x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
"25 წლის ბიჭი გურჯაანში მოტყუებით ჩაიყვანეს, ქვა ჩაარტყეს, მოკლეს და შემდეგ ჭა ქვებითა და ბეტონით ამოავსეს" - შსს
image4 თვის წინ გაუჩინარებული რუსთაველი ბიჭი, 25 წლის გიორგი მირზაშვილი კახეთში იპოვეს მოკლული.


ახალგაზრდა ბიჭი გურჯაანის მუნიციპალიტეტში მოკლეს, შემდეგ კი ჭაში ჩააბეტონეს.


ბიჭს სავარაუდო დამნაშავეებთან წარსულში უთანხმოება ჰქონდა, ის კახეთში მოტყუებით ჩაიყვანეს, შემდეგ კი თავის არეში ქვის ჩარტყმით მოკლეს.


ბრალდებულმა 4 თვის შემდეგ დანაშაული თავად აღიარა.



ფაქტთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2 ადამიანი დააკავა.


"შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციისა და კახეთის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1999 წელს დაბადებული გ.ს. და 1996 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი უ.ბ. ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.


დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა მიმდინარე წლის ინვარში, ნაცნობი 1997 წელს დაბადებული გ.მ. ქალაქ რუსთავიდან გურჯაანის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, გ.ს.-ს სახლში წაიყვანეს. ბრალდებულებმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე წარმოქმნილი კონფლიქტისას გ.მ. მოკლეს, რის შემდეგაც კვალის დაფარვის მიზნით ცხედარი სოფლის მოშორებით, ჭაში ჩააგდეს, ჭა ქვებითა და ბეტონით ამოავსეს.


სამართალდამცველებისთვის გ.მ.- ს გაუჩინარების შესახებ ცნობილი მიმდინარე წლის 22 მაისს გახდა. ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, პოლიციამ გ.ს. და უ.ბ. ბრალდებულის სახით დააკავა.


გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის "ი" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ჯგუფურად ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს" - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

image

"ვინ გაგიმეტა გიო ასე სასტიკად, ნათელი და სანთელი შენს ლამაზ სულს"


"ნათელში იყოს შენი ლამაზი სული...მუდამ ჩემს გულში იქნები გიუნა"


"შემზარავი ამბავია, ასე ადამიანის გამეტება არ ვიცი"


"ღმერთო რა უსამართლობაა"


"მშვიდად განისვენე იმიერ საქართველოში გიო ????????დასანანი და დაუჯერებელია ეს ყველაფერი, უფალს ებარებოდე"


"რა სამწუხაროა არ გაიხაროს ვინც ეს ჩაიდინა"-წერენ კომენტარებში გარდაცვლილის ახლობელ-ნაცნობები.

6
810
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
810
  
2023, 30 მაისი, 23:36
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სექსის გაცნობის საუკეთესო საიტზე --- www.Top24.pw
2023, 27 მაისი, 23:07
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2023, 27 მაისი, 1:11
ეს რა საჯიშე ბიჭი მოუკლავთ! გონჯებს რჩება ქვეყანა! არ გაიხაროს შენმა მივლელმა 100წლ იცოცხლოს და სიმწრით ყოველ წამს ტკივილსგან სიკვდილს ნატრობდეს!
2023, 26 მაისი, 23:31
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2023, 26 მაისი, 23:23
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2023, 26 მაისი, 21:38
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 6