x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"რატომ არ მივიდა კობახიძე ღონისძიებაზე?"- რა ინფორმაციას ფლობს გია ხუხაშვილი

image


პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი 26 მაისისადმი მიძღვნილ მთავარ ღონისძიებაზე "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის არ მისვლას სოციალურ ქსელში ეხმაურება. ექსპერტი დარწმუნებულია რომ მმართველი გუნდის ერთ - ერთი ლიდერი სალომე ზურაბიშვილთან პირისპირ შეხვედრას მოერიდა:


"რატომ არ მივიდა კობახიძე ღონისძიებაზე?


პასუხი, ჩემი აზრით, საკმაოდ მარტივია - ის მოერიდა სალომე ზურაბიშვილთან ახლო კონტაქტს.


ეს დამახასიათებელია პოლიტიკური სოციოპატისთვის, რომელსაც შეუძლია ყველაფერი თქვას და გაუკეთოს ადამიანს დისტანციაზე, მაგრამ უკიდურესად მხდალია პირდაპირ კომუნიკაციაში.


ის არის “ქილერი” რომელსაც შეუძლია ხელი მოაწეროს მილიონი ადამიანის დახვრეტას წარბშეუხრელად, მაგრამ შინაგანად იმდენად სუსტია, რომ თუნდაც ერთი მსხვერპლისთვის თვალებში ჩახედვის საშინლად ეშინია…"- წერს პოლიტოლოგი სოციალურ ქსელში.


ცნობისთვის, 26 მაისისადმი მიძღვნილ ღონისძიებას მმართველი გუნდის ლიდერი არ ესწრებოდა, ვინაიდან ის ამ დღეს ბევრად უფრო მნიშვნელოვანი საქმით იყო დაკავებული, კერძოდ კი, ის სპორტდარბაზში ვარჯიშობდა და ირუჯებოდა.







წერს გია ხუხაშვილი.

0
817
1-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
817