x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
დედამიწა 15 000 წლის წინ - ვინ შექმნა სინამდვილეში მაჩუ-პიქჩუ?

ერთ–ერთმა ინდიელთა ტომმა მოგონებები შემოინახა, მსოფლიო კატასტროფის და უცხოპლანეტელების შესახებ, რომლებმაც მსოფლიოს ცივილიზაცია მისცა. ახლა თავსატეხი ამოხსნილია...


image


1976 წ. ჟურნალისტმა კარლ ბრუგერმა წიგნი — «აკაკორის ქრონიკა» გამოაქვეყნა, რომელიც უჰა მანგულალას ტომში დაწერილი, მოთხრობების კრებულს წარმოადგენს. აღნიშნული ტომი, ბრაზილიაში, ამაზონის ჯუნგლებში, ცხოვრობს. ხოლო, მოთხრობები, დედამიწის 15 ათასწლოვან ისტორიას მოიცავს: მათი ღმერთი-ცივილიზატორების დედამიწაზე ჩამოსვლიდან — გასული საუკუნის 70-იან წლებამდე პერიოდს. ავტორი წინასიტყვაობაში ამბობს, რომ წიგნი ტომის ბელადთან ტატუნკო ნარასთან ინტერვიუებზე დაყრდნობით დაიწერა.

ბელადმა ჟურნალისტს საკუთარი ტომის ამბავი მოუყვა, რომელიც თავისი არსებობის მანძილზე, სრულ იზოლაციაში ცხოვრობდა და შესაბამისად, მისი დამახინჯების შანსიც მინიმალური იყო. გამოდის რომ, ეს ჩვენი წარსულის ნამდვილი ისტორიაა, ყოველგვარი გადაკეთების და შელამაზების გარეშე.


image


მაშ ასე, ბელადის მონათხრობის მიხედვით, 15 ათასი წლის წინ, დედამიწაზე არსებები ჩამოვიდნენ, რომლებსაც ადამიანები ღმერთებს ეძახდნენ. მათ ცივილიზაციის შესაქმნელად, სამხრეთ ამერიკა აირჩიეს. უცხოპლანეტელებმა ადამიანებს შენება, მცენარეების დარგვა და ბუნებასთან ჰარმონიული ცხოვრება ასწავლეს. მათ დიდი ქალაქები ააშენეს. ამასთან, როგორც დედამიწის ზედაპირზე, ისე მიწის ქვეშ. გარდა ამისა, გაიყვანეს ძალიან გრძელი გვირაბები, რომლებიც მაგ., ერთმანეთთან პერუს და ბრაზილიას აკავშირებდა. ანუ ისეთი დიდებული ქალაქი, როგორიც მაჩუ-პიქჩუა, სწორედ მათ მიერ არის შექმნილი.

ამრიგად, ყველაფერი ძალიან ლოგიკურია: მაღალმთიან რეგიონში, ინდიელები, რომლებმაც არ იცოდნენ, თუ რა იყო ბორბალი, სხვაგვარად როგორ შეძლებდნენ ასეთი რთული ნაგებობების აშენებას.

ბელადის თქმით, უცხოპლანეტელები მსოფლიოს ქალაქიდან მართავდნენ, რომელსაც ინდიელები აკაკორს ეძახდნენ. გარდა ამისა, მათ ხომალდები ჰყავდათ, რომლებიც იალქნების და ნიჩბების გარეშე მოძრაობდნენ და ფრინველებზე სწრაფად გადაადგილდებოდნენ. მათ დიდი ქვებიც ჰქონდათ (ტელევიზორის მსგავსი მოწყობილობა), რომელშიც ისინი ყველაფერს ხედავდნენ, რაც მსოფლიოში ხდებოდა. მაგრამ, უცხოპლანეტელების ყველაზე საოცარი ქმნილება, მიწისქვეშა ქალაქები იყო.


image


უცხოპლანეტელები დედამიწაზე 3 ათასი წლის მანძილზე ცხოვრობდნენ და ლემურის და ატლანტიდის ცივილიზაციების განვითარებას უწყობდნენ ხელს. მაგრამ, 12 ათასი წლის წინ, ეს ორი სუპერ იმპერია ერთმანეთს დაუპირისპირდა — მათ ერთმანეთი გაანადგურეს და პლანეტასაც დიდი ზიანი მიაყენეს. ეს თარიღი, აკაკორის ქრონიკაში, როგორც ნულოვანი საათი (წელი) ისეა დაფიქსირებული, რომელიც პლანეტაზე, ბელადის მტკიცებით, ძვ. წ. აღრ. 10 481 წელს მოხდა.

რა იყო შემდეგ? — ინდიელთა ისტორიის მიხედვით: პლანეტა ბინდმა მოიცვა, კონტინენტების ნაწილი ჩაიძირა, ხოლო ნაცრისფერი ნისლი, მზის სხივებს დედამიწის ზედაპირზე არ უშვებდა. იარაღის გავლენა იმდენად ძლიერი იყო, რომ დედამიწაზე სხვადასხვა კატაკლიზმი დაიწყო — შეიცვალა კლიმატ, მაგნიტური პოლუსები და სხვა...

ტომის ბელადის თქმით, «ღმერთებმა» დედამიწა მანამდე დატოვეს, ვიდრე ეს უბედურება მოხდებოდა. მას შემდეგ, არაერთი ათწლეული გავიდა, ვიდრე ყველაფრის სტაბილიზება მოხდა. ხოლო, გადარჩენილმა ლემურიელებმა და ატლანტებმა, თავი ისეთ დიდ ცივილიზაციებში გამოიჩინეს, როგორიც შუმერის, ინდის, ეგვიპტის და სხვა ცივილიზაციები იყო.

გარდა ამისა, ტომის ბელადმა არაერთი ისტორია მოყვა, სამხრეთ ამერიკაში ჩასულ კონკისტადორებზე. მაგრამ, ჩვენთვის ისტორიის ეს ნაწილი, ისედაც კარგად არის ცნობილი. ამასთან, მათ მიერ მოყოლილი ამბები, სრულად შეესაბამება იმ ისტორიას, რაც ჩვენ ისტორიის სახელმძღვანელოებიდან ვიცით. აქედან გამომდინარე, სავსებით შეგვიძლია იმის დაშვება, რომ მათ მიერ აღწერილი წინა მოვლენებიც, რომლის შესახებ, მხოლოდ რაღაც ვარაუდები გაგვაჩნია, შეიძლება, ჩვენი ცივილიზაციის რეალური ისტორიის ნაწილი იყოს.


image

არხის სხვა სიახლეები:


* მზის სისტემა ხელოვნურად არის შექმნილი?!

* უძველესი შუმერული ტექსტებით, დედამიწის ყველაზე საშინელი საიდუმლო გაიხსნა

* მეკობრე ქალები



2
449
1-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
449
  
2023, 25 მაისი, 22:51
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2023, 25 მაისი, 0:02
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 2