ვარსკვლავები არც სინდისი, არც მორალი. ვარსკვლავები, რომლებმაც თავიანთი სითამამით ყველა შოკში ჩააგდეს 2023, 27 მაისი, 12:14 სელებრითები თაყვანისმცემლების გაოცებას, როგორც წესი, "შიშველი" კაბების საშუალებით ახერხებენ. ეს შესანიშნავი ვარიანტია მათთვის, ვისაც ყურადღების მიპყრობასთან ერთად მაყურებლის შოკში ჩაგდებაც სურს. სამწუხაროდ, ასეთი კაბები კომფორტული ყოველთვის არ არის, ხოლო იმისთვის რომ ნაბიჯის გადადმით სრულიად სამყაროს თქვენი სხეულის ყველა "ღირსება" არ დაანახოთ, დიდი ძალისხმევაა საჭირო. სწორედ დღევანდელ სტატიაში გავარკვევთ რომელი სელებრითი გამოირჩევა განსაკუთრებული გაბედულობით და რომელი მათგანი არ ამბობს "შიშველი" კაბების ტარებაზე თითქმის არასდროს უარს.ბიონსეყოველწლიურ "Met Gala"-ას მეჯლისზე, რომელიც ნიუ-იორკის მეტროპოლიტენის ხელოვნების მუზეუმში იმართება, პოპულარული მომღერალი "ჟივანშის" თამამი კაბით გამოცხადდა. არენბის ვარსკვლავმა შიშველ სხეულზე გრძელი, გამჭირვალე კაბა მოირგო, რომელსაც პიკანტურ ადგილებს მძივები და ქვები უფარავდა. პოპ - მომღერალი წითელ ხალიჩაზე მართლაც რომ შთამბეჭდავად და მდიდრულად გამოიყურებოდა.ემბერ როუზიცნობილი ამერიკელი მსახიობი და მოდელი ემბერ როუზი MTV - ის დაჯილდოებაზე უკონკურენტო იყო - გოგონას გაშიშვლების იმდენად დიდი სურვილი ჰქონდა, რომ მან სამოსზე პრაქტიკულად უარი თქვა და დამსწრე საზოგადოების წინაშე პირდაპირ ჯაჭვებით დამზადებული ბიუსტჰალტერით წარსდგა.რიტა ორარიტა ორას შავი, გამჭვირვალე კაბა, გაუმჭირვალე ჩანართებით უხერხულ მდგომარეობაში იმათაც კი აგდებდა, ვინც ამას ეკრანიდან უმზერდა. ასეთ უხერხულ კაბაში გამოწყობილ ბრიტანელ მომღერალს მთელი საღამოს განმავლობაში დიდი ძალისხმევა დასჭირდა რომ საზოგადოებისთვის რაიმე ზედმეტი არ ეჩვენებინა.რიანამომღერალი ნიუ-იორკში "CFDA Fashion Awards" 2014-ის დაჯილდოების ცერემონიაზე დიზაინერ ადამ სალმანის ჩაცმულობით გამოჩნდა. გამჭირვალე კაბა, რომელიც ბარბადოსელი ლამაზმანის იდეალურ სხეულს მთლინად აშიშვლებდა, საუკეთესო ბადისგან და 216 000 სვაროვსკის კრისტალით იყო გაფორმებლი.ირინა შეიკი"კანის" კინოფესტივალზე 37 წლის ირინა შეიკის გამოჩენამ საზოგადოება შოკში ჩააგდო. "Victoria's Secret"-ის ყოფილი "ანგელოზი" ბრაზილიელი რეჟისორის კარიმ აინოზის ფილმის ჩვენებისას წითელ ხალიჩაზე შავის ფერის პრინტიან ტყავის კოსტიუმში გამოჩნდა. ორლენტიანი ტოპი და დაბალწელიანი ქვედაბოლო ფანტაზიის ადგილს არავის უტოვებდა.ჯენიფერ ლოპესიჯენიფერ ლოპესმა "Billboard Latin Music Awards"-ზე ჯულიენ მაკდონალდის შავი, გამჭვირვალე კაბა მოირგო. "სექსუალურობა, ქალურობა, გაბედულება - აი, რა აღმოაჩინა მან ამ კაბაში", - განაცხადეს მომღერლის სტილისტებმა. ალბათ, დამეთანხმებით რომ ყველაზე დახვეწილი საცვლებიც კი, აქ უადგილო იქნებოდა.ბელა ჰადიდირაც შეეხება ბელა ჰადიდს მას კი ნამდვილად გაუჭირდა. 2016 წელს "კანის" კინოფესტივალზე ტოპ-მოდელი Alexandre Vauthier Couture-ის აბრეშუმის, თამამ, წითელ კაბაში გამოჩნდა, რითიც ყველა სტუმარი ერთნაირად მოხიბლა, თუმცა ღრმა ჭრილმა მოდელს კაბის ქვეშ საცვლების ჩაცმის საშუალება არ მისცა, რაც მისთვის ერთგვარ უხერხულობადაც კი იქცა: სიარული და მით უმეტეს კიბეებზე ასვლა - ჩასვლა მოდელისთვის ნამდვილ გამოწვევად იქცა.კიმ კარდაშიანი"ბალმეინის" კოლექციის ჩვენებისას კიმმა საზოგადოების ყურადღება კვლავ მიიპყრო, გამოჩნდა რა კაბაში, რომელიც მის იდეალურ სხეულს უფრო აშიშვლებდა, ვიდრე ფარავდა.იგი აზალია2013 წელს დამწყები მომღერალი იგი აზალია "MTV Video Music Awards"-ის წითელ ხალიჩაზე საჭირო ადგილებზე გამჭვირვალე ნაქარგებიანი ყვითელი კაბით გამოჩნდა, რითიც დამსწრე საზოგადოების ყურადღება მიიქცია.კენდალ ჯენერიტოპ-მოდელი "Met Gala"-ზე მოშიშვლებული ზურგითა და პიკანტური ჭრილის "La Perla"-ს შავ, კრისტალებიან ნახევრად "შიშველ" კაბაში მართლაც რომ თვალისმომჭრელად გამოიყურებოდა.314 შეფასება არ არის |