x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
გემზე მხოლოდ 3–ჯერ იყო... და ისტორიაში მეზღვაურის სახელით შევიდა

ენრიკე პორტუგალიელი (1394 - 1460), რომელიც უფრო მეტად, ჰენრიხ მეზღვაურის სახელით არის ცნობილი, პორტუგალიის მეფის ჟუან I შვილი იყო. მეფის 9 შვილი ჰყავდა, ენრიკე კი მესამე იყო. ეს ადამიანი, მიუხედავად იმისა, რომ "მეზღვაურის" სახელით არის ცნობილი, ზღვაში სულ 3-ჯერ იყო და გემით 600 მილზე ნაკლები ჰქონდა გავლილი. აღმოჩენითაც, განსაკუთრებული არაფერი აღმოუჩენია, მაგრამ დიდი აღმოჩენების ისტორიაში, მისი სახელი მაინც ფიგურირებს...


image


ამ ადამიანის ბედი და საქმიანობა, იმ დროს (XV ს. დასაწყისი) პორტუგალიაში შექმნილმა მდგომარეობამ განსაზღვრა. ჰენრიხ მეზღვაურის მამა, ჟუანი I პორტუგალიის მეფის პედრო I უკანონო შვილი იყო. ამ უკანასკნელის სიკვდილის შემდეგ, პორტუგალიის ტახტზე მისი კანონიერი მემკვიდრე ფერნანდო I ავიდა, რომელსაც მხოლოდ ერთი შვილი, ბიატრისი ჰყავდა. მეფის გარდაცვალების შემდეგ (1383წ.), მისი ერთადერთი მემკვიდრე კასტილიის მეფეს, ხუან I მიათხოვეს, რის გამოც პორტუგალია კასტილიის პროვინციად გადაქცევის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. ამის გამო, გარდაცვლილი მეფის ნათესავებს შორის, დაპირისპირება დაიწყო, რამაც ქვეყანა ანარქიაში ჩაითრია. ბოლოს, ყველაფერი იმით დამთავრდა, რომ 1385 წ. პორტუგალიელი დიდგვაროვნები შეიკრიბნენ და მეფედ, გარდაცვლილი მეფის უკანონო შვილი, ჟუანი გამოაცხადეს. ეს რომ კასტილიის მეფემ გაიგო, ლისაბონში ჯარით შეიჭრა და ჟუან I ტახტიდან ჩამოაგდო. ამის შემდეგ, ჟუანმა შეკრიბა ჯარი, ინგლისელებიც დაიხმარა და კასტილიელები დაამარცხა.

იმ დროს, კასტილიის მხარეს ფრანგები იბრძოდნენ. ეს ბრძოლა დაპირისპირებულ მხარეებს შორის, კიდევ დიდ ხანს გაგრძელდებოდა, 1390 წ. ხუან I რომ არ გარდაცვლილიყო. მას ბიატრისისგან მემკვიდრე არ დარჩენია, ამიტომ ჟუან I მშვიდ გარემოში, დაპირისპირების და ომის გარეშე, გააგრძელა პორტუგალიის მართვა. მან ყოველგვარ საომარ მოქმედებაზე თქვა უარი და მთელი ყურადღება ქვეყნის ეკონომიკაზე გადაიტანა. ერთადერთი გამონაკლისი, ქ. სეუტი იყო ჩრდ. აფრიკის სანაპიროზე, სადაც 1415 წ. ჟუან I ჯარები გაგზავნე. ამის მიზეზი კი ის იყო, რომ ქვეყანა რთულ მდგომარეობაში იმყოფებოდა. მას ფაქტობრივად, არცერთი მიმართულებით არ ჰქონდა გასაქანი: მის აღმოსავლეთით, კასტილია იყო და მასთან კონფლიქტი აღარ უნდოდა. ხმელთაშუა ზღვის სავაჭრო გზებს, არაბები და ზღვის სანაპირო ზოლში მდებარე, ქვეყნები აკონტროლებდნენ. ჩრდილოეთში, ჰოლანდიელების, ინგლისელების და ფრანგების გავლენის სფეროები იყო, ქვეყნის დასავლეთით – უკიდეგანო ოკეანე. ასე, რომ, დარჩა მხოლოდ სამხრეთის მიმართულება ანუ აფრიკის დას. სანაპირო. იმისთვის, რომ პორტუგალიას ამ სანაპიროზე კონტროლი დაემყარებინა, მავრების (მუსულმანი არაბები და ბერბერები) ციხე-სიმაგრე, სეუტი უნდა აეღო. მთავარსარდლად მეფემ თავისი შვილი, ენრიკე დანიშნა და 30 000 კაციანი ჯარით აფრიკაში გაუშვა.

პირველი გმირობა ენრიკემ 21 წლის ასაკში ჩაიდინა, როდესაც ქ. სუეტი აიღო. მაგრამ, ყველაზე ფასეული, რაც ამ ომის შემდეგ მან მიიღო, იყო ინფორმაცია, რომელიც მას, მავრებისგან გათავისუფლებულმა ქრისტიანმა ვაჭრებმა მიაწოდეს. მათი თქმით, ატლასის მთების იქით, საჰარის უდაბნოს გადაღმა, პალმებიანი ქვეყანა – სენეგალი იყო, სადაც მდინარეს ოქრო "მოჰქონდა", ხოლო ადგილობრივი ბატონები ამ ოქროს გარდა, შავკანიანი მონებითაც ვაჭრობენო.

სამშობლოში დაბრუნებული ენრიკე, თავის საგრიშის ციხე-სიმაგრეში, გამუდმებით ვაჭრების მონაყოლზე ფიქრობდა და თავის ფიქრებში, ის იმ ქვეყნამდე, მისვლას გემით აპირებდა. ამის შემდეგ, ის აფრიკის შემოვლას და ქრისტიანულ ეთიოპიასთან სავაჭრო ურთიერთობის დამყარებას გეგმავდა. ხოლო შორეულ პერსპექტივაში, ინდოეთისაკენ მიმავალი გზის აღმოჩენაზეც ფიქრობდა. მისი მოთხოვნით, 1431 წ. ლისაბონის უნივერსიტეტის სასწავლო პროგრამაში, ასტრონომია და მათემატიკა შეიტანეს, ხოლო 1438 წ. საგრიშის კონცხზე საზღვაო აკადემია დააარსა, რომლის კარი ყველა მსურველისთვის ღია იყო, ეროვნების და რწმენის განურჩევლად, რაც იმ პერიოდში, დიდ იშვიათობას წარმოადგენდა. დროთა განმავლობაში, აკადემია ნამდვილ სამეცნიერო ცენტრად იქცა, რომელშიც მეზღვაურების გარდა, კარტოგრაფები და ასტრონომები მუშაობდნენ.
სეუტის ციხე-სიმაგრის აღების შემდეგ, ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდიოდა. პორტუგალიელები აფრიკის სანაპიროს სამხრეთისკენ გაუყვნენ და კანარის კ-ბი და კ. მადეირა ხელმეორედ აღმოაჩინეს (ამ კუნძულების არსებობის შესახებ, ჩრდილო აფრიკელებმა უკვე იცოდნენ). თავად ენრიკე მონაწილეობას, მხოლოდ ექსპედიციების დაგეგმვაში და ორგანიზებაში იღებდა. ის სახელმწიფო საქმეებს იმიზეზებდა და ზღვაში არასოდეს გადიოდა. როგორც აღვნიშნეთ, ის ცხოვრების მანძილზე, ღია ზღვაში სულ 3-ჯერ იყო. პირველად 150 მილი გაიარა, სეუტამდე რომ მისულიყო და ბოლოს, სიკვდილამდე, ცოტა ხნით ადრე.


image


მისი პირველი კაპიტანი და ექსპედიციის ხელმძღვანელი ჟილ ეანიში იყო, მეაბჯრე და უახლოესი მეგობარი. მაგრამ, ექსპედიციისთვის ხალხის მოგროვება ადვილი არ იყო. მეზღვაურებს ზღვის ურჩხულის ეშინოდათ, რომელიც, თითქოს და, ბოჯადორი კონცხთან ბინადრობდა და გემებს მაგნიტივით იზიდავდა. აფრიკის სანაპირო ზოლი კლდოვანი იყო და შუა საუკუნეებში, აღნიშნული კონცხის სამხრეთით, ჯერ არავინ იყო ნამყოფი.

ამას გარდა, ექსპედიციის ორგანიზებას, ხელს მეორე პრობლემაც უშლიდა. სამხრეთისაკენ მიმავალ გემებს, საჰარის დაუსახლებელი სანაპირო უნდა გაევლოთ. ასე, რომ, მეზღვაურებს ფულიც რომ ჰქონოდათ, ვერც წყალს და ვერც სანოვაგეს ვერ იშოვიდნენ. ამიტომ, ხშირ შემთხვევაში, მათ აყროლებული წყლის სმა და ფქვილად ქცეული, ჭიანი და მატლიანი პურის ჭამა უხდებოდათ, რასაც ყველა ვერ უძლებდა და გზაში, წყურვილით, შიმშილით და ავადმყოფობით იღუპებოდნენ. მიუხედავად ყველაფრისა, პრინცი ენრიკეს მიერ გაგზავნილმა ექსპედიციის წევრებმა, შეძლეს და 1434 წ. ბოჯადორის კონცხს შემოუარეს. სწორედ მაშინ მიიღო ენრიკემ ჰენრიხ მეზღვაურის "ტიტული". ხოლო, კონცხის შემოვლის შემდეგ, მის მიერ ორგანიზებულმა ექსპედიციის მონაწილეებმა, სენეგალამდეც ჩააღწიეს. მაგრამ, იქ მდინარე არ დახვდათ, რომლის წყალსაც, ინფორმაციის თანახმად, "ოქრო მოჰქონდა".

აფრიკის სანაპიროს ექსპედიციები, ძალიან ძვირი ჯდებოდა და 30 წლის მანძილზე, არანაირი სარგებლობა არ მოუტანია არც ქვეყნისთვის და არც სამეფო ხაზინისთვის. ამ ხნის მანძილზე, პორტუგალიელებმა რამდენიმე უკაცრიელი კუნძული აღმოაჩინეს ატლანტის ოკეანეში და აფრიკის სანაპიროს დაუსახლებელი ტერიტორიები მოინახულეს და აი, 1443 წ. კ. არგუინის სანაპიროებთან, ექსპედიციის მონაწილეებმა, თითქმის შიშველი, ადგილობრივი მეზღვაურები შენიშნეს. მათ 30 მეთევზე დაიჭირეს და ლისაბონში ძალიან ძვირად გაყიდეს. მომდევნო წელს, ისევ იმ სანაპიროდან პორტუგალიაში, ჯერ 165, ხოლო შემდეგ, 235 მონა ჩაიყვანეს და პრინცი ენრიკე, რომელსაც ვაჭრები და დიდგვაროვნები უგუნურ მფლანგველს ეძახდნენ, – გმირად იქცა...

ამის შემდეგ, აფრიკის სანაპიროებზე ექსპედიციების ორგანიზება დაიწყო, რომლებიც 1-2 გემისგან კი არა, უკვე ათობით გემებისგან შედგებოდა. ყოველ ექსპედიციას, სპონსორებისთვის, 800%-იანი მოგება მოჰქონდა. XVI საუკუნის დასაწყისისთვის, ევროპაში, 150 000-მდე აფრიკელი მონა იყო გაყიდული, რომლებიც, ძირითადად, დიდგვაროვნების სახლებში მუშაობდნენ. ხოლო, სენეგალის სანაპიროსთან, ყველაზე დიდი მონათა ბაზარი დაარსდა, რომელმაც 4 საუკუნის მანძილზე იარსება.


image


რაც შეეხება აღმოჩენებს, პორტუგალიელები იმ ტემპით მიიწევდნენ სამხრეთისაკენ, რა ტემპითაც პოტენციური მონები გარბოდნენ. როგორც კი ხმა გავრცელდებოდა სანაპიროზე თეთრი ადამიანების გამოჩენის შესახებ, ადგილობრივი მაშინვე ტყეში გარბოდნენ, თუ მათი ჩამოსვლის მიზეზი იცოდნენ. ამიტომ, ევროპელები იძულებულები იყვნენ სამხრეთისაკენ, ჯერ კიდევ აუთვისებელი სანაპიროებისკენ წასულიყვნენ.

თავად ჰენრიხ მეზღვაური მონებით არ ვაჭრობდა, მაგრამ ამ ვაჭრობით მიღებული შემოსავლის ნაწილი სამეფო ხაზინაში ირიცხებოდა, რომლიდანაც მისი ექსპედიციები ფინანსდებოდა. ამიტომ, ის მონებით ვაჭრობაზე თვალს ხუჭავდა და საერთოდ, არაფერს ამბობდა. მაგრამ, მიუხედავად ამისა, მისმა მეზღვაურებმა ვერც აფრიკას შემოუარეს და ვერც ინდოეთისკენ მიმავალი გზა აღმოაჩინეს...


image

არხის სხვა სიახლეები:


* ჰიტლერის წარმომავლობის ებრაული "ხაზი"

* საინტერესო ფაქტები, რუბრიკიდან – "აქეთურ – იქითური" (X ნაწილი)

* დააჯამეთ თქვენი ტელეფონის ნომრის ციფრები და გაიგეთ, რა გავლენას ახდენს ის თქვენს ბედ–იღბალზე



1
326
2-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
326
  
2023, 30 მაისი, 23:31
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სექსის გაცნობის საუკეთესო საიტზე --- www.Top24.pw
0 1 1