x
მეტი
  • 19.07.2024
  • სტატია:136059
  • ვიდეო:351963
  • სურათი:510321
ინდოეთმა მოსახლეობის რაოდენობით ჩინეთს გადაუსწრო და პირველ ადგილზეა

image




ინდოეთი გახდა ყველაზე დასახლებული ქვეყანა მსოფლიოში, რომლის მოსახლეობამ 1, 425 მილიარდს გადააჭარბა.


გაეროს მოსახლეობის განყოფილების ახალი მაჩვენებლების მიხედვით ინდოეთის მოსახლეობის რაოდენობა 1, 425, 775, 850 შეადგენს.



ეს ნიშნავს, რომ ინდოეთი ახლა ოფიციალურად ფლობს მსოფლიოში ყველაზე მეტი მოსახლეობის მქონე ქვეყნის რეკორდის ტიტულს.




აქამდე პირველ აგილზე ჩინეთი იყო 1, 426 მილიარდი მოსახლით, რასაც ბოლო წლებში კლება მოჰყვა და 2023 წლის მონაცემებით 1.411 მილიარდამდე ჩამოვიდა.


ჩინეთი მოსახლეობის მიხედვით პირველ ადგილზე იყო წლების განმავლობაში, ჯერ კიდევ 1950-იან წლებიდან, მას შემდეგ რაც გაერომ დაიწყო მოსახლეობის რაოდენობის თვალყურის დევნება მთელს მსოფლიოში.


გასაკვირია, რომ ინდოეთმა გადაუსწრო ჩინეთს, რადგან ის თითქმის სამჯერ მცირეა.


ინდოეთის ფართობი 3, 287 მილიონი კვ.კმ.-ია, ხოლო ჩინეთის - 9, 597 მ კვ.კმ.



ჩინეთი არის უდიდესი ქვეყანა აზიაში და მეოთხე უდიდესი ქვეყანა მსოფლიოში.


ინდოეთი კი, მთლიანი ფართობის მიხედვით, სიდიდით მეშვიდე - ქვეყანაა მსოფლიოში.



image

image






2
89
შეფასება არ არის
ავტორი:ნინო ხიმშიაშვილი
ნინო ხიმშიაშვილი
Mediator image
89
  
2023, 27 მაისი, 23:00
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2023, 26 მაისი, 23:24
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 2