საზოგადოებრივი ჰაკერმა ვატიკანის არქივში "შეაღწია" და კაცობრიობის რეალური ისტორიის შესახებ, ინფორმაცია მოიპოვა 31 მაისი, 8:31 სულ ცოტა ხნის წინ, გერმანელმა ჰაკერმა რალფ ბასტერმა (Ralph Bastet) ინფორმაცია გაავრცელა იმის შესახებ, რომ მან ვატიკანის სერვერზე შეძლო შეღწევა და ჩვენი ისტორიის საიდუმლოებზე მოიპოვა წვდომა. "გატეხილ" საიდუმლო არქივებში ნათქვამია, რომ დედამიწაზე და ზოგადად, მზის სისტემაში, რაღაც ძლიერი და სუპერ განვითარებული ცივილიზაცია, ჯერ კიდევ, 25 000-30 000 წლის წინ არსებობდა, რომელიც ბევრად აჭარბებდა, ჩვენს ამჟამინდელ, ტექნოლოგიური განვითარების დონეს. ვატიკანის არქივებში ნათქვამია, რომ ეს ზე ცივილიზაცია მზის სისტემაში, დაახლოებით, 100 000 წლის წინ გამოჩნდა და 4 პლანეტაზე – მარსზე, ვენერაზე, დედამიწაზე და ფაეტონზე დასახლდა. ამ იდუმალი ცივილიზაციის გენეტიკოსებმა, ადამიანები მძიმე ფიზიკური შრომისა და მარსზე, დედამიწაზე და ვენერაზე რესურსების მოპოვებისთვის შექმნეს. ხოლო თავად, ფაეტონზე (ახლა ის ასტეროიდების სარტყელია, მარსსა და იუპიტერს შორის) ცხოვრობდნენ. თუმცა, გენების ევოლუციის შედეგად, მონებს ინტელექტი განუვითარდათ და რთული პრობლემების გადაჭრა დაიწყეს. მათ რაღაც მომენტში, საკუთარი მდგომარეობა გააცნობიერეს და ამბოხება გადაწყვიტეს. მაგრამ, ადამიანების პირველი აჯანყება, ინჟინრებმა წარმატებით ჩაახშეს. ხოლო, მეთაურები დიდი აგლომერაციებიდან, უდაბნოებში და ტყეებში განდევნეს.
კატასტროფამ, თითქმის, მთელი მზის სისტემა მოიცვა. ადამიანების, დაახლოებით 15% და რამდენიმე ასეული შემქმნელი გადარჩა. როდესაც ადამიანებმა გააცნობიერეს, რომ მათი ცივილიზაცია განადგურების გზაზე იყო, მათ გადარჩენის გზების ძიება, თავიანთი შემქმნელების ცოდნაში, – ასტრონომიის, ასტროლოგიის, მეტალურგიის, მათემატიკის, ალქიმიის და სხვა მეცნიერებების სფეროებში დაიწყეს.
დადგა განვითარების ერა. მთელ მსოფლიოში ადამიანებმა ქალაქების აშენება დაიწყეს და საბოლოოდ, დედამიწის მმართველები გახდნენ. პირველ თაობებს ახსოვდათ "ღმერთებთან ბრძოლა" და მისი შედეგი. ამიტომ, ისინი მხოლოდ შენებაზე და განვითარებაზე იყვნენ ორიენტირებულნი და უმნიშვნელო კონფლიქტებს, ყოველთვის დიპლომატიური გზებით აგვარებდნენ. ამგვარად განვითარდა და აყვავდა კაცობრიობის ცივილიზაცია... თუმცა, ძველი მოგონებები თანდათანობით გაქრა. ხოლო, ახალ თაობას, დიდი გეგმები და ამბიციები გააჩნდა... და კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების ნაცვლად, ადამიანებმა ერთმანეთთან ომი დაიწყეს, რამაც კიდევ ერთი დიდი კატასტროფა გამოიწვია – დედამიწაზე წარღვნა მოხდა. არხის სხვა სიახლეები:* იდუმალი არტეფაქტი, რომელიც ტურისტმა ტიბეტში აღმოაჩინა* ფრანგმა წინასწარმეტყველმა ჩვენი წინამორბედი ცივილიზაციის დაღუპვის მიზეზი ახსნა* ყველაზე მდიდარი 5 ადამიანი კაცობრიობის ისტორიაში1118 4-ს მოსწონს
|