x
image
ლურჯი თოლია
აშშ-ში მცხოვრები ხალხი, რომლებიც კვლავ მე-18 საუკუნის წესებით ცხოვრობენ
image

ამიშები ანუ ამიშის ძველი ორდერის ჯგუფი - სამი ქვეყნის წარმოშობის ხალხია: გერმანელები, შვეიცარიელები და ფრანგები. ისინი ამერიკის ორ შტატში ცხოვრობენ, პენსილვანიაში და ოჰაიოში.


1720-იან წლებში ლანკასტერის საგრაფოში ჩასული, ყველაზე ძველი და უდიდესი ამიშების საზოგადოება აშშ-ში არის ლანკასტერის ამიშები.

image
ამიშები ყველაზე კონსერვატიულები არიან, რომლებიც აფასებენ თავმდაბლობას, ოჯახს, საზოგადოებას და არაამიშ სამყაროსგან განცალკევებას.


ამიშები არ მოიხმარენ თანამედროვე ტექნოლოგიებს და დღემდე ხარებით ამუშავებენ მიწას.



ამიშების მთავარი შემოსავლის წყარო სოფლის მეურნეობა არის, ისინი ყველა პროდუქტს ხელით ამზადებენ.

image
ამიში ბავშვი როცა ხდება სრულწლოვანი, მას ოჯახი თავისუფლებას აძლევს და უშვებს დიდ ქალაქში საცხოვრებლად ორი წლით.


ორ წელიწადში ამიშმა უნდა გადაწყვიტოს, დარჩება და აირჩევს თანამედროვე ცხოვრებას, თუ დაბრუნდება მშობლებთან და გააგრძელებს საკუთარ კომუნიტთან ერთად ცხოვრებას.


ამიშების 95%-ი უკან შინ ბრუნდება.


რატომ?


იმიტომ, რომ უკან დაბრუნებული ამიში, მშობლებისგან იღებს მიწას, სახლს, ფერმას, ყველა საჭირო საცხოვრებელ საშუალებას და დაოჯახების შემთხვევაშიც კი ოჯახიდან დიდ ბონუსს იღებს.

image
ხოლო თუ ამიში დარჩა დიდ ქალაქში, ის ოჯახიდან სრულიად მოწყვეტილია, მას არავინ არაფერს არ აძლევს და იძულებულია სრულიად ნულიდან, მარტომ დაიწყოს ცხოვრება.


ამიშები საკმაოდ მდიდარი ხალხი არიან, მათი პროდუქცია ამერიკის მარკეტებში ყველაზე ძვირი ღირს.


ამიშები სკოლის გარდა სხვა არანაირ განათლებას არ იღებენ, ისინი არ იხდიან სახელმწიფო გადასახადებს, შესაბამისად მათ არ აქვთ პენსია სიბერეში და თავიანთი დანაზოგით უწევთ ცხოვრება.


ამიშები სრულიად აპოლიტიკური ხალხია, მათ მიუხედავად იმისა რომ არჩევნებში მონაწილეობის უფლება გააჩნიათ, მაინც არ იყენებენ ამ უფლებას და არ დადიან არჩევნებზე.


ამიშებს გააჩნიათ ტრადიციული სამოსი, როგორც ქალბატონებს, ისე მამაკაცებს.


ამიშები, ელექტროენერგიასაც კი თავიანთი საშუალებებით ქმნიან და მოიხმარენ.


ისინი სრულიად უწყინარი ხალხი არიან, ტრადიციებზე დაფუძნებული და ნულია კრიმინალის მაჩვენებელი იქ, სადაც ისინი ცხოვრობენ.

0
59
1-ს მოსწონს
ავტორი:ლურჯი თოლია
ლურჯი თოლია
59
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0