x
მეტი
  • 19.07.2024
  • სტატია:136045
  • ვიდეო:351963
  • სურათი:510305
"პრეტენზიები მოთოკოს, სანამ ვაჭამე სათითაოდ და ვაფურთხებინე მაგ უნიჭო შურიანს" - ვისზე საუბრობს თამარ ჩერგოლეიშვილი

image


სამოქალაქო აქტივისტისა და "პარტიზანული მებაღეობის" დამფუძნებლის ნატა ფერაძის საქციელით აღშფოთებული "ამომრჩეველთა განათლების საზოგადოების" (VES) დამფუძნებელი, თამარ ჩერგოლეიშვილი "ფეისბუქის" პირად გვერდზე პოსტს ავრცელებს და წერს:


"ნატა ფერაძეს გადაეცით რომ 6 წელია (მთელი მისი არსებობის მანძილზე) ევროპული საქართველო 26 მაისს აღნიშნავს რუსთაველის ძეგლთან - გამოფენით.


ახლა მეც მივალ და მანამდე პრეტენზიები მოთოკოს ჩვენს სტაფთან, სანამ მისი პრეტენზიები ვაჭამე სათითაოდ და ვაფურთხებინე მაგ უნიჭო შურიანს". - ვკითხულობთ "ტაბულას" დამფუძნებლის ფეისბუქპოსტში.


შეგახსენებთ, რომ თამარ ჩერგოლეიშვილსა და ნატა ფერაძეს შორის დაპირისპირება 26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიებებისთვის შერჩეულ ერთსა და იმავე ადგილს მოჰყვა. "ტაბულას" დამფუძნებლის თქმით, ისინი ყველა აქტივობას ყოველთვის რუსთაველის ძეგლის მიმდებარე ტერიტორიაზე აწყობენ, ასე მოხდა დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნასთან დაკავშირებითაც, როცა ამავე ადგილას სამოქალაქო აქტივისტმა, ნატა ფერაძემ აქცია გამართა და "ევროპული საქართველოს" მიერ მოწყობილი გამოფენა გააპროტესტა:


"მიადგა ადამიანებს და ეუბნება აქ აქცია მაქვს და ნუ დგახართო - ცუდად იქცევითო.


ეგ ავადმყოფი! 6 წელია 26 მაისს მანდ ვდგავარ.
ქოცებმაც კი იციან რომ ჩვენი ადგილია. ლამაზია ჩვენი გამოფენა, ყურადღებას იპყრობს და ჰგონია მას აკლდება.

იპოზიორონ!


პრეტენზიები გადაყლაპონ სანამ
მოვსულვარ, თორემ რაც უნდა ის ქნან, თუ უნდათ ჩაიცვან პოსტერები.


არ ვიცი, მე საერთოდ არ მიშლის ეგ ს@რი.
მკიდია.
მაგას აკლდება ყურადღება და ეგ ღელავს.


image

აი ეს გვაქვს გამოფენილი და ხალხი ათვალიერებს, და რატომღაც ეს უშლის ნატა ფერაძის მარშს ხელს!
ავადმყოფი შურიანის გარდა, ამას ვინ იტყვის.
არავის მარში ხელს არ მიშლის 26 მაისს.
და ზოგადად, ეროვნულ დღესასწაულზე ადგილის მისაკუთრების პრეტენზია არის ისეთი ქაჯობა, მაგას ჯობია ჟღვლინტები ჭამოს."- არ ცხრებოდა ნატა ფერაძის "თავხედობით" აღშფოთებული "ამომრჩეველთა განათლების საზოგადოების" (VES) დამფუძნებელი თავისივე პოსტის ქვეშ კომენტარებში.










0
683
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
683