x
მეტი
  • 19.03.2024
  • სტატია:133845
  • ვიდეო:353916
  • სურათი:508141
მეტად უცნაური და საინტერესო ფაქტები კბილების შესახებ

1. მექსიკაში კბილის ფერიის (მითიური არსება, რომელიც სარძევე კბილებს აგროვებს) ნაცვლად, კბილის თაგვია.
2. ყველაზე მტკიცე ნივთიერება ადამიანის ორგანიზმში — კბილის ემალია.
3. ითვლება, რომ ყველაზე დასამახსოვრებელი შთაბეჭდილება ადამიანზე, მისი ღიმილია.

4. ყოველი 2000 ახალშობილიდან – ერთი, კბილებით იბადება.
5. ყველაზე ძვირიანი კბილი, ლონდონის აუქციონზე 1816 წელს, 3 633 დოლარად გაიყიდა. დღევანდელი კურსით, აღნიშნული თანხა 35700 დოლარს შეადგენს. კბილი ცნობილი მეცნიერს ი. ნიუტონის ეკუთვნოდა და ის ოქროს ბეჭედში იყო ინკრუსტირებული.


image


6. ძველ რომშიც ზრუნავდნენ კბილებზე და ზოგიერთები მის გათეთრებას შარდით ცდილობდნენ.
7. კბილის ჯაგრისის გამოგონებამდე, პირის ღრუს ჰიგიენაზე მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში განსხვავებულად ზრუნავდნენ: იყენებდნენ ნაცარს, ღეჭავდნენ ფისს ან ფიჭას, იყენებდნენ მსხვილფეხა პირუტყვის რქების და ჩლიქების ფერფლს, ღეჭავდნენ ხის წვრილ ტოტებს... და ეს მანამდე გაგრძელდა, ვიდრე ჩინელებმა კბილის ჯაგრისი არ გამოიგონეს. ეს კი, 1498 წელს მოხდა. პირველი კბილის ჯაგრისი, თითქმის ისეთივე იყო, როგორსაც ჩვენ მოვიხმართ. თუმცა, ჯოხზე დამაგრებული ნატურალური ბეწვით, ის აკვარელის ფუნჯს უფრო წააგავდა, მაგრამ ბევრად უხეში იყო, რადგან ბამბუკის ჯოხებით და ტახის ქედიდან აჭრილი ჯაგრით იყო დამზადებული. ჩინელები ჯაგრისით კბილების გასუფთავებისას დამატებითი საშუალებებით (ფხვნილი, პასტა) არ სარგებლობდნენ.

8. კბილის პირველი პასტა (Dr. Shefield’s Creme Dentifrice) იმ ფორმით, როგორიც ახლა არის, 1892 წელს კომპანია – Sheffield Pharmaceuticals-მა (აშშ) გამოუშვა.
9. 65 წელს გადაცილებული ადამიანების 60%–ს შეუძლია საკუთარი კბილების სრული კომპლექტით დაიკვეხოს.

10. პირველი ელექტრონული კბილის ჯაგრისი, II მსოფლიო ომის შემდეგ, შვეიცარიაში დააპატენტეს. ის დენზე სადენით ირთვებოდა და ბევრს ასეთი იდეა ცოტა უჩვეულოდ ეჩვენებოდა. მაგრამ, მიუხედავად ამისა, ჯაგრისების ამ სახეობამ მალე მოიპოვა პოპულარობა და ამჟამად, მსოფლიო მოსახლეობის 12% სწორედ ელექტროჯაგრისებით სარგებლობს.

image


11. მხოლოდ ამერიკაში, წლის მანძილზე, 53 000 000 ლიტრი კბილის პასტა იყიდება, რომლითაც 30 ოლიმპიური საცურაო აუზის ავსება არის შესაძლებელი.

13. მას, ვინც დღეში 3-ჯერ იხეხავენ კბილებს, ჭარბი წონა ნაკლებად აწუხებთ – ასეთ დასკვნამდე მივიდნენ იაპონელი მეცნიერები, 14 ათას ადამიანზე დაკვირვების შემდეგ.
14. ორგანიზმში არსებული კალციუმის მარაგის 99% კბილებში და ძვლებშია გადანაწილებული.

15. ტერმინი «სარძევე კბილები» ჰიპოკრატეს ეკუთვნის, რომელიც დარწმუნებული იყო, რომ ბავშვის კბილების ჩამოყალიბება რძით ხდებოდა.


image


15. ოდესმე თუ დაინტერესებულხართ, თუ რამდენი სახეობის კბილის ჯაგრისი არსებობს? წარმოუდგენელია, მაგრამ გასულ საუკუნეში კბილის ჯაგრისების გამოგონების 3000-ზე მეტი პატენტია გაცემული!

16. ორგანიზმის ერთადერთი ნაწილი, რომელსაც თვითაღდგენა არ შეუძლია – კბილებია.

18. არ არსებობს კბილის ერთნაირი მწკრივი. ყბის აგებულება, მდებარეობა, ზომა და ფორმა, ყველა ადამიანს საკუთარი, ინდივიდუალური აქვს. კბილების აგებულება ისეთივე უნიკალური და ინდივიდუალურია, როგორც თითის ანაბეჭდები.

18. კბილების სრულად შენარჩუნებას, 65 წლის ასაკის შემდეგ, მსოფლიო მოსახლეობის მხოლოდ 60 % პროცენტი ახერხებს.

19. კბილის ნადები, 300–ზე მეტ, სხვადასხვა სახეობის ბაქტერიას შეიცავს და ამიტომ, ექიმი–სტომატოლოგები, რეკომენდაციას იძლევიან, რომ კბილები 4-5 წუთის მანძილზე გავიხეხოთ, 2-3 –ჯერ დღეში.

20. როგორც სტომატოლოგებმა დაამტკიცეს, ვაშლი კბილებს ამაგრებს და პირის ღრუში კარიესის გამომწვევ ბაქტერიებს ანადგურებს. ამიტომ, თუ კბილების გასუფთავების საშუალება ხელთ არა გაქვთ, ვაშლი მიირთვით.


image


21. დედამიწაზე ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადებაა პაროდონტის დაავადება - ღრძილების დაავადება.

22. ყველაზე სახიფათო სპორტი კბილებისთვის – ჰოკეია. ამ სპორტში, პროფესიონალი მოთამაშეების 68% თამაშის დროს, 1 კბილი მაინც დაუკარგავს.

23. შუა საუკუნეების ევროპაში, კარიესი კეთილდღეობის ნიშნად ითვლებოდა. ღარიბებს, რომლებსაც უხეში საკვების მიღება უწევდათ, ჯანსაღი კბილები ჰქონდათ. არისტოკრატისთვის კი, კარიესისგან "ხელუხლებელი" კბილები პლებეურად ითვლებოდა. ის დიდებულები, რომლებსაც თეთრი კბილების ქონის სევდიანი ბედი ერგოთ, ცდილობდნენ, ნაკლები სიხშირით გაეღიმათ და კბილები არ გამოეჩინათ.

24. პერუს მუზეუმს ერთი უჩვეულო ექსპონატია – თავის ქალა კვარცის და ამეთვისტოს 32 იმპლანტანტით.

25. თქვენ წარმოგიდგენიათ, თუ როგორი წვრილი და როგორი სწრაფი უნდა ყოფილიყო ბურღის აპარატი, რომ ერთ კბილზე სამი ხვრელის გაკეთება ყოფილიყო შესაძლებელი. არა და, მეცნიერები ამტკიცებენ, რომ კოლუმბამდელ ამერიკაში, ბორბალი რა იყო, არ იცოდნენ.



imageფოტო გადაღებულია კუენკას (ეკვადორი) ეთნოგრაფიულ მუზეუმში


სამხრეთ ამერიკის დასავლეთ სანაპიროზე, ვიდრე ინკების კულტურა ჩამოყალიბდებოდა, ინდიელების სხვა ტომები ცხოვრობდნენ. ინკების კულტურა შედარებით გვიან გაჩნდა, მანამდე კი ისტორიულ არენაზე, ჯერ კიდევ II ათასწლეულში ჩვენს ერამდე, ანდებში, სხვა ტომები ცხოვრობდნენ და მათ შორის, ყველაზე უძველესად, ჩავინის და პარაკასის კულტურები ითვლება. გაგრძელება >>>

image

არხის სხვა სიახლეები:


* ფრანგმა წინასწარმეტყველმა ჩვენი წინამორბედი ცივილიზაციის დაღუპვის მიზეზი ახსნა

* ჰიტლერის წარმომავლობის ებრაული "ხაზი"

* გემზე მხოლოდ 3–ჯერ იყო... და ისტორიაში მეზღვაურის სახელით შევიდა



1
223
3-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
223
  
2023, 30 მაისი, 23:32
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სექსის გაცნობის საუკეთესო საიტზე --- www.Top24.pw
0 1 1