x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
მზის სისტემა ხელოვნურად არის შექმნილი?!

ტრადიციულ წარმოდგენას, მზის სისტემის წარმოქმნის და აგებულების შესახებ, უეცრად, «ფეხ ქვეშ» «მიწა შეერყა» და კინაღამ «ჩამოიშალა», როდესაც 2010 წელს, NASA-ას ასტრონომებმა, გედის თანავარსკვლავედში კეპლერ-33-ის პლანეტური სისტემა აღმოაჩინეს.


image


კეპლერ-33-ის და მზის სისტემის ციური სხეულების პარამეტრები, თითქმის იდენტურია, მნიშვნელოვანი განსხვავება მხოლოდ ის არის, რომ კეპლერ-33-ის პლანეტები, საკუთარი ვარსკვლავის ირგვლივ, «სიმაღლის მიხედვით» არიან განლაგებულნი: პირველი მწკრივში, ყველაზე დიდი პლანეტა დგას, შემდეგ – ცოტა პატარა და ა. შ. — სულ პატარამდე. მეცნიერებმა კეპლერ-33 სისტემა ანომალიურად მიიჩნიეს, რადგან ჩვენთან, ყველაფერი სხვაგვარად, ქაოსურად არის: ყველაზე ახლოს მზესთან, პატარა პლანეტებია განლაგებული, ხოლო ყველაზე დიდი — იუპიტერი და სატურნი — ზუსტად შუაში. შემდგომში, — მზის სისტემის მსგავსი, კიდევ 146 სისტემის აღმოჩენის და შესწავლის შემდეგ, გაირკვა, რომ მათში პლანეტები საკუთარი ვარსკვლავის ირგვლივ, სწორედ ისე ბრუნავენ, როგორც კეპლერ-33-ში... და მხოლოდ ჩვენი მზის სისტემაა, პლანეტების ქაოტური განლაგებით, ამ საერთო სურათიდან «ამოვარდნილი». შედეგად, გაჩნდა აზრი, მზის სისტემაში პლანეტების ხელოვნურად განლაგების შესახებ და მას არაერთი მომხრე გამოუჩნდა.


დედამიწა – ისევ სამყაროს ცენტრია?


მზის სისტემაზე შემდგომი დაკვირვების შემდეგ, მეცნიერები კიდევ ერთ უცნაურ დასკვნამდე მივიდნენ. მიუხედავად იმისა, რომ სისტემის პლანეტები ვარსკვლავის ირგვლივ ბრუნავენ, ყოველი მათგანი, პარალელურად, დედამიწაზეც არის ორიენტირებული. მაგ., მერკური ჩვენს პლანეტასთან ერთად, სინქრონში მოძრაობს. ხოლო, 116 დღეში ერთხელ, დედამიწასთან და მზესთან ერთად, ერთ მწკრივში დგება. ამასთან, დედამიწისკენ ყოველთვის ერთი და იგივე მხარით არის მიბრუნებული.

ანალოგიურად და გაურკვევლად იქცევა ვენერაც, — ის 584 დღეში ერთხელ, მაქსიმალურად ახლო მანძილზე, დედამიწას უახლოვდება და ისიც, ყოველთვის, მხოლოდ ერთ გვერდს «გვაჩვენებს». გარდა ამისა, მას ერთი უცნაურობაც ახასიათებს: იმ დროს, როდესაც მზის სისტემის თითქმის ყველა პლანეტა (ურანის გარდა) დასავლეთიდან აღმოსავლეთის მიმართულებით ბრუნავს, — ის ამ მიმართულების საწინააღმდეგო მიმართულებით მოძრაობს. «რატომ?» — ამ კითხვაზე პასუხი ჯერ–ჯერობით არ არსებობს.


იუპიტერის საიდუმლო


ასტროფიზიკოსებისთვის, მზის სისტემის პლანეტებს შორის, ყველაზე საკვირველი იუპიტერია, რომელიც ლოგიკის მიხედვით, იმ ადგილზე, რომელსაც ახლა იკავებს, ნამდვილად ვერ წარმოიქმნებოდა. ის, თუ როგორ მოხვდა ეს პლანეტა V ადგილზე, ასევე გაურკვეველია...

ოფიციალური მეცნიერება აღიარებს, რომ მზის სისტემა ანომალიურია და სხვა სისტემებისგან განსხვავებულად არის მოწყობილი... მაგრამ, რატომ?


image


იქნებ მართალია აზრი იმის შესახებ, რომ რაღაც ძალებმა, მზის სისტემა ხელოვნურად შექმნეს და აქ ექსპერიმენტებს ატარებენ. ხოლო, დედამიწა ერთი დიდი ლაბორატორიაა?


მზის სისტემა – კოსმოსური ტაქსია?


კითხვაზე, მზის სისტემა ხელოვნურად არის შექმნილი, თუ არა, პასუხის გაცემა ერთმნიშვნელოვნად შეუძლებელია. თუმცა, იმის წარმოდგენა შეიძლება, რომ არსებობს რაღაც ძალა, რომელსაც პლანეტები საკუთარი სურვილის შესაბამისად განლაგება შეუძლია.

1948 წ. ასტრონომი ფრედ ცვიკი (Fred Zwicky) ამტკიცებდა, რომ ვარსკვლავზე თერმობირთვული ბომბების ჩამოყრის შემთხვევაში, მისი დაჩქარება და ვარსკვლავის სისტემის გადაადგილება შეიძლება. თან, კოსმოსში გადაადგილებისას, ვარსკვლავი დიდი მასის გამო, კავშირს არ გაწყვეტს თანამგზავრ პლანეტებთან და კოსმოსში, მზესთან ერთად, ჩვენც ვიმოგზაურებთ. აზრი რაში მდგომარეობს? მისი გათვლებით, ასეთი ტექნოლოგიით, მაგ., ალფა კენტავრის რაიონში, რამდენიმე საათში მისვლის საშუალებას მოგვეცემა.


მზის სისტემა – ანომალიაა


რაც შეეხება თანამედროვე კვლევებს, კოსმოსურმა ტელესკოპმა «კეპლერმა», თავისი ოთხწლიანი მისიის მანძილზე, ათასობით სამყარო აღმოაჩინა და დაამტკიცა, რომ ჩვენს გალაქტიკაში უამრავი პლანეტა არის. მაგრამ, უფრო გასაკვირი ის არის, რომ მან მნიშვნელოვანი ცნობები მოგვაწოდა მზის სისტემის შესახებაც. აღმოჩნდა, რომ სხვა ვარსკვლავების სისტემების ფონზე, მზის სისტემა ნამდვილად ანომალიაა.


image


ეს რომ ასეა, კარგად ჩანს — «კეპლერის პლანეტარიუმი IV» ანიმაციაზე, რომელიც ვაშინგტონის უნივერსიტეტის ასპირანტმა ი. კრუზემ შექმნა. მასში კრუზე, კეპლერის მონაცემთა ბაზიდან აღებული ვარსკვლავების პლანეტარულ სისტემებს, მზის სისტემას ადარებს. განსხვავება მზის სისტემასა და დანარჩენი ვარსკვლავების სისტემებს შორის, უდავოდ თვალშისაცემია. ადვილი შესამჩნევია, რაოდენ უცნაურად გამოიყურება მზის სისტემა, სხვა სისტემების ფონზე. «კეპლერის» მისიის დაწყებამდე, მეცნიერები ფიქრობდნენ, რომ ეგზოპლანეტების სისტემების უმრავლესობა, ისევე არის მოწყობილი, როგორც ჩვენი მზის სისტემა: პატარა, მყარი პლანეტები, ცენტრთან ახლოს არის, ხოლო გაზიანი გიგანტები — უფრო მოშორებით. მაგრამ, აღმოჩნდა, რომ ყველაფერი სხვაგვარად არის. «კეპლერმა» აღმოაჩინა იუპიტერის ხელა გაზის გახურებული გიგანტები, რომლებიც ფაქტობრივად, ეხებიან იმ ვარსკვლავებს, რომლის ირგვლივაც ბრუნავენ. უკვე აღმოჩენილი 685 ვარსკვლავიდან, არცერთის სისტემა არ ჰგავს მზის სისტემას.



image

არხის სხვა სიახლეები:


* უძველესი შუმერული ტექსტებით, დედამიწის ყველაზე საშინელი საიდუმლო გაიხსნა

* ეს მარტივი და იაფიანი პროცედურაა, შედეგი კი – გასაოცარია

* მეკობრე ქალები



2
1195
3-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
1195
  
2023, 25 მაისი, 0:02
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2023, 23 მაისი, 22:58
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 2