x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
ჯორჯ ფლოიდის სიკვდილი ნარკოტიკებმა გამოიწვია-ექსპერტიზის დასკვნა
image

ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალებიდან ზუსტად სამი წლის შემდეგ ამერიკულმა მედიამ მისი გაკვეთის შედეგები გამოაქვეყნა. დოკუმენტების თანახმად, სამედიცინო ექსპერტები ამერიკული ოლქის ჰენეპინიდან მივიდნენ დასკვნამდე, რომ მოძრაობა Black Lives Matter-ის კუმირი საერთოდ არ მომკვდარა "დაუნდობელი რასისტი პოლიციელის" ქმედებით, რომელმაც დაკავების დროს ტროტუარზე თავზე მუხლი დააჭირა, არამედ ბანალური დოზის გადაჭარბებით, უფრო სწორედ, ბოროტად გამოყენებული ამფეტამინით გამოწვეული ორგანიზმის ცუდი მდგომარეობით.


საერთაშორისო ექსპერტების დასკვნაში ნათქვამია, რომ ფლოიდის სისხლში დიდი რაოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკი აღმოჩნდა. ეს არის ფენტანილის წარმოებულები, კანაბინოიდები, ამფეტამინი და მრავალი სხვა (იხილეთ სურათი). მაგრამ ექიმებმა ვერ აღმოაჩინეს სერიოზული დაზიანებები, რასაც შეეძლო სიკვდლის გამოწვევა.

image


image

შეგახსენებთ, რომ პოლიციელ დერეკ შოვინს, რომელსაც ფლოიდის თავი ტროტუარზე მუხლით თითქმის 9 წუთის განმავლობაში ეჭირა, 22, 5 წლით პატიმრობა მიუსაჯეს. რა თქმა უნდა პოლიციელის ბედზე იმოქმედა აშშ და სხვა ქვეყნებში აზვირთებულმა მოძრაობამ.


სასამართლომ ყოფილი პოლიციელი დამნაშავედ ცნო განზრახ მკვლელობაში. იმოქმედებს თუ არა გამოქვეყნებული დოკუმენტები დერეკ შოვინის ბედზე, ჯერჯერობით უცნობია.



შეგახსენებთ, 2020 წლის 25 მაისს, კრიმინალი ჯორჯ ფროიდი(მანამდე 8 ჯერ იყო დაკავებული სხვადასხვა დანაშაულისთვის, მათ შორის ნარკოტიკები, ქურდობა და უკანონო შეჭრა)სავარაუდო ყალბი 20 დოლარიანი კუპიურის გამოყენების გამო დააკავეს, რა დროს პოლიციელის მხრიდან სასტიკი მოპყრობის შემდეგ გარდაიცვალა.


ამ ფაქტმა დიდი რეზონანსი გამოიწვია ამერიკის შეერთებულ შტატებსა და მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში.Black Lives Matter-ის ფარგლებში(2013 წელს დაფუძნებული ორგანიზაცია, რომელიც შავკანიანთა სიცოცხლის უფლებას იცავს) ათასობით ადამიანი მომხდარის გასაპროტესტებლად ქუჩაში გამოვიდა.

image

image

1
283
5-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
283
  
2023, 27 მაისი, 23:06
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1