x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ოქროს გვირგვინების დამზადების უძველესი ხელოვნების საიდუმლო, რომელსაც თანამედროვე იუველირები ვერ ხვდებიან
ოქროს გვირგვინების დამზადების უძველესი ხელოვნების საიდუმლოს თანამედროვე იუველირები ვერ ხვდებიან.

image

მიუხედავად მეცნიერულ-ტექნიკური პროგრესისა, ჯერ კიდევ არსებობს წინაპრების გარკვეული საიდუმლოებები, რომლებსაც თანამედროვე მეცნიერება ვერ ხსნის. და ეს კი ყოველგვარი შეთქმულების თეორიისა და უცხოპლანეტელების გარეშე რომ ვთქვათ. მაგალითად, არსებობს ლიკურგუსის იდუმალი რომაული თასი თითქოს არამიწიური წარმოშობისაა, რაკი მისი დამზადების ტექნოლოგია დღემდე ამოუცნობია.


მაგრამ არის ანტიკურობის კიდევ ერთი სამკაულის საიდუმლო...



სამკაულების დამზადების ხელოვნებაში ძველ ბერძნებს არ ჰყავდათ ბადალი. განსაკუთრებით, სასიამოვნო სანახავია ოქროს ფოლგისგან დამზადებული გვირგვინები, რომლებიც უძველესი მცენარეული გვირგვინების ოსტატური იმიტაციაა. ეს წარმოუდგენლად გამოიყურება, მაგრამ დღევანდელი ოსტატები მაინც ვერ ხსნიან და იმეორებენ ყველა იმ ტექნიკას და ტექნოლოგიას, რომელსაც უძველესი იუველირები იყენებდნენ. საბედნიეროდ, დრომ შემოგვინახა ზოგიერთი შედევრი და დღეს გვაქვს შესაძლებლობა დავტკბეთ მათი არაჩვეულებრივი სილამაზით.

image

საბერძნეთში დიდი ხნის განმავლობაში გამარჯვებულებს წმინდა ხეების ტოტებიდან გვირგვინებით აჯილდოებდნენ, რაც ძვირად და ძვირფას საჩუქარად ითვლებოდა. შეჯიბრებებში გამარჯვებულ სპორტსმენებს პატივს მიაგებდნენ ზეთისხილის გვირგვინით, მუსიკოსები და პოეტები აპოლონის განსაკუთრებული მფარველობის ნიშნად დაფნის გვირგვინით ჯილდოვდებოდნენ. მმართველებს და გამოჩენილ მეთაურებს პატივს მიაგებდნენ მუხის ტოტების გვირგვინით, რადგან ეს იყო ზევსის წმინდა ხე.


არისტოკრატული ოჯახებიდან ქალები და გოგონები თავებს იმშვენებდნენ მირტის ელეგანტური გვირგვინებით, სიყვარულის ქალღმერთის აფროდიტეს ხეების ფოთლების მსგავსით, ხოლო სურო და ყურძენი დიონისეს კულტს უკავშირდება.

image

მაგრამ მოგვიანებით რელიგიური რიტუალების შესასრულებლად დაიწყეს ფურცლის ოქროს გვირგვინების დამზადება. ასეთი გვირგვინის ტარების უფლების შესახებ სპეციალური განკარგულება გამოიცა და მას დიდ დღესასწაულებზე იდგამდნენ.

image

ალექსანდრე მაკედონელის გამარჯვებებისა და დაპყრობების შედეგად საბერძნეთში ოქრო უხვად დაგროვდა და მალე ამ ლითონისგან დამზადებული მდიდრული გვირგვინები ხელმისაწვდომი გაცდა დიდგვაროვნების მრავალი წარმომადგენლისთვის. ოქროს გვირგვინები, რომლებიც ხაზს უსვამენ მათი მფლობელების სტატუსსა და სოციალურ მდგომარეობას, გადაეცემოდა თაობიდან თაობას. ზოგჯერ მათ ტაძრებს აძლევდნენ ღმერთებისთვის შესაწირავად.


დადგა საბერძნეთის ოქროს ხანა, როდესაც სამკაულების წარმოების ტექნოლოგიებმა ახალ დონეს მიაღწია. ძველი ბერძენი იუველირების ოსტატობამ მიაღწია წარმოუდგენელ სიმაღლეებს, მათი მუშაობის ტექნიკა გამოირჩეოდა საოცარი ელეგანტურობით.

image

ოსტატებმა შეძლეს ძალიან ოსტატურად მიებაძათ ნამდვილი მცენარეების ტოტებისთვის. როგორც წესი, გვირგვინები მზადდებოდა ჰერკულესის ნიმუშით ორი ტოტის შეერთებით. თითოეული ფოთოლი წვრილი მავთულით იყო მიმაგრებული ტოტზე. ფოთლების გარდა, გვირგვინების გასაფორმებლად ხშირად იყენებდნენ კენკრას და ყვავილებს, ასევე ოქროსგან დამზადებულს. ყველაზე გავრცელებული იყო ოქროს დაფნის გვირგვინები.

image

მაგრამ იყო სხვებიც - მირტის, ზეთისხილის, სუროს, მუხისა და ყურძნის გვირგვინები საოცრად დახვეწილი დამუშავებით.


ასეთი გვირგვინები შემორჩენილია ძირითადად იმ ეპოქის სამეფო და თავადაზნაურობის სამარხებში, როგორც დაკრძალვისას ჩატანებული საჩუქრები.

image

ყველაზე ცნობილი ოქროს გვირგვინები აღმოაჩინეს ვერგინაში, სადაც ოდესღაც უძველესი მაკედონიის დედაქალაქი მდებარეობდა და მდიდარია სამეფო სამარხებით, რომლებიც გათხრების დროს აღმოაჩინეს.

image

ერთ-ერთი მათგანი ალექსანდრე მაკედონელის მამის, ფილიპე II-ის საფლავში იპოვეს. ეს მასიური ოქროს მუხის გვირგვინი 313 უწვრილესი ფოთლისა და 68 ყუნწისგან შედგება და 730 გრამს იწონის.

image

კიდევ ერთი წარმოუდგენლად ლამაზი გვირგვინი მირტი, მის ერთ-ერთ ცოლს, მედას ეკუთვნოდა.

image

ძველი ბერძნების დახვეწილი გვირგვინებით შეგიძლიათ აღფრთოვანდეთ არა მხოლოდ საბერძნეთის ბევრ მუზეუმში, თუმცა, რა თქმა უნდა, ყველაზე დიდი ექსპოზიცია მდებარეობს სალონიკში, არქეოლოგიურ მუზეუმში.

image


1
64
1-ს მოსწონს
ავტორი:თუთიკო ბერძენა
თუთიკო ბერძენა
64
  
2023, 27 მაისი, 23:02
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1