x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
არასრულწლოვანი მსახიობები, რომლებმაც თამამ სცენებში ითამაშეს და მსოფლიო აღიარებაც მოიპოვეს

image


ცნობადობის გასაზრდელად და წარმატებული კარიერის გასაკეთებლად, ბევრი ახალგაზრდა მსახიობი საკმაოდ სახიფათო გზას ირჩევს. არასრულწლოვანი მსახიობები პოპულარობისთვის მზად არიან თამამ ან შოკისმომგვრელ სცენებშიც კი ითამაშონ. დღევანდელ სტატიაში სწორედ იმ მსახიობებს წარმოგიდგენთ, რომლებმაც პატარა ასაკის მიუხედავად მონაწილეობა საკმაოდ თამამ სცენებში მიიღეს და მსოფლიო აღიარებაც მოიპოვეს.




ნატალი პორტმანი


image

ნატალი პორტმანის სადებიუტო როლი "ლეონში" შეიცავდა მოწევას და ძალადობრივ სცენებს. 11 წლის მსახიობის მშობლები ამის კატეგორიული წინააღმდეგი იყვნენ, მაგრამ ლუკ ბესონმა მათი დაყოლიება შთამბეჭდავი ჰონორარის საშუალებით შეძლო. ფილმში ასევე არის საკამათო მომენტებიც, როგორიცაა მინიშნება მატილდასა და ქილერ ლეონს შორის ახლო ურთიერთობის შესახებ.




სკარლეტ იოჰანსონი


image


სკარლეტმა მონაწილეობა მიიღო ძმებ კოენების შავ-თეთრ ფილმში "ადამიანი, რომელიც არ არსებობდა". მსახიობი, რომელიც გადაღების მომენტში 15 წლის იყო თინეიჯერი გოგონას როლს ასრულებდა. ნეო - ნუარის ჟანრის ფილმში არის ერთი ძალიან თამამი ეპიზოდი, როდესაც სკარლეტ იოჰანსონის გმირი თავისი მეგობრის მამას მადლობას ძალიან პიკანტური ფორმით უხდის.




ჯოდი ფოსტერი


image


რეჟისორ მარტინ სკორსეზეს დრამაში "ტაქსის მძღოლი" ჯოდი ფოსტერი მეძავის როლშესრულებისას მხოლოდ 13 წლის იყო. მსახიობის თქმით, დედა შოკირებული იყო, როდესაც რეჟისორმა მას აირის სტისმას როლი შესთავაზა და ფილმში მის თამაშს მხოლოდ მას შემდეგ დათანხმა, რაც სკორსეზემ ის დაარწმუნა რომ მისი გოგონა როლისთვის შესაფერისი კანდიდატურა იყო. ფილმმა ჯოდი ფოსტერს "BAFTA"-ს ჯილდო და მსოფლიო აღიარება მოუტანა.





დომინიკ სვეინი


image


დომინიკ სვეინის კარიერამ კი, პირიქით, დაღმასვლა განიცადა. შეგახსენებთ, რომ გოგონამ ნაბოკოვის "ლოლიტაში" ითამაშა. ინტიმური სცენების გადაღებებისას მსახიობ ჯერემი აირონსსა და 15 წლის დომინიკს შორის ბალიშს ათავსებდნენ, ხოლო მეტისმეტად ინტიმურ სცენებში მის ნაცვლად დუბლიორი მონაწილეობდა, დომინიკ სვეინის სამსახიობო თამაშმა მაყურებელი ვერ აღაფრთოვანა, შესაბამისად, მისი არსებობის შესახებ რეჟისორებმაც მიივიწყეს.





მილა იოვოვიჩი


image


ულამაზესი მილა იოვოვიჩი 15 წლის იყო, როდესაც ფილმში "დაბრუნება ცისფერ ლაგუნაში" ლილის როლი ითამაშა, არასრულწლოვან მსახიობს პარტნიორობას ბრაიან კრაუზე უწევდა, რომელიც იმ პერიოდისთვის მხოლოდ 22 წლის გახლდათ.





პენელოპე კრუსი


image


პენელოპა კრუსმა 16 წლის ასაკში ცნობილი ესპანელი რეჟისორის ბიგას ლუნას ფილმში - "ლორი, ლორი" მეძავის ქალიშვილის - სილვიას როლი ითამაშა. საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ სწორედ ამ როლით შედგა მომხიბვლელი ესპანელი მსახიობის წარმატებული დებიუტი კინოში. როგორც ცნობილია, ესპანელმა ლამაზმანმა პირველად სწორედ ზემოაღნიშნული ფილმის გადაღებებზე აღმოაჩინა თავისი ერთადერთი და მარადიული სიყვარული ხავიერ ბარდემიც, რომელთანაც ვარსკვლავი დღემდე ბედნიერ ქორწინებაში იმყოფება.






კირსტენ დანსტი


image


ჰოლივუდის ვარსკვლავმა კირსტენ დანსტმა კინოში გადაღება ადრეული ასაკიდან დაიწყო. ჯერ კიდევ ძალიან ახალგაზრდამ მან ითამაშა ფილმებში - "ჯუმანჯი" და "ინტერვიუ ვამპირთან", თუმცა თავად ვარსკვლავს მეორე ნამუშევარი განსაკუთრებით დაამახსოვრდა. მიუხედავად იმისა, რომ გოგონა მხოლოდ 12 წლის იყო, სცენარის მიხედვით ერთ - ერთ კადრში მას უფროსი მამაკაცისთვის უნდა ეკოცნა, რაც მისთვის პირველი გამოცდილება იყო. ფილმში მოზარდს პარტნიორობას ახალგაზრდა ბრედ პიტი უწევდა. მართალია, საქმე საწოლის სცენებამდე არ მისულა, თუმცა მომავალი ვარსკვლავისთვის ზემოხსენებული სცენა ნამდვილ კოშმარად იქცა.





ნიკი რიდი


image


2006 წელს გადაღებულ კრიმინალურ კომედიაში - "მინისთვის ეს პირველია" ნიკი რიდმა ალეკ ბოლდუინთან ერთად საკმაოდ თამამ სცენებში ითამაშა. გოგონას ასაკის თემა პრესაში მხოლოდ მას შემდეგ წამოიჭრა, რაც ჰოლივუდის ვარსკვლავის მოგონებები გავრცელდა, სადაც მსახიობი პროდიუსერების მხრიდან მისთვის ნიკი რიდის რეალური ასაკი დამალვასთან დაკავშირებით საუბრობდა. გადაღებების დროს გოგონა მხოლოდ 17 წლის იყო.





დაკოტა ფენინგი


image


დაკოტა ფენინგმა კინოში თამაში ადრეული ასაკიდან დაიწყო. მისი ერთ-ერთი მთავარი ნამუშევარი - "მეძებარი ძაღლი" ეკრანებზე 2007 წელს გამოვიდა, მაშინ მსახიობი ჯერ კიდევ 13 წლის იყო. ფილმში მხოლოდ ერთი შოკისმომგვრელი სცენაა, სადაც გოგონას კონცერტის ბილეთის გამო შიშველი ცეკვა უწევს, რის შემდეგაც ის ძალადობის მსხვერპლი ხდება. რა თქმა უნდა, კადრში დაკოტას სახის გარდა, სხვა არაფერი ჩანდა. მოგვიანებით ფენინგმა განაცხადა: "ეს კინოა. ამ როლის თამაშით კი ადამიანებისთვის მხოლოდ იმის თქმა მსურდა რომ ისე შეგვიძლია დავძლიოთ სირთულეები, რომ მათ თავი არ ავარიდოთ. ჩემს გმირს ბევრი სხვა ინტერესი და ნიჭი აქვს, და მხოლოდ იმის გამო რომ მას საშინელი რამ შეემთხვა სულაც არ ნიშნავს რომ ახლა მას კარგად ცხოვრება არ შეუძლია".





ოლივია ჰასი

image


16 წლის ასაკში ოლივიამ "რომეო და ჯულიეტაში" ითამაშა. რეჟისორ ფრანკო ზეფირელს სპეციალური ნებართვის აღებაც კი მოუწია, დიდ ეკრანზე არასრულწლოვანი მსახიობების მონაწილეობით ყველა ინტიმური სცენა რომ ეჩვენებინა. თავად ოლივიამ ფილმის ნახვა, რომელშიც თავად თამაშობდა ვერ შეძლო, რადგან ფილმზე ყურების შეზღუდვა "21+" იყო.








0
177
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
177