x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134037
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
10 პლასტიკური ოპერაცია, რომელიც ვარსკვლავების წყალობით საკულტოდ იქცა

image


პლასტიკური ოპერაციები მრავალი ცნობილი ადამიანის ცხოვრების განუყოფელი ნაწილია, თუმცა ზოგიერთი პროცედურა იმდენად პოპულარული გახდა, რომ მისი გაკეთება რიგითმა მოკვდავებმაც დაიწყეს. ვარსკვლავების მაგალითზე წარმოგიდგენთ ყველაზე ცნობილი პლასტიკური ოპერაციების 10 სახეობას, რომელიც საკულტოდ სწორედ სელებრითების წყალობით იქცა.



რინოპლასტიკა


image


მერლინ მონრო იყო პირველი ცნობილი ადამიანი, რომელმაც რინოპლასტიკა გაიკეთა. დღეს, ეს ოპერაცია იმ ტოპ პროცედურების სიაში შედის, რომელსაც ჰოლივუდის ვარსკვლავები სისტემატურად მიმართავენ. რინოპლასტიკა გაიკეთეს - ჰეზერ ლოკლერმა, ბრიტნი სპირსმა, კეილი კუოკომ, ტარა რიდმა, სკარლეტ იოჰანსონმა, ჯენიფერ ენისტონმა, რიანამ, ჯენიფერ ლოურენსმა და ბლეიკ ლაივლიმ. რინოპლასტიკა - მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ოპერაციაა, რომელსაც კონკურენცია შეუძლია მხოლოდ მკერდის პლასტიკამ გაუწიოს.



მამოპლასტიკა


image


"მაშველების" გამოსვლის შემდეგ, ხელოვნური მკერდი პოპულარული ტრენდი გახდა. სერიალის გმირმა პამელა ანდერსონმა გადაღებამდე ცოტა ხნით ადრე მკერდი გაიზარდა, მას შემდეგ თითქმის ყველა ვარსკვლავი ბიუსტის ბუნებრივ ფორმას სილიკონის იმპლანტანტებს ამჯობინებს.




ბლეფაროპლასტიკა


image


ადრე ითვლებოდა, რომ ქუთუთოს ჭარბი კანის მოცილების ოპერაცია (ბლეფაროპლასტიკა) მხოლოდ 40 წელზე უფროსი ასაკის ადამიანებს უტარდებოდათ, თუმცა ბოლო დროს ეს ოპერაცია სულ უფრო მეტად გაახალგაზრდავდა და დღეს ის ძირითადად ახალგაზრდა გოგონებს უკეთდებათ. ბლეფაროპლასტიკას საზოგადოებისთვის კარგად ნაცნობმა ადამიანებმა ალენა შიშკოვამ, რენე ზელვეგერმა, უმა თურმანმა და ჯენიფერ ლოურენსმაც მიმართეს.




წელის დავიწროება


image


ბეტი ბროსმერი იყო პირველი ცნობილი ადამიანი, რომელმაც წელის დავიწროების ოპერაცია გაიკეთა. ამის შემდეგ ბევრმა ცნობილმა ადამიანმა დაიწყო ამ პროცედურის გამოყენება. მაგალითად, წვრილი წელისთვის დიტა ფონ ტიზმა ქვედა ნეკნები ამოიღო. დღეს ყველაზე პოპულარული ქალები, რომლებმაც სხვადასხვა გზით წელის სანტიმეტრების რაოდენობა შეამცირეს, არიან ნიკი მინაჟი, იგი აზალია და კიმ კარდაშიანი.




გლუტეოპლასტიკა


image


ბევრი წლის წინ, ჯენიფერ ლოპესმა საზოგადოების ყურადღება დუნდულების დაზღვევით მიიპყრო და დაამტკიცა რომ სექსუალურობა მხოლოდ მკერდის ზომაზე დამოკიდებული არ არის. მას შემდეგ გლუტეოპლასტიკა ნამდვილ ტრენდად იქცა. დუნდულოების პლასტიკის გაკეთება ჯენიფერმა კიმ კარდაშიანსაც შთააგონა.




კონტურული პლასტიკა ფილერებით


image


მაგრამ ჯენიფერ ლოპესი ცნობილი არა მხოლოდ თავისი დიდი დუნდულების წყალობით გახდა. ის იყო ერთ-ერთი პირველი, ვინც ფილერი სახის ოვალის გასასწორებლად და დაბერების წინააღმდეგ საბრძოლველად გამოიყენა, თუმცა ამ მოდური ესთეტიკური პროცედურის განვითარებაში ნამდვილი წვლილი ანჯელინა ჯოლის მიუძღვის, რომლის სახის კონტურზეც მსოფლიოს ქალების უმეტესობა ოცნებობს.





აბდომინოპლასტიკა


image


ლამაზი მუცლის პრესის მისაღებად ცნობილი ადამიანები როგორც წესი, მუცლის კორექციის ოპერაციას მიმართავენ. ზოგიერთი ცნობილი ქალის - ივანკა ტრამპის, ლედი გაგას, ბრიტნი სპირსის, დონატელა ვერსაჩეს, დემი მურისა და კელი ოსბორნის მაქსიმალურად ბრტყელი და მიმზიდველი მუცელი სწორედ ქირურგების დამსახურებაა.




ლიპოსაქცია


image


ლიპოსაქცია - ესთეტიკური ქირურგიის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და გავრცელებული სახეობაა, რომელიც სხეულის სხვადასხვა ზონიდან ცხიმოვანი ქსოვილების მოშორების საშუალებას იძლევა. ჭარბი კანქვეშა ცხიმის მოცილების და სხეულის კონტურების კორექტირების ოპერაციას არაერთმა ცნობილმა ვარსკვლავმა მიმართა.





ტუჩის გადიდება


image


ბოლო წლებში პოპულარული გახდა ტუჩის გადიდება. მეგან ფოქსი და როზი ჰანტინგტონ-უაიტლი იყვნენ პირველები, ვინც ეს პროცედურა გამოიყენეს, მათ კვალს მალევე კაილი ჯენერიც გაჰყვა. კარდაშიანების ცნობილმა წარმომადგენელმა ტუჩის გასადიდებლად პროდუქტების საკუთარი ხაზიც კი შექმნა, სახელწოდებით "Kylie Lip Kits"-ი. დღეს ეს პროცედურა არა მხოლოდ ვარსკვლავებისთვის არის ხელმისაწვდომი.





სილამაზის ინექციები


image


კაილი ჯენერი ასევე იყო ერთ-ერთი პირველი, ვინც სილამაზის ინექციები საკუთარ თავზე დატესტა. გოგონა თავისი გამომწერებისთვის ხშირად აზიარებს პროცედურების ამსახველ ფოტოებს სოციალურ ქსელებში. კიდევ ერთი ცნობილი ადამიანი, რომელიც სილამაზის ინექციებით სერიოზულად არის გატაცებული მსახიობი კორტნი კოქსია. ნაოჭების მოსაცილებელი სილამაზის ინექციები ასევე საკუთარ თავზე გამოსცადა მსახიობმა ნიკოლ კიდმანმა, მოდელმა მირანდა კერიმ, მომღერალმა ჯენიფერ ლოპესმა და ბევრმა სხვა საზოგადოებისთვის ცნობილმა სახემ.













0
420
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
420