საბუნებისმეტყველო ავსტრალიაში გადაშენების პირას მისული მინი-კენგურუები 100 წლის შემდეგ დააბრუნეს 28 მაისი, 18:27 ![]() ბეტონგები (Bettongia penicillata), ასევე ცნობილი როგორც იალგირი ადგილობრივი ნარუნგას ხალხის ენაზე, ენერგიული არსებებია, რომლებიც ოდესღაც ავსტრალიის უმეტეს ტერიტორიაზე ბინადრობდნენ. ბოლო ორი საუკუნის განმავლობაში მათი რიცხვი შემცირდა მელიებისა და გარეული კატების, აგრეთვე საცხოვრებელი გარემოს დაკარგვის გამო. ახლა მხოლოდ რამდენიმე ათასი გადარჩა დასავლეთ ავსტრალიის ზოგიერთ რეგიონში, ნაკრძალებში და კუნძულებზე. მაგრამ ცოტა ხნის წინ, მინი-კენგურუები დაბრუნდნენ სამხრეთ ავსტრალიაში ბუნების დამცველთა წყალობით. „ისინი პატარა კენგურუებს ჰგვანან. მათ აქვთ ძლიერი ფეხები და ატარებენ თავიანთ შვილებს კენგურუს მსგავსად ჩანთაში, მაგრამ მხოლოდ კილო-ნახევარს იწონიან“, - ამბობს დერეკ სენდოუ, სამხრეთ ავსტრალიის ჩრდილოეთ და იორკის ლანდშაფტის საბჭოს გარემოსდამცველი. ![]() ღონისძიებას უკვე შეიძლება წარმატებულად ვუწოდოთ. ბოლო მონიტორინგმა აჩვენა, რომ სამხრეთ ავსტრალიაში დაჭერილი ცხოველების 40% არ იყო მონიშნული, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი დაიბადნენ რეინტროდუქციის შემდეგ. 150 2-ს მოსწონს
|