x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134029
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508243
როგორ გავხდეთ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ქალი იდეალური გარეგნობის გარეშე

image


"სილამაზის" კონცეფცია ზედმეტად ინდივიდუალური და აბსტრაქტულიც კია, თუმცა მაინც არსებობენ ქალები, რომლებმაც იციან როგორ გამოირჩეოდნენ და იყვნენ არა მხოლოდ განსაკუთრებულები, არამედ გახდნენ მთელ მსოფლიოში ცნობილი არა მხოლოდ თავიანთი სილამაზისა და სექსუალობის, არამედ პირველ რიგში, ყოველგვარი ორიგინალურობისა და ინდივიდუალობის წყალობით.


image


მეტიც, ზოგიერთმა ქალმა არსრულყოფილი პარამეტრების ფონზე მაინც შეძლო საერთო მასისგან გამორჩევა და მსოფლიო პოპულარობის მოხვეჭა. ამის ნათელი და ძალიან ცნობილი მაგალითი, ფრანგი მსახიობი და მოდელი - ბრიჯიტ ბარდოა, რომლის მონაცემებიც სულაც არ ითვლებოდა იდეალურად: პატარა სიმაღლე, დიდი მკერდი, სავსე თეძოები, თუმცა სწორედ ამ თვისებებმა მიიპყრო მისი პიროვნებისადმი მაყურებელთა უზარმაზარი არმიის ყურადღება.


image


საიდუმლოებები, რომელთა დახმარებითაც ბრიჯიტ ბარდო სამართლიანად ითვლებოდა მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ ქალად.


image


ბარდოს პირველი წესი - ის აბსოლუტურად დარწმუნებული იყო საკუთარ სილამაზეში, რადგან ის არ მალავდა თავის თვისებებს, პირიქით, მუდმივად ხაზს უსვამდა მათ. სწორედ გამბედაობა, სიმშვიდე და თავდაჯერებულობა ხდიდა მას მიმზიდველს გარშემომყოფების თვალში.


image

მსახიობი და მოდელი საკუთარ თავზე მუდმივად მუშაობდა, ის არა მხოლოდ ჯანსაღი ცხოვრების წესი მოყვარული გახლდათ, არამედ ყოველთვის სწორად იკვებებოდა და სპორტითაც აქტიურად იყო დაკავებული, კინოლეგენდა მუდმივად ზრუნავდა არა მხოლოდ კანზე, არამედ თმაზეც. მის იმიჯს არა მხოლოდ სწორად შერჩეული მაკიაჟი და თმის ვარცხნილობა ავსებდა, არამედ ძალიან მოდური სამოსიც, რომელიც მას საოცრად უხდებოდა.


image


ამ ყველაფერმა კი ერთად ბრიჯიტ ბარდო ძალიან ქალური და მომხიბვლელი გახადა, ის შესანიშნავად თამაშობდა თავისი სექსუალურობით, თუმცა ამავე დროს ის იყო საოცრად დახვეწილი და ელეგანტური. მისი სტილი და ქცევის მანერა იყო შესანიშნავი მაგალითი ბევრი მშვენიერი სქესის წარმომადგენლისთვის.



image







0
152
1-ს მოსწონს
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
152