x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
აფეთქება "შრომითი რეზერვების" სტადიონზე-საბჭოთა კავშირში მომხდარი კიდევ ერთი უცნობი ტრაგედია

image

55 წლის წინ, 1968 წლის 25 მაისს, ქალაქ კიროვში მოხდა ტრაგედია, რომელსაც 39 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, თუმცა ეს ამბავი, როგორც სხვა ტრაგედიები თუ კატასტროფები დიდი ხნის განმავლობაში უცნობი იყო რიგითი საბჭოთა მოქალაქეებისთვის.


მთავარი ფოტოს უნიკალურობა იმაში მდგომარეობს, რომ ვიღაცამ შეძლო და გადაიღო, რომ მილიციამ არ წაართვა ფოტოაპარატი და იქვე არ გაუფუჭა ფირი, რომ დღემდე შემორჩა, როგორც ტრაგედიის ამსახველი ერთადერთი ვიზუალური დოკუმენტი.



სტაბილური და ბედნიერი ცხოვრების ილუზიის შესაქმნელად, საბჭოთა ხელისუფლება ტრადიციულად მალავდა ქვეყანაში მომხდარ კატასტროფებს. ასე მოიქცნენ 1968 წლის 25 მაისსაც, როდესაც ქალაქ კიროვში მოხდა აფეთქება "შრომის რეზერვებსი" სტადიონზე. თვით ქალაქშიც კი ცოტამ იცოდა ტრაგედიის დეტალების შესახებ, ამიტომ ქალაქელებში ჭორები ათასობით დაღუპულის შესახებ დადიოდა.




ყველაფერი იმით დაიწყო, რომ სტადიონზე, რომელიც 1958 წელს აშენდა და რომლის ტრიბუნები იტევდა 5000 მაყურებელს ;1968 წლის 25 მაისს, შაბათ დღეს უნდა გამართულიყო რეჟისორ ალექსანდრე დუნაევის მიერ დადგმული თეატრალური წარმოდგენა "სამყაროში არსებობს მოსკოვი"(Есть на свете Москва). ღონისძიება წითელი არმიის 50 წლის იუბილეს ეძღვნებოდა. სადღესასწაულო შოუს სცენარი დაწერეს ჟურნალ "ოგონიოკის" ავტორებმა ანატოლი სოფრონოვმა და ცეზარ სოლოდარმა.

image

მასობრივ სცენებში მონაწილეობის მისაღებად სტადიონზე მიიყვანეს ადგილობრივი მოსახლეობა - უნივერსიტეტის სტუდენტები, სკოლის მოსწავლეები და სამხედროები. სხვადასხვა წყაროს მიხედვით, კიროვის სტადიონზე 10-იდან 28 ათასამდე ადამიანი შეიკრიბა.


საბრძოლო თეატრალური სცენები პიროტექნიკის ეფექტების თანხლებით იგეგმებოდა, რომელიც გრანდიოზული ფეიერვერკით უნდა დასრულებულიყო. თეატრს გასტროლებზე პიროტექნიკა თან დაჰქონდა, რომელიც განკუთვნილი იყო სხვა ქალაქებში გამართული ათეულობით სპექტაკლებისათვის. დენთის საერთო წონა დაახლოებით 200 კგ-ი იყო, ხოლო ფეირვერკის პიროტექნიკის წონა- 900 კგ. პიროტექნიკა ინახებოდა სტადიონის ხის ორსართულიან ადმინისტრაციულ შენობაში.


სპექტაკლის დაწყებამდე 20 წუთით ადრე, 17:40 საათზე, შენობაში აფეთქების ხმა გაისმა. შენობას ცეცხლი გაუჩნდა. შენობის აივანი ჩამოინგრა, რა დროსაც ხალხი მინდორზე გადაყარა. მოგვიანებით უფრო ძლიერი მეორე აფეთქება გაისმა.



შედეგად დაიღუპა 39 ადამიანი: 11 სკოლის მოსწავლე, 9 სამხედრო მოსამსახურე, 1 მილიციელი, 2 ბუფეტის თანამშრომელი, 2 სტადიონის თანამშრომელი, 3 მოსკოვის თეატრის მსახიობი, 1 პიროტექნიკოსი, 10 მაყურებელი. გარდა ამისა, მძიმე დაზიანებები მიიღო 11-მა ადამიანმა, 21-ს - ნაკლებად მძიმე, 40-მა - მსუბუქი .


1969 წლის 25-27 თებერვალს რსფსრ უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიამ დამნაშავედ ცნო და დასაჯა მოსკოვის მასობრივი სპექტაკლების თეატრის დირექტორი პეტრენკო (2 წელი 6 თვე პატიმრობა), მხატვრული ნაწილის ხელმძღვანელი პაიკინი (1 წელი 6 თვე), სტავროპოლის კულტურის პარკის დირექტორი პოსკრიაკოვი (2 წელი 6 თვე), კიროვის საქალაქო რაზმის ხელმძღვანელი ნოვოსელოვი (1 წელი გამოსასწორებელი სამუშაო) და სხვები.

2
297
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
297
  
2023, 27 მაისი, 23:07
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2023, 25 მაისი, 22:55
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 2