საარქივო კადრები, რომლებიც დაგაინტერესებთ:
1. საცურაო კოსტიუმში გამოწყობილი ორი ქალი სილამაზის კონკურსის ჟიურის წევრების წინაშე. ისინი შენიღბულები და შესაბამისად მოსყიდულებიც არ ყოფილან.
2. დიდი ქორეოგრაფის ჯორჯ ბალანჩინის კატა მურკა, მოცეკვავეებთან ერთად, მონაწილეობს ბალეტის “სერენადის" რეპეტიციაში, 1970-იანი წლები. ბალანჩინისთვის ის უბრალოდ კატა არ იყო, ის იყო მისი ყველაზე ცნობილი მოსწავლე, რომელსაც გამოჩენილმა ქორეოგრაფმა ასწავლა entre-chats, pas de chats და grand jete.
3. ოცზე მეტი არქიტექტორი დაესწრო 1931 წელს ნიუ-იორკის სახვითი ხელოვნების მეჯლისს, მათ მიერ დაპროექტებული შენობების მსგავს ფორმაში. მარცხნიდან მარჯვნივ: სტიუარტ უოკერი ჩაცმული ფულერის ცათამბჯენის ფორმაში, ლეონარდ შულცე გამოწყობლი უოლდერფ ასტორია სასტუმროს მსგავსად, ელი ჟაკ კანი სქუიბის ცათამბრჯენის ფორმაში, უილიამ ვან ალენი კრაისლერ ბილდინგის ფორმაში, დენიელ უეიდი მეტროპოლიტენ ლაიფ თაუერის ფორმაში რალფ უოკერი უოლ სტრიტის შენობის ფორმაში და ნიუ-იორკის მუზეუმისთვის გამოწყობილი ჯოზეფ ფრიდლენდერი.
4. სიურეალისტების ჯგუფური ფოტო. სალვადორ დალი და გალა, პოლ ელუარდი, ფილიპ სუპო, რენე კრეველი, რობერტ დესნოსი და სხვები.
5. ამ ფოტოზე ნაჩვენებია დეტექტივები, რომლებიც Macy-ის მაღაზიამ დაიქირავა ქურდობის შესაჩერებლად. 1948 წელი.
6. მზისგან დამცავი ნიღაბი 1920-იანი წლები
7. ცნობილი Max Factor-ის სილამაზის მიკრომეტრი. გამიზნული იყო კინომსახიობების გარეგნობაში მცირე ხარვეზების ძიებისკენ. გაზომვით შეიძლება გამოვლინდეს, მაგალითად, ცხვირის გამრუდება, სახის არაპროპორციული თვისებები. სილამაზის მიკრომეტრი მილიმეტრის სიზუსტით ავლენდა ყველა ნაკლს.
8. არაფერი განსაკუთრებული, კუ-კლუკს კლანის წევრები ერთობიან ეშმაკის ბორბალზე, 1925 წელი
9. პაპიე-მაშეს ქანდაკება პირველი მაისის აღლუმზე, 1930-იანი წლები
10. კემბრიჯის სტუდენტები უნივერსიტეტში ქალების მიღების საწინააღმდეგო აქციაზე. ველოსიპედზე ქალის ფიტული ფემინიზმის სიმბოლოა (მას რამდენიმე წუთში დაწვავენ). დიდი ბრიტანეთი, 1897 წელი.
11. King's African Rifles-ის წევრებს ასწავლიან მართვას, თავზე ქვები კი იმისთვის აქვთ, რომ თავი სწორად დაიჭირონ. 1943 წელი.
12. სამხედრო ქარხნებში მომუშავე ქალებისთვის დამცავი ფორმების პრეზენტაცია. გოგონა მარჯვნივ აჩვენებს დამცავ პლასტმასის ბიუსტჰალტერს. აშშ, 1943 წ.
13. მოდა სოფლის მეურნეობის მუშაკებისთვის. 1953 წელი.