x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
მონარქთა სასიყვარულო ურთიერთობების პიკანტური დეტალები - 10 ისტორიული ფაქტი, რომლის შესახებაც არ იცოდით

image


მმართველთა ყველა სასიყვარულო ისტორია როდი დასრულდა ზღაპრის მსგავსად: "და ცხოვრობდნენ ასე დიდხანს და ბედნიერად". როგორც წესი, ყველაზე ხშირად სამეფო კარის წარმომადგენელთა სასიყვარულო ისტორიები პირიქით სრულდება. თქვენ წინაშეა პრინცების, იმპერატორების, მეფეებისა და დედოფლების სიყვარულის ისტორიები სხვადასხვა ეპოქიდან.




ედუარდ VIII და უოლის სიმპსონი


image


ეს ისტორია იმის შესახებ მოგვითხრობს თუ როგორ მოუწია სიყვარულისა და ოჯახური ბედნიერებისთვის ედუარდ VIII-ს ტახტის დათმობა. დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის მეფეს მთელი გულით უყვარდა უოლისი, მაგრამ მასზე დაქორწინება არ შეეძლო, რადგან ის უკვე არაერთხელ იყო გათხოვილი, მაშინ მან ტახტზე უარი თქვა და ინგლისიდან საერთოდ წავიდა, შედეგად, შეყვარებულებმა ერთად ბედნიერი 40 წელი გაატარეს.




პრინცი ენდრიუ და სარა ფერგიუსონი


image


პრინცი ენდრიუ საზღვაო სამსახურის გამო დიდი ხნის განმავლობაში სახლს იყო მოწყვეტილი.მის ახალგაზრდა მშვენიერ მეუღლეს ფერგის კი არსებული მდგომარეობა და სრული მარტოობა მალევე მოწყინდა, ამიტომ გოგონამ გადაწყვიტა ქმრის მოლოდინი სხვა მამაკაცებთან შეხვედრითებით გაეფერადებინა, რის შესახებაც მალე ყველამ გაიგო. რა თქმა უნდა, ტახტის მემკვიდრეს არ შეეძლო მოღალატე ცოლთან ერთად ცხოვრება, ამიტომ 1992 წელს წყვილმა განქორწინების შესახებ განაცხადა, თუმცა მათ ურთიერთობა ოფიციალურად მხოლოდ 1996 წელს შეწყდა.





ჩარლზი და დიანა


image


პრინც ჩარლზისა და დიანას ქორწილს თვალს მთელი მსოფლიო ადევნებდა, თუმცა ცოტამ თუ იცოდა, რომ ეს ლამაზი დღესასწაული, რომელიც ერთი შეხედვით, ზღაპარს ჰგავდა სინამდვილეში მონეტის მხოლოდ ერთი მხარე იყო. ცოლ-ქმარი თავიდანვე არ შეეფერებოდნენ ერთმანეთს, ჩარლზი უფროსი იყო და კამილასთან ურთიერთობის შეწყვეტას არ აპირებდა. ამ ყველაფერს კი ორივეს მხრიდან მუდმივი ღალატი ახლდა თან. 1996 წელს კი დიდი ხნის ნანატრი განქორწინებაც შედგა.




დიანა და დოდი


image


პრინც ჩარლზთან განქორწინების შემდეგ დიანა ბედნიერი დიდხანს არ ყოფილა. 1997 წელს ის თავის საყვარელ მამაკაცთან, დოდი ალ-ფაიედთან ერთად საშინელ ავტოკატასტროფაში დაიღუპა. წყვილი საფრანგეთში გატარებული ერთობლივი შვებულებიდან დაბრუნდა და ლონდონისკენ მიემგზავრებოდა, როდესაც მათ ეს უბედურება შეემთხვათ.




კლეოპატრა და მარკუს ანტონიუსი


image


ეგვიპტის დედოფლისა და მარკუს ანტონიუსის სიყვარულის ისტორია ისეთივე ტრაგიკულია, როგორც რომეოსა და ჯულიეტასი. მას შემდეგ, რაც რომის პირველმა იმპერატორმა ეგვიპტეს ომი გამოუცხადა, კლეოპატრას შეყვარებულმა თავი მახვილით განიგმირა, დაჭრილი მხედართმთავარი კლეოპატრას მიჰგვარეს, რომელიც მის მკლავებში გარდაიცვალა. უნუგეშოდ დარჩენილმა დედოფალმა საყვარელი მამაკაცის კვალდაკვალ სიცოცხლე ასევე თვითმკვლელობით დაასრულა, ოქტავიანემ კი ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე ეგვიპტე რომის სამფლობელოებს შეუერთა.





კაროლინა მატილდა და იოჰან ფრიდრიხ სტრუენზე


image


დიდი ბრიტანეთის პრინცესა კაროლინა მატილდა კრისტიან VII- ზე გათხოვდა და დანიისა და ნორვეგიის დედოფალი გახდა. კავშირი მხოლოდ პოლიტიკური მიზნით იქნა გაფორმებული, მამაკაცი აბსოლუტურად გულგრილი იყო მეუღლის მიმართ, ისევე როგორც კაროლინა მის მიმართ. გარდა ამისა, მეფე ასევე ფსიქიკურადაც დაავადებული იყო, შედეგად, მისი ექიმი იოჰან ფრიდრიხ სტრუენზე ფაქტიურად რეგენტად იქცა, და მატილდას სწორედაც ის შეუყვარდა, თუმცა მათი ისტორია სევდიანად დასრულდა: მას შემდეგ რაც მათი რომანის შესახებ ყველამ შეიტყო, დედოფალი შვილებს დააშორეს და ჰანოვერში გადაასახლეს, რეგენტი კი სიკვდილით დასაჯეს.



შაჰ - ჯაჰანი და მუმთაზი


image


მუმთაზი სულთნის ყველაზე საყვარელი და პატივსაცემი მეუღლე იყო. ის ყოველთვის უსმენდა მას რთული პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღებისას და სამხედრო კამპანიების დროსაც ხშირად ახლდა თან. სწორედ საყვარელ მეუღლეს აუშენა ტაჯ - მაჰალის უზარმაზარი მარმარილოს მავზოლეუმი შაჰ - ჯაჰანმა, როდესაც ის მათი მე-14 შვილის გაჩენისას გარდაიცვალა.



ელისაბედ I და რობერტ დადლი


image


ინგლისის დედოფალი არასოდეს გათხოვილა, მაგრამ მთელი ცხოვრება მხოლოდ ერთი მამაკაცი - თავისი ბავშვობის მეგობარი რობერტ დადლი უყვარდა, ხოლო როდესაც მისი პირველი ცოლი გარდაიცვალა, ელისაბედმა ქორწილზე ფიქრი დაიწყო, მაგრამ მრჩევლებმა ეს დამთხვევად მიიჩნიეს და მონარქს ამ ნაბიჯის გადადგმა გადააფიქრებინეს, მიიჩნიეს რა რომ თავად დადლის შეეძლო ტახტის გულისთვის ცოლის სიკვდილისთვის გაწირვა.




ნაპოლეონი და ჟოზეფინა


image


მიუხედავად იმისა რომ ისინი მთელი ქორწინების განმავლობაში ერთმანეთს რეგულარულად ღალატობდნენ, ერთმანეთს მაინც მარადიულ სიყვარულს ეფიცებოდნენ და გულწრფელად სჯეროდათ, რომ მათი გრძნობები სუფთა და უმწიკვლო იყო. წყვილი ერთმანეთს მხოლოდ იმიტომ დაშორდა, რომ ჟოზეფინა დე ბოარნემ იმპერატორს მემკვიდრე ვერ გაუჩინა. განშორების შემდეგაც კი, ნაპოლეონი რეგულარულად წერდა მას, სიკვდილის წინ კი სწორედ მისი სახელი წარმოთქვა.




მეფე ალექსანდრე I და დედოფალი დრაგა


image


ეს საშინელი სიყვარულის ისტორია მე-20 საუკუნის სერბეთში განვითარდა. მეფე ალექსანდრე I-მა გადაწყვიტა დედის ყოფილ სეფექალზე დაქორწინებულიყო, რომელიც მასზე 12 წლით უფროსი იყო. მეფე მშვენივრად ხვდებოდა, რომ სამეფო კარი და ხალხი მის ამ საქციელს არ დააფასებდა, რადგან მემკვიდრის გაჩენის შანსი მცირე იყო, მაგრამ გარშემომყოფების კიდევ უფრო დიდი აღშფოთება მან დრაგის უმცროსი ძმის სავარაუდო მმართველად დასახელის გამო გამოიწვია. შედეგად, შეთქმულების მონაწილეებმა სახელმწიფო გადატრიალება დაგეგმეს და განახორციელეს. მეფე და მისი ახალგამომცხვარი ცოლი სასტიკად მოკლეს და დასახიჩრებულები სასახლის ბაღში გადაყარეს.







0
193
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
193