უჩვეულო და საინტერესო ფაქტები ჩვენი პლანეტის შესახებ:
1. მეტი შანსია იმისა, რომ ზვიგენი დაგესხათ თავს ან ელვამ დაგარტყათ, ვიდრე ლატარიაში მოიგოთ დიდი თანხა.
2. მომაკვდავი ჭიანჭველები გამოყოფენ სპეციალურ ფერომონებს, რომელთა სუნით სხვა ჭიანჭველები პოულობენ მათ სხეულებს და მიჰყავთ სპეციალურ “ჭიანჭველების სასაფლაოზე."
3. ინგლისურ ენას აქვს ცალკეული სიტყვები ზებრებისა და ჟირაფების ჯგუფებისთვის. ზებრების ჯგუფს კამუფლაჟს (dazzle )უწოდებენ, ხოლო ჟირაფების ჯგუფს მოგზაურობას, „გასეირნებას“(journey) .
4. ზღვის წავები ხშირად ეჭიდებიან ერთმანეთს თათებით, რათა ძილის დროს დინებამ ერთმანეთს არ დააშოროს
5. ერთ ღამურას შეუძლია საათში 1000 კოღო შეჭამოს
6. ძაღლმა იცის, როდის დაბრუნდებით სამსახურიდან, თუ თქვენი განრიგი დღითი დღე არ იცვლება. ამას იგებს იმის საშუალებით თუ რამდენად დარჩა თქვენი სურნელი სახლში.
7. წვიმის სუნი გამოწვეულია გაზებით, რომლებსაც გამოყოფს მიწაში მცხოვრები ბაქტერიები, ისინი რეაგირებენ მიწაში შემავალ წვიმის წყალზე. ამ სუნს თავისი სახელი აქვს - პეტრიკორი.
8. ზვიგენებს არ უყვართ ადამიანებზე ნადირობა - ჩვენ მათთვის გემრიელი არ ვართ. ამიტომ, უმეტეს შემთხვევაში, როდესაც კბენენ ადამიანს, ზვიგენი მას თავს ანებებს. როგორც წესი, ზვიგენები შეცდომით კბენენ ადამიანებს ან იმის გამო, რომ ადამიანმა ისინი რაღაცით გააბრაზა.
9. კუს შეუძლია ანუსის მეშვეობით სუნთქვა.
10. რვაფეხას სამი გული და რვა ხელი აქვს. მას ასევე ცისფერი სისხლი აქვს.
11. პლუტონის აღმოჩენის შემდეგ, ამ პლანეტას ჯერ არ დაუსრულებია თავისი შემოვლა მზის გარშემო.
12. ქათმები დინოზავრების პირდაპირი შთამომავლები არიან
13. სპილოებს აქვთ საკუთარი სასაფლაოები. როცა მათი ამხანაგები კვდებიან, ისინი ჯგუფურად გლოვობენ.
14. გრძელი სიტყვების შიშს - ჰიპოტომონსტროსესკიპედალიოფობია ჰქვია
15. ბევრი პეპელა აკოპირებს მონარქის პეპელას შეღებვას, რათა დაიცვას თავი მტაცებლებისგან: ბოლოს და ბოლოს, მონარქები შხამიანები არიან და მტაცებელი ფრინველები მათ არ ეკარებიან.
16. ბროკოლი ბუნებაში არ არსებობს. ეს სახეობა ველური კომბოსტოსგან გამოყვანილია ადამიანმა.
17. ადამიანს შეუძლია ნებისმიერ ცხოველზე მეტხანს სირბილი.
18. მედუზების ზოგიერთი სახეობა უკვდავია. ისინი შეიძლება მოკვდნენ ტრავმის ან ავადმყოფობის გამო, მაგრამ არა საკუთარი სიკვდილით.
19. სამყაროს სტანდარტებით, ადამიანი მილიონობით ნივთსა და ფენომენზე ძლიერია – და მილიონობით სხვაზე სუსტი.
20. უარყოფითი მასაც არსებობს, ყოველ შემთხვევაში თეორიულ ფიზიკაში.