x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
თიურქან შორაი - თურქეთის ლეგენდა და სიამაყე

image

თიურქან შორაი-მას ეძახიან ლეგენდას მარგალიტს, დედოფალს,

სულთანაის, აგრეთვე თურქეთის სოფი ლორენს და "აღმოსავლეთის ელიზაბეტ ტეილორს"


იგი დაიბადა 1945 წლის 28 ივნისს სტამბულში, ჩერქეზული წარმოშობის ჩვეულებრივი მოსამსახურის ოჯახში, დედა დიასახლისი იყო, ხოლო მამა რიგითი მოხელე.მისი უმცროსი და მელიჰაც მსახიობია, თუმცა თავისი დის პოპულარობას დიდი მასშტაბით ჩამორჩება.უმცროსი დის დაბადების შემდეგ მალე მშობლები გაშორდნენ, თიურქანმა დაამთავრა გოგონათა უმაღლესი სკოლა, იგი გათხოვილი იყო მსახიობ სიჰან უნელზე, რომელსაც შემდეგ გაშორდა, ჰყავს ერთი ვაჟი.

image

მისი სამსახიობო კარიერა სრულიად შემთხვევით დაიწყო, როცა ერთ-ერთი სცენარისტი 15 წლის გოგონას ქუჩაში მიუახლოვდა და კინოში გადაღება შესთავაზა.ასე შედგა მისი დებიუტი ფილმში "სიყვარულის ქარი"(1960)როგორც მაყურებლის მხრიდან დიდი მოწონება დაიმსახურა, ასევე თბილად შეხვდა კრიტიკაც.ამის შემდეგ იწყება თურქი მზეთუნახავის წარმატებული კარიერა.მან მიიღო 222- ფილმში მონაწილეობა, ამ მაჩვენებლით ქალ მსახიობებს შორის იგი მსოფლიოში პირველ ადგილზეა.

1964 წელს ანტალიის ოქროს ფორთოხლის ფესტივალზე „ყველაზე წარმატებული მსახიობის“ ჯილდო მიიღო.

image

1972 წლიდან იგი კინორეჟისორადაც გვევლინება, 2010 წლის 12 მარტს შორაი იუნესკომ კეთილი ნების

ელჩად აირჩია, ერთერთი სკოლა მის სახელს ატარებს, არის უამრავი სახელმწიფო ჯილდოს მფლობელი.აღებული აქვს კინო- პრიზები, მათ შორის მოსკოვის, სტამბულის, რომის და ტაშკენტის კინოფესტივალებზე. რამდენიმე ყველაზე პოპულარული ფილმი მისი მონაწილეობით:"ნარჩიტა, ჩიტი მგალობელი"(ფერიდე)-1966წ; "მტირალა ანგელოზი"-1970წ;"დაბრუნება"-1972წ;"ღირსების საქმე"-1973წ;"სულთანის საცოლე"-1973წ;"ტანჯვა"-1974წ;"ასლა და დაიმა"-1976წ;"ჩემი სიყვარული, ჩემი ტანჯვა"-1978წ;"მინე"-1982წ."ბერდელი"-1990წ;"ტკბილი ცხოვრება"-2001წ;


image

შორეი 2016 წლიდან არის ევრაზიის აკადემიის წევრი.

image


1
313
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
313
  
2023, 22 მაისი, 23:24
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1