აჭარა რუსული მედიის ცნობით, ანდრეი მაკარევიჩმა საქართველოში, ზღვისპირას ბინა იყიდა 24 მაისი, 8:54 ![]() kp-ს ცნობით, მუსიკოსმა ბინა ბათუმიდან 14 კილომეტრში, შავი ზღვის სანაპიროზე მდებარე დაბა გონიოში იყიდა. უძრავი ქონების სააგენტო Fatum-ის წარმომადგენლების თქმით, "მაშინა ვრემენის"-ის ლიდერმა მშენებარე კომპლექს Wyndham Grand Aqua-ში ბინა იყიდა. ![]() რეზიდენცია, რომელშიც მაკარევიჩმა გადაწყვიტა დასახლება, არ არის მხოლოდ საცხოვრებელი კორპუსი, არამედ ხუთვარსკვლავიანი კურორტი. 15 ათას კვადრატულ მეტრზე განთავსებულია 12 რესტორანი, მათ შორის ჰალალისა და კოშერის სამზარეულოთი, SPA, საცურაო აუზები, საბავშვო და სპორტული მოედნები, ბიზნეს ინფრასტრუქტურა, ჰალალის სპა კომპლექსი და ვერტმფრენის მოედანი, სამედიცინო მომსახურება, ბქიმწმენდისა და დასუფთავების სამსახური. ![]() ![]() ანდრეი მაკარევიჩს და ჯგუფ "მაშინა ვრემენის" კონცერტი გასული წლის სექტემბერში უნდა ჩაეტარებინა თბილისში, კერძოდ სპორტის სასახლეში, თუმცა კონცერტი მოულოდნელად გაუქმდა, მიზეზად კი დარბაზის მფლობელმა უარის ფორმალურ მიზეზად სარემონტო სამუშაოები დაასახელა. მაში კულტურის სამინისტრომ განმარტა, რომ ძველი სპორტის სასახლე უკვე მრავალი წელია კერძო საკუთრებაა და „კერძო კომპანიის ქონებაში კონცერტის ჩატარების საკითხი ბევრად სცილდება სამინისტროს კომპეტენციას“.. 278 3-ს მოსწონს
|