x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134043
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
10 განსაცვიფრებელი ფაქტი ადამიანთა და ცხოველთა სამყაროდან, რომელიც უნდა იცოდე!
სიცოცხლე გასაოცარი მოვლენაა. ის უამრავი უცნაური ფორმით ვლინდება და განსაცვიფრებელ სიურპრიზებს ფლობს. ამ სტატიაში ცხოველთა და ადამიანთა სამყაროს 10 ისეთ ფაქტზე გვექნება საუბარი, რომლის დაჯერება გაგიჭირდებათ და რომელიც მეხსიერებაში დიდხანს დაგრჩებათ:


1. შოკოლადის ჭამა ძაღლისთვის მომაკვდინებელია. საქმე ის არის, რომ კაკაო, რომლისგანაც შოკოლადი მზადდება, ნივთიერება თეობრომინს შეიცავს, რომელსაც ჩვენი ოთხფეხა მეგობრის კუჭი ვერ გადაამუშავებს.


2. სიგარეტის ფილტრი მოწევისას იმიტომ კი არ იცვლის ფერს, რომ მავნე ნივთიერებებს აკავებს, არამედ იმიტომ, რომ ის იმგვარად არის გამოშვებული, რომ მოწევისას ფერი შეიცვალოს. როგორც კვლევებმა ცხადყო, მწეველებს ფილტრის ფერის ცვლილების გამო უჩნდებათ გრძნობა, რომ მსგავსი სიგარეტის მოწევა ჯანმრთელობას არ აზიანებს და სწორედ აქედან გამომდინარე ბევრს ეწევიან. ეს იციან თამბაქოს ნაწარმის დამამზადებელმა კომპანიებმა და სიგარეტს ფერის შეცვლის უნარის მქონე ფილტრით მიზანმიმართულად უშვებენ.


3. ძაღლებს 250-მდე სიტყვის დამახსოვრება და ხუთამდე დათვლა შეუძლიათ. ამით ისინი ინტელექტუალური განვითარებით 2 წლის ბავშვების დონეზე არიან.



4. დედის რძე უაღრესად სასარგებლოა, რადგან ის შემადგენლობას ბავშვის ასაკის მატებასთან ერთად იცვლის, რათა პატარას თავის წლოვანებასთან შესაბამისი სასარგებლო ნივთიერებები მიაწოდოს.


ადამიანი


5. 1889 წელს დაბადებული იტალიელი ფრანკ ლენტინი სამი ფეხით, ოთხი ტერფით, 16 კბილით და ორი სასქესო ორგანოთი მოევლინა ქვეყნიერებას. ის სიკვდილამდე ცირკის მსახიობად მუშაობდა.


6. არიზონას სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად მამაკაცები მათი ტოლი ინტელექტუალური კოეფიციენტის მქონე ქალებთან შედარებით გაცილებით უფრო ჭკვიანურად იქცევიან. მიზეზი მაღალი თვითშეფასებაა.


უცხო


7. Fibrodysplasia ossificans progressiva არის დაავადება, რომლის დროსაც ადამიანი ცოცხლად იქცევა ქვად. დაავადება ადამიანის ორგანიზმის კუნთებს და შემაერთებელ და საყრდენ ქსოვილებს ძვლად აქცევს.


8. 1930 წელს დაბადებული ირენ ტრიპლეტი ერთადერთი ამერიკელია, რომელიც დღემდე იღებს სამოქალაქო ომის ვეტერანის შვილის პენსიას, რაც თვეში 73, 13 დოლარს შეადგენს. მისი მამა 18 წლის იყო, როცა ამერიკის სამოქალაქო ომში გაიწვიეს. მას ირენი 83 წლის ასაკში შეეძინა.


შეგახსენებთ, რომ ამერიკის სამოქალაქო ომი 1865 წელს დასრულდა.


9. რამდენიმე წუთის მანძილზე 100 ფინჯან ყავას თუ მოსვამთ, კოფეინის ზედოზირებით გარდაიცვლებით.


10. ადამიანი ერთადერთი პრიმატია, რომელსაც პენისში ძვალი არ აქვს.

1
133
შეფასება არ არის
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
133
  
2023, 28 მაისი, 23:03
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1