x
image
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
როგორ ასრულებდნენ სიცოცხლეს გლადიატორები? - 5 საინტერესო და ამაღელვებელი ფაქტი მათ შესახებ

ყველამ იცის, რომ გლადიატორები არენაზე ბოლო ამოსუნთვამდე იბრძოდნენ, მაგრამ რა ხდებოდა მას შემდეგ, რაც გლადიატორს გარდაცვლილად აცხადებდნენ?image
1. დამარცხების შემდეგ გარდაცვლილი გლადიატორი საკაცით მიჰყავდათ ლიბიტინეს (სამარხის ქალღმერთი) სპეციალური კარიბჭის გავლით. ოთახში მის სხეულს ადებდნენ გახურებულ ლითონის ჯოხს, რათა დარწმუნებულიყვნენ, რომ გლადიატორი ნამდვილად მკვდარი იყო. ამის შემდეგ მას მთელს ჯავშანს ხსნიდნენ.image

2. საკაცით გაყვანის პატივი მხოლოდ იმ გლადიატორებს ერგოთ, ვინც მამაცურად იბრძოდნენ. უღირსად ითვლებოდნენ ისინი, ვინც შენდომას ითხოვდნენ, სიმხდალეს იჩენდდნენ ან ყვიროდნენ ბრძოლის დროს. მათ ცხედრებს ამ შემთხვევაში უბრალოდ ფეხებით მიათრევდნენ.

3. დამარცხების შემდეგ სიკვდილის თავიდან აცილება შეუძლებელი იყო. ბევრისთვის მკვდრად თავის მოჩვენების იდეა შეიძლება მაცდური ყოფილიყო, ბოლოს და ბოლოს ჭრილობები შეხორცდებოდა და გლადიატორი შეძლებდა ძველი ცხოვრების დაბრუნებას. სწორედ ამ მიზეზით, რომაელები გულმოდგინედ ამოწმებდნენ მის მდგომარეობას. გავარვარებული რკინის ოხის გარდა ყოფილა შემთხვევები, როცა ისედაც დაჭრილ გლადიატორს ღრმა ჭრილობას აყენებდნენ ყელის მიდამოში, ამ შემთხვევაში გადარჩენა უბრალოდ შეეუძლებელიც კი იყო.

4. გლადიატორები ხდებოდნენ როგორც მონები, ისე თავისუფალი ადამიანებიც. მათი უმეტესობა ჯერ გლადიატორთა სკოლაში დადიოდა, სადაც ასწავლიდნენ იარაღს სწორად გამოყენებას, ფარით დაცვას და მტრის წარმატებით შეტევას. ასევე ასწავლიდნენ, როგორ ეჩვენებინათ შოუ, რომ მაყურებელი კმაყოფილი დარჩენილიყო. ერთადერთი, ვინც ასეთი სწავლებას არ გადიოდნენ, იყვნენ სიკვდლმისჯილი პატიმრები, ისინი ვერც ერთ შემთხვევაში ვერ გადაურჩებოდნენ არენას ცოცხლები. image


5. გარდა ამისა, გლადიატორის სკოლებში ასწავლიდნენ როგორ უნდა მომკვდარიყვნენ “სწორად". უფრო სწორედ, სიკვდილის პირისპირ, ისე უნდა დამდგარიყვნენ, რომ ბრბოს მათთვის შანსი მიეცა. სწორ პოზას, ვაჟკაცურ გამოხედვას და მამაკაცურობას შეიძლება ემოქმედა მოსამართლეზე და გლადიატორის მოკვლის ნიშანი არ მიეცა.

2
636
1-ს მოსწონს
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
636
  
2023, 25 მაისი, 0:05
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2023, 23 მაისი, 23:02
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 2