამერიკული გამოცემა The Washington Post იტყობინება.


ზოგიერთი მათგანის ოჯახმა შეძლო ნეშტის შეერთებულ შტატებში გადმოსვენება, ზოგი კი ამის მიღწევას ცდილობს.


WP ხაზს უსვამს, რომ ზუსტად უცნობია, თუ რამდენ ამერიკელ დაქირავებულს შეეძლო მოხალისედ გამგზავრება უკრაინაში. ალბათ ათასებზეა საუბარი.



შარშან ომის დაწყების შემდეგ უკრაინამ განაცხადა, რომ აშშ-იდან 20 000-ზე მეტმა მოქალაქემ გამოთქვა ინტერესი შეუერთდეს ქვეყნის უცხოურ ლეგიონს, რომელსაც თვეში 500-დან 3500 დოლარამდე უხდიან ომში რამდენიმე თვიანი საკონტრაქტო ვალდებულების სანაცვლოდ.

მიუხედავად აშშ-ს ხელისუფლების გაფრთხილებისა, საომარ ზონაში საკმაო რაოდენობის ამერიკელი გაემგზავრა.


გადარჩენილები ამბობენ, რომ გადაწყვეტილება, უსაფრთხო და მშვიდი ცხოვრება გაეცვალათ უცხო ქვეყანაში ომზე, შთაგონებული იყო იმავე დემოკრატიული იდეალებით, რომლებიც საფუძვლად უდევს აშშ-ს არმიაში სამსახურს: თავისუფლების სიყვარული და ტირანიის მიმართ ზიზღი. ზოგჯერ არჩევანზე გავლენას ახდენდა პირადი ქაოსის თავიდან აცილების სურვილი ან მოქმედების წყურვილი.

imageფოტოზე:უკრაინელი სამხედროები ყოფილი ამერიკელი სამხედროს, 45 წლის ნიკოლას მაიმერის კუბოს მიასვენებენ.დონეცკის ოლქი, 2023 წლის 25 მაისი



პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ჯერ კიდევ 2022 წელს მოუწოდა ამერიკელებს არ გაემგზავრონ უკრაინაში საომარი მოქმედებისათვის. ამასთანავე, პენტაგონმა დაადასტურა ინფორმაცია უგზო-უკვლოდ დაკარგულ აშშ-ის მოქალაქეების შესახებ, რომლებიც იქ საომარ მოქმედებებში მონაწილეობდნენ.



ენდრიუ პიტერსს, ისევე როგორც ბევრ სხვა ამერიკელი მოხალისე უკრაინაში, შეძრა ტელევიზორში ნანახმა კადრებმა, თუ როგორ იტანჯებოდა მოსახლეობა და იმოქმედა უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მოწოდებამ, დახმარებოდნენ სამხედრო ვეტერანები მთელ მსოფლიოდან რუსების მოგერიებაში.


ენდრიუს მამის თქმით, ის მთელი მონდომებით იბრძოდა, რომ სამხედრო სამსახურისს დატოვების შემდეგ მისი შვილი ვისკონსინში სამოქალაქო ცხოვრებას შეჩვეოდა.


თავდაპირველად, პიტერსის მშობლები ცდილობდნენ გადაეფიქრა მათ შვილს უკრაინაში წასვლა . მაგრამ როდესაც ეს ვერ შეძლეს, ოჯახმა მიიღო გადაწყვეტილება მამამისთან ერთად, რომელიც სპარსეთის ყურის ომის ვეტერანია, შვილთან ერთად მოხალისედ უკრაინაში წასვლაზე.


"ორი კვირის შემდეგ, გონს მოვედი და გავიფიქრე: "ეს არის ის, რისი გაკეთებაც ნამდვილად გინდა 53 წლის ასაკში?" -ამბობს ჯონ პიტერსი. "ასე რომ, მე ვუთხარი ენდრიუს, რომ აღარ ვაპირებდი წასვლას.ამას არასოდეს აღიარებდა, მაგრამ ვფიქრობ, ალბათ შვება იგრძნო, რომ მისი ხანშიშესული მამა არ წავიდოდა მასთან ერთად და არ შეარცხვენდა“.

imageფოტოზე: ჯონ პიტერსი თავის შვილის ფერფლიან ურნასთან ერთად

ამჟამად ოჯახი გლოვობს ენდრიუს, მამას ესმის, რომ სიტუაცია არ არის ისეთი, რომ ენდრიუ დაღუპულიყო აშშ-ს არმიაში მსახურობის დროს და სწორედ ამიტომ უარყო მეგობრების წინადადება, რომ მისი შვილის სახელი დაემატებინათ ადგილობრივ მემორიალურ დაფაზე, რომელიც აღიარებს სამხედრო მოქმედებებში დაღუპულ ამერიკელ ჯარისკაცებს.


ოჯახმა ენდრიუს გარდაცვალება სხვაგვარად აღნიშნა, მათ საკუთარი სახლის წინ ამერიკისა და უკრაინის დროშები დაკიდეს.

ისინი გვირგვინის დადების ცერემონიაში მონაწილეობასაც გეგმავენ.


image

1
212
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
212
  
ამბობენ რო ბოროტებას ებრძვიან,თუმცა მესია რომელია ვერ გავიგე. ყველა ადამიანი თვითონ წყვეტს რა ან როგორ გააკეთოს,უნდოდა წასვლა და წავიდა,მარა უკრაინელების გმირობაზე რაღას საუბრობენ ესეც გაუგებარია. 20000 კაცი ამერიკიდან წავიდა,იქ ბრიტანეთიდან იქნებიან,აქეთ ქართველები,პოლონელები და საინტერესოა,უკრაინის არმია დგას გმირულად თუ მსოფლიო არმია? უფასოდ ვერავინ წავიდოდა ეგ გასაგებია,თუმცა რო არ ქონოდა სახსრები უკრაინას,მერე ბოროტებისთვის უნდა დაეთმოთ უკრაინა? ეს არ ეხებათ ქართველებს,რადგან ჩვენებურებს სხვა დაინტერესება აქვთ და უფრო გასაგებია მათი მოტივაცია,მტერს ებრძვიან ნებისმიერ ადგილას და თუ ამაში ფულსაც გადაუხდიან,ძალიან კარგი და სასიხარულოა. უბრალოდ,ამერიკელების მოტივაცია არის გაუგებარი,აშშ ეხმარება ფინანსურად და მატერიალურად უკრაინას,ხოლო უკრაინა აიარაღებს და ხელფასს უხდის ამერიკელებს,რა მაიმუნობა არის ეს? მერე იტყვიან,რომ უკრაინამ დაამარცხა რუსეთიო,სად არის უკრაინა? ფული ამერიკული,ტექნიკა ნატოსი,ჯარისკაცები მსოფლიოს სხვადასხვა მხარიდან და უკრაინის მიწაა მხოლოდ. აგერ უკრაინელი გოგონები ტურნირებზე მონაწილეობენ,როცა შეუძლიათ მედდებად გაფორმდნენ და დაჭრილებს წყალი მაინც მიაწოდონ. იქეთ,ზიჩენკო და მალინოვსკი ბურთს აგორებენ,შევჩენკო იტალიურ დერბის დაესწრო ლიგაზე და ვიღაც მოდელმა უნიფხოდ მიაჭრა კანის კონოფესტივალზე,რა არის ეს? ეს პროპაგანდა არ არის? ხალხს აჯერებენ,თუმრე უკრაინა იბრძვის,როცა არც ეგრე არის საქმე. ეს ომი არის რუსეთსაც და ნატოს შორის,როგორც ვიტნამში ან ავღანეთში იყო ამერიკა რუსეთის ომი. ეს არის ახალი ცივი ომის დასაწყისი და ეს კარგს არაფერს მოიტანს,უპირველესად უკრაინისთვის. ვიეტნამს ეშველა რამე ან ავღანეთს? იქ ხო ტილებს ისევ ჩაქუჩით დასდევენ
0 1 1