x
image
Teklamaisuraze
შორს მსროლელი გერმანული კეისრები პირველი მსოფლიო ომის დროს

გერმანული კრეისერი “ ემდენ" ნაწილებად დაიშალა მას შემდეგ, რაც ავსტრიულმა “სიდნეიმ" ცეცხლი გაუხსნა . მოგვიანებით, გერმანული ხომალდი ზღვამ ქოქოსის კუნძულზე გარიყა.


image



პირველი გერმანული კრეისერი, რომელმაც ომის გამოცხადებიდან 24 საათზე ნაკლებ დროში ცეცხლი გაუხსნა ბონისა და ფილიპვილის ფრანგულ ბაზებს ეს იყო “გებენი" . გებენს თან ახლდა მსუბუქი კრეისერი “ბრესლაუ".


image



გერმანული კრეისერები “გებენი" და “ბრესლაუ" კონსტანტინოპოლის პორტში 1914 წლისოქტომბერში შევიდნენ . ისინი ოსმალეთის დროშის ქვეშ ცურავდნენ, ეკიპაჟი კი გერმანული ჰყავდათ . ომის დარჩენილი ნაწილი ხმელთაშუა და შავ ზღვებზე, მოკავშირეთა გემებზე თავდასხმაში გაატარეს .


image



კრეისერი “კერიგსბერგი " გერმანიის აღმოსავლეთ აფრიკაში იყო ბაზირებული. მან ინდოეთის ოკეანის დასავლეთ ნაწილში ბრიტანული გემები ჩაძირა და ცეცხლი გაუხსნა სხვადასხვა პორტს . თვითონ 1915 წლის ივლისში ჩაიძირა .


image


“ კრონპრინცი ვილჰელმი" ატლანტის ოკეანეში დაცურავდა, მან 20-ზე მეტი სავაჭრო გემი ჩაძირა . მარტში საწვავი გამოელია და შეცურა ნიუპორტში, სადაც აშშ- მა მისი კონფისკაცია მოახდინა .


კრეისერმა “კარსრუემ " ჩაძირა უამრავი სავაჭრო გემი კარიბის ზღვაში . მის მეთაურს, კაპიტან კოლერს, განზრახული ჰქონდა, თავს დასხმოდა დაუცველ ბარბადოსს - მაგრამ გემი უეცრად აფეთქდა და ჩაიძირა. ვერც ერთმა გადარჩენილმა ფაქტს ახსნა ვერ მოუძებნა .


ყველაზე წარმატებული კრეისერი “ ემდენი " იყო . მას “ აღმოსავლეთის გედსაც " უწოდებდნენ. აგვისტოში ხომალდმა დატოვა ცინგტაოს გერმანული ბაზა და რანგონის დასარბევად გაემართა. რანგონის პორტი დაუყოვნებლივ დახურეს, ამან ბრიტანული საგარეო ვაჭრობა თვეზე მეტხანს შეაფერხა.


image


22სექტემბერს “ემდენმა " ცეცხლი გაუხსნა მადრასს. ის უმიზნებდა ნავთობის დიდ საცავებს და გაანადგურა დოკები .


The story of the SMS EMDEN

ემდენმა გაანადგურა 23 სავაჭრო გემი, ერთი რუსული კრეისერი და ერთიც ფრანგული გამანადგურებელი . ასევე ააფეთქა მალაიზიის ქალაქ პეგანინის დოკები .


9 ნოემბერს ქოქოსის კუნძულებთან ის ავსტრიულ კრეისერ “ სიდნეის" შეხვდა. “ემდენი" ნაპირთან ძალიან ახლოს მიცურდა და ხანმოკლე ბრძოლის შემდეგ ნაწილებად დაიშალა.


კრეისერი გებენი, რომელსაც იავუზი დაარქვეს, 1973 წამდე თურქეთის სახედრო-საზღვაო ძალების აქტიურ სამსახურში დარჩა.





2
68
შეფასება არ არის
ავტორი:Teklamaisuraze
Teklamaisuraze
68
  
2023, 30 მაისი, 23:37
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სექსის გაცნობის საუკეთესო საიტზე --- www.Top24.pw
2023, 28 მაისი, 23:06
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 2