საზოგადოება "პრეტენზიები მოთოკოს, სანამ ვაჭამე სათითაოდ და ვაფურთხებინე მაგ უნიჭო შურიანს" - ვისზე საუბრობს თამარ ჩერგოლეიშვილი 27 მაისი, 9:39 სამოქალაქო აქტივისტისა და "პარტიზანული მებაღეობის" დამფუძნებლის ნატა ფერაძის საქციელით აღშფოთებული "ამომრჩეველთა განათლების საზოგადოების" (VES) დამფუძნებელი, თამარ ჩერგოლეიშვილი "ფეისბუქის" პირად გვერდზე პოსტს ავრცელებს და წერს:"ნატა ფერაძეს გადაეცით რომ 6 წელია (მთელი მისი არსებობის მანძილზე) ევროპული საქართველო 26 მაისს აღნიშნავს რუსთაველის ძეგლთან - გამოფენით.ახლა მეც მივალ და მანამდე პრეტენზიები მოთოკოს ჩვენს სტაფთან, სანამ მისი პრეტენზიები ვაჭამე სათითაოდ და ვაფურთხებინე მაგ უნიჭო შურიანს". - ვკითხულობთ "ტაბულას" დამფუძნებლის ფეისბუქპოსტში.შეგახსენებთ, რომ თამარ ჩერგოლეიშვილსა და ნატა ფერაძეს შორის დაპირისპირება 26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიებებისთვის შერჩეულ ერთსა და იმავე ადგილს მოჰყვა. "ტაბულას" დამფუძნებლის თქმით, ისინი ყველა აქტივობას ყოველთვის რუსთაველის ძეგლის მიმდებარე ტერიტორიაზე აწყობენ, ასე მოხდა დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნასთან დაკავშირებითაც, როცა ამავე ადგილას სამოქალაქო აქტივისტმა, ნატა ფერაძემ აქცია გამართა და "ევროპული საქართველოს" მიერ მოწყობილი გამოფენა გააპროტესტა:"მიადგა ადამიანებს და ეუბნება აქ აქცია მაქვს და ნუ დგახართო - ცუდად იქცევითო.
|