x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
დააჯამეთ თქვენი ტელეფონის ნომრის ციფრები და გაიგეთ, რა გავლენას ახდენს ის თქვენს ბედ–იღბალზე

ნუმეროლოგიის თანახმად, ციფრები მხოლოდ ჩვენს ხასიათზე კი არ მოქმედებენ, არამედ, იმ მოვლენებსაც განსაზღვრავენ, რომელიც ჩვენს ირგვლივ ხდება. შესაძლებელია, თქვენი ტელეფონის ნომერი იყოს იმის მიზეზი, რომ ბიზნესში წარმატებას ვერ მიაღწიეთ, ან პირადი ცხოვრება არ აგეწყოთ... გაიგეთ, რა შინაარსის მატარებელია თქვენი ტელეფონის ნომერი და თითოეული ციფრი.


image


იმისთვის, რომ საკუთარი ტელეფონის ნუმეროლოგიური ნომერი განსაზღვროთ, უნდა შეკრიბოთ მისი ყველა ციფრი და მიღებული შედეგის ციფრები დააჯამოთ. მაგ., 557 24 40 11 ნომრის (ნომერი მოგონილია) ნუმეროლოგიური ნომერი იქნება: 5+5+7+2+4+4+0+1+1=29; 2+9=11; 1+1=2
ამ მარტივ ციფრს (ამ შემთხვევაში – 2-ს), გარკვეული აზრი და დატვირთვა გააჩნია და ის, ნუმეროლოგიის მიხედვით, ჩვენს ბედ-იღბალზე მოქმედებს.


აეცანით თითოეული ნომრის მნიშვნელობას:


1 – საუკეთესო ნომერია ბიზნესმენების და კარიერისტებისთვის. თუმცა, არც ისე იღბლიანია მათთვის, ვინც თავის მეორე ნახევრის ძიებაშია.


2 – ეს ნომერი რომანტიზმის მატარებელია და იდეალურად ერგება ადამიანებს, ვინც სიყვარულზე ოცნებობს და ასევე, კარგია ვაჭრობის სფეროს წარმომადგენლებისთვის.


3 - მწერლებისთვის და იმ ადამიანებისთვის არის, ვისი სამუშაოც ამბების შეთხზვას უკავშირდება. მაგრამ, თუ პიროვნება ამბიციურია და გარკვეული მიზანი აქვს, უმჯობესია, სხვა ნომერი აირჩიოს.


4 – სტაბილურობის და საიმედოობის ნომერია და ამიტომ, რეკომენდებულია იმ ადამიანებისთვის, ვინც საბანკო სექტორთან ან ისეთ ორგანიზაციებთან არის დაკავშირებული, რომლის საფუძველი ნდობაზე და რეპუტაციაზე არის აგებული. ამ ნომრის არჩევა დიდი ოჯახის მქონე ადამიანებსაც შეუძლიათ.


5 – ამ ნომრის მფლობელები ნებისმიერ რამეს უნდა ელოდონ ცხოვრებისგან. შეიძლება ითქვას, რომ ის მარტოხელა, თავისუფლების და მოგზაურობის მოყვარული ადამიანებისთვის არის რეკომენდებული.


6 – საუკეთესო ნომერია დაოჯახებული ადამიანებისთვის. კარგია ის ბიზნესით დაკავებულებისთვისაც. ხოლო, მათ, ვინც მეორე ნახევარს ეძებს, უკეთესია, თუ სხვა ნომერს აირჩევენ.


7 – ძალიან ძლიერი და გარკვეულწილად, მაგიური ნომერია, რომელიც მოსწავლეებისთვის და მოაზროვნეებისთვის არის რეკომენდებული.


8 – ძალიან იღბლიანი ნომერია ბიზნესმენებისთვის, – ის ფულს მაგნიტივით იზიდავს. 8-იანი კარგია ამბიციური ადამიანებისთვის, რადგან დადებითად მოქმედებს კარიერაზე და ფინანსურ მდგომარეობაზე.


9 – ეს ერთ-ერთი ყველაზე ბედნიერი ნომერია! მისი მფლობელები ხშირად ხდებიან ფორტუნის რჩეულები. მაგრამ, ის ამავდროულად, არ არის რეკომენდებული მათთვის, ვისაც პრობლემები აქვს ჯანმრთელობასთან დაკავშირებით.

image

არხის სხვა სიახლეები:


* რომის "მხარდაჭერით დაბადებული" დიქტატორი და ფაქტი, რომელზეც ჰიტლერს საუბარი არ უყვარდა

* საინტერესო ფაქტები, რუბრიკიდან – "აქეთურ – იქითური" (IX ნაწილი)

* მითები ჩვენი პლანეტის შესახებ, რომლისაც ზოგიერთს ჯერ კიდევ სჯერა



2
572
3-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
572
  
2023, 27 მაისი, 22:59
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2023, 27 მაისი, 22:04
დზ რამდენიმე ტელეფონი რომ მაქვს მერე თითოეულის ჯამი რომ კიდევ დავაჯამო? )))))
0 1 2