x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134029
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508243
ნოდარ დუმბაძის 3 გენიალური ლექსი

ნოდარ დუმბაძის 3 გენიალური ლექსი


1.– ახალი წლის საღამოა, ქარი ქრის და ფიფქი ცვივა, თოვლის საბანს რომ იხურავ, ნაძვის ხეო, არა გცივა? – არა მცივა, პატარებო, მე ღიმილი თქვენი მათბობს და გისურვებთ, რომ თქვენს გულშიც არასდროს არ დაიზამთროს. ზამთარია, მაგრამ გული არ გითბებათ ყველას განა? ხედავთ? თოვლის ბაბუამაც საჩუქრები მოგიტანათ. უღრან ტყიდან მოვიჩქარი, ისე ძლიერ შემიყვარდით, მე მოვედი, რომ ახალი მოგილოცოთ წელიწადი.
2. ჩემო ჭრელო პეპლებო, ჩემო ლურჯო იებო? ჩემო ნუშის ხეებო, ჩემო ჩიტუნიებო. როდის აყვავილდებით, ატმებო და ვაშლებო, ტყეში მარწყვის საკრეფად როდის წავალთ, ბავშვებო? ჰა ზამთარი მიდის და... თოვლი დნება ნელ-ნელა. აი, თავი ამოყო ბუჩქის ძირას ენძელამ. საწყალ თოვლის ბაბუას დავუშინოთ გუნდები; გაზაფხულო, ლამაზო, მალე დაგვიბრუნდები?
3. აკაციების რხევით აღარ მოდიხარ, ქარო, გაქრა ვარაზის ხევი, გაქრა ვარაზის წყარო. ჯაჭვზე დაბმული ძაღლი გაავებული როგორ, ხევის პირს თიხის სახლი, და იეზიდი გოგო. სილაზე ციცქნა ტერფი _ ბავშვობის კვალი ჩემი, ქვაზე შემსკდარი ღელვით ჩემი ქაღალდის გემი. ვარაზის მღვრიე სარკე, შორს გაქცეული ფიქრი, უნივერსიტეტს აქეთ, უნივერსიტეტს იქით. მზე სარკმელს ხვდება, როგორც ოქრონავლები ფუნჯი, ის იეზიდი გოგო მოდის ვარაზის ქუჩით. ეხლა სად ცხოვრობს, ნეტავ, გამოიცვალა როგორ, _ შემოიარე ჩვენთან, სად დაიკარგე, გოგო!

0
41
1-ს მოსწონს
ავტორი:თეკლა 123
თეკლა 123
41
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0