x
მეტი
  • 19.07.2024
  • სტატია:136044
  • ვიდეო:351963
  • სურათი:510305
ველოსიპედისტმა მარტივი გამოსავალი იპოვა უსახლკარო, აგრესიული ძაღლებისაგან თავის დასაცავად

image
სოფელსა თუ ქალაქში უსახლკარო ძაღლების რაოდენობა გეომეტრიული პროგრესიით რომ მატულობს დაინახავდით, ვფიქრობ იმასაც დააფიქსირებდით ამ ძაღლების დიდ ნაწილს ყურზე სპეციალური საყურე-ნიშანი აქვს გაკეთებული-ეს ნიშნავს, რომ ძაღლი ცოფზე აცრილია.

ეს ყველაფერი გასაგები და მისაღებია, მაგრამ ამ ძაღლების უდიდესი ნაწილი არაა სტერილიზირებული და კასტრირებული, შსაბამისად იზრდება მათი შთამომავლობა, ლეკვებს კი კვება უნდა და საცოდაობაა როცა ხედავ შიმშილით მისავათებულ ლეკვს, რომელთანაც მისი დედა არ გიშვებს.

გარდა ამისა მოგეხსენებათ უსახლკარო ძაღლებს და ზოგადად ძაღლებს ველოსიპედისტებისათვის, ბაიკერებისათვის და მანქანებისათვის ადევნება რომ მოსწონთ თუ ეხერხებათ. თუ მანქანაში მჯდარი ან ბაიკერი ტრანსპორტის სისწრაფის წყალობით დაცულია, ველოსიპედისტი არაა დაცული აგრესიული ძაღლის აგრესიისაგან და ნამდვილად არაა სახალისო და სასურველი ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინა იკეთო, რომელიც საკმაოდ მტკივნეულია როცა ვაქცინა მუცლის არეში კეთდება.

ვისაც ფინანსური მდგომარეობა უწყობს ხელს შეუძლია შეიძინოს სპეციალური საკმაოდ მცირე ზომის მოწყობილობა, რომელიც გამოყოფს სიხშირეს, რომელსაც ადამიანი ვერ აღიქვამს, სამაგიეროდ აღიქვამენ ძაღლები და აღნიშნული სიხშირის აღქმისთანავე გარბიან.
შეგნებულად არ ვწერ იმ აპარატურის დასახელებას, რეკლამაში რომ არ ჩამეთვალოს, მაგრამ საძიებოში როცა ჩაწერთ აგრესიული ძაღლებისაგან თავდასაცავი მოწყობილობა-ს, ეგრევე ამოგიგდებთ სხვადასხვა სახის და ტიპის მოწყოპბილობას, რომელიც ძალიან გამოგადგებათ.

ამ ველოსიპედისტმაც მშვენიერი გამოსავალი იპოვა, როგორც კი გაეკიდებიან აგრესიული ძაღლები ეგრევე ირთვება აღნიშნული აპარატურა, რომელიც ველოსიპედის საბარგულშია მოთავსებული და შეშინებული ძაღლები ეგრევე "კუდამოძუებული გარბიან.

ვფიქრობ ეს სტატია ბევრ ფეხით მოსიარულესაც გამოადგება თავის დასაცავად, აგრესიული უსახლკარო ძაღლებისაგან თავდასაცავად.



აღნიშნული საშუალებები ქართული კანონმდებლობით დაშვებულია და არც რეგისტრაციას საჭიროებს.

0
235
5-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
235