x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
ავსტრალიაში გადაშენების პირას მისული მინი-კენგურუები 100 წლის შემდეგ დააბრუნეს
image

მომხიბვლელი ჩანთოსნები, რომლებიც „მინი-კენგურუებს“ ჰგვანან, სამხრეთ ავსტრალიაში ბრუნდებიან 100 წელზე მეტი ხნის შემდეგ, რაც ისინი რეგიონიდან გაუჩინარდნენ.


ბეტონგები (Bettongia penicillata), ასევე ცნობილი როგორც იალგირი ადგილობრივი ნარუნგას ხალხის ენაზე, ენერგიული არსებებია, რომლებიც ოდესღაც ავსტრალიის უმეტეს ტერიტორიაზე ბინადრობდნენ. ბოლო ორი საუკუნის განმავლობაში მათი რიცხვი შემცირდა მელიებისა და გარეული კატების, აგრეთვე საცხოვრებელი გარემოს დაკარგვის გამო. ახლა მხოლოდ რამდენიმე ათასი გადარჩა დასავლეთ ავსტრალიის ზოგიერთ რეგიონში, ნაკრძალებში და კუნძულებზე. მაგრამ ცოტა ხნის წინ, მინი-კენგურუები დაბრუნდნენ სამხრეთ ავსტრალიაში ბუნების დამცველთა წყალობით.


„ისინი პატარა კენგურუებს ჰგვანან. მათ აქვთ ძლიერი ფეხები და ატარებენ თავიანთ შვილებს კენგურუს მსგავსად ჩანთაში, მაგრამ მხოლოდ კილო-ნახევარს იწონიან“, - ამბობს დერეკ სენდოუ, სამხრეთ ავსტრალიის ჩრდილოეთ და იორკის ლანდშაფტის საბჭოს გარემოსდამცველი.


image

სენდოუ ველური ბუნების მკვლევარეთა ჯგუფის შემადგენლობაშია, რომელმაც 2021 წლის აგვისტოდან მოყოლებული მონიშნა და ხელახლა შეიყვანა 120 ბეტონგი იორკის ნახევარკუნძულზე, ადელაიდასთან ახლოს, იმ იმედით, რომ მათი პოპულაცია აღდგებოდა. ცხოველები დასავლეთ ავსტრალიის ზემო უორენის რეგიონიდან გადაიყვანეს ახლომდებარე ვეჯის კუნძულებზე. მათი პოპულაციის სტიმულირების მიზნით, აშენდა ღობე, რათა დაეცვათ მინი-კენგურუები მტაცებლებისგან.


ღონისძიებას უკვე შეიძლება წარმატებულად ვუწოდოთ. ბოლო მონიტორინგმა აჩვენა, რომ სამხრეთ ავსტრალიაში დაჭერილი ცხოველების 40% არ იყო მონიშნული, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი დაიბადნენ რეინტროდუქციის შემდეგ.


1
150
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
150
  
2023, 28 მაისი, 23:02
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1