x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134531
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508586
"დავწერე არ მომეწონამეთქი და "სტატია" გამოუცხვიათ, ხოდა განვმარტავ "- რას წერს ნათია ფანჯიკიძე

image


ფსიქოლოგი და ფსიქო-სოციალური დახმარების ცენტრ "კამარას" დამფუძნებელი ნათია ფანჯიკიძე "ფეისბუქის" პირად გვერდზე ვრცელ პოსტს ავრცელებს, სადაც იმის შესახებ წერს თუ რატომ არ მოეწონა 26 მაისს საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის სიტყვით გამოსვლა:


"ფრენდის სტატუსის ქვეშ კომენტარი დავწერე, პრეზიდენტის სიტყვა არ მომეწონამეთქი და "სტატია" გამოუცხვიათ თურმე, ხოდა რადგან წააცუნცულეს, მანიპულაციისთვის რომ არ იყოს გამოყენებული, განვმარტავ რა დავიწუნე: თავისთავად სიტყვა მომეწონა, დღევანდელი დღის შესაფერად არ მივიჩნიე.

მერჩივნა ლიდერობა აეღო და ეთქვა - "ჩემი გეზია უცვლელი და მე ვატარებ ქვეყანას ამ გზაზე მტკიცედ, რადგან მეც ვარ პოლიტიკის შემქმნელი პირი". ვინმემ უნდა თქვას - მე გავაკეთებ! მითუმეტეს ხალხის 80%-ის სურვილია ეს, ხალხია ზურგის ქარი.


იმავე კომენტარში მიწერია, რომ ყველა მისი პროევროპული გამოსვლა შინ თუ გარეთ მომწონს, მეტიც, შესაძლოა ერთადერთია, ვისი გამოსვლებიც ბოლო დროს სულ მომწონს და ეს გამოსვლაც მომეწონებოდა.


უბრალოდ არ მინდოდა "ვაგინებთ ევროპას", "გეზი მკაფიო აღარაა" დაფიქსირებულიყო საერთაშორისო მედიაში, არამედ უფრო მეტად მამოტივირებელი და მებრძოლი, გარანტიის მიმცემი სიტყვა მერჩივნა. მოკლედ დავიწუნე არა არსი, ან ის, რომ რამე სწორად არ თქვა, ან ტყუილი თქვა, დავიწუნე მომენტი.


არ განვმარტავდი, რომ არა ისევ და ისევ ჩვენი ევროპული მომავალი, რომელიც ძალიან მგრძნობიარეა ჩემთვისაც და ქვეყნის მოსახლეობის 80%-ისთვის და არ მინდა მსჯელობის კონტექსტიდან ამოგლეჯილი კომენტარი არასწორად გამოიყენოს ვინმემ."- წერს ფსიქოლოგი, ნათია ფანჯიკიძე სოციალურ ქსელში.








0
224
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
224