x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
თუ ხშირად მოგზაურობთ უნდა იცოდეთ თუ რა როლი აქვს უსაფრთხოებასა და დაზღვევას ტურიზმში
უცხო გარემოში ტურისტი ყოველთვის იმყოფება მომეტებულ საფრთხეში. უმეტეს შემთხვევაში ჩასვლისას ადგილზე არ ფლობს ენას, არ იცნობს კარგად ადგილობრივ ტრადიციებს, მეტიც არ გააჩნია იმუნიტეტი იქ გავრცელებული დაავადებების წინააღმდეგ. ჯანმრთელობაზე მოქმედებს ხმაური, ვიბრაცია, მტვერი, რადიოაქტიური და ბიოლოგიური და სხვა სპეციფიკური რისკ -ფაქტორები.


image


არ არის დაზღვეული სხვადასხვა ბუნებრივი საფრთხეებისაგან. ტურის პროეტირებისას აუცილებელია გათვალისწინებული იქნას წელიწადის დროის, ამინდის ფაქტორი. უნდა მოხდეს ტურისტული მარშრუტის სწორად შერჩევა.

დიდი მნიშვნელობა ენიჭება ინფექციურ დაავადებებსა და საკვები პროდუქტებით მოწამვლით საშიშროებას . ძალზე გავრცელებულია საკვებით მოწამვლის შემთხვევები ეგვიპტესა და ინდოეთში. ამიტომ ტურისტებს ეკრძალებათ ქუჩაში შეძენილი საკვებისა და ხილის ჭამა.


დიდ დისკომფორტს უქმნიან ტურისტებს წვრილმანი მძარცველები და ქურდები . ამიტომ კარგად უნდა იცოდეთ როგორ დაიცვათ პირადი და ქონების უსაფრთხოება.


image


ტურისტული მოგზაურობისას ერთ-ერთ სახიფათო ეტაპად ითვლება მგზავრთა გადაყვანა ავტობუსით, მატარებლით, საზღვაო თუ საჰაერო ტრანსპორტით. ხშირია ავარიები. ტურიზმის უსაფრთხოება და რისკების შემცირება მოგზაურობისას პრობლემების ფართო სპექტრს მოიცავს. მათ შორისაა :

- სპეციალური საპოლიციო სამსახურის შექმნა სტუმართა და ადგილობრივ მცხოვრებთა დასაცავად.

- ტურისტულ დაწესებულებათა უსაფრთხოების შემოწმება და მათი ლიცენზიებისა და სერთიფიკატების არსებობა.

- სასწრაფო დახმარების სამუშაოთა ორგანიზაცია

- ტურისტრების საჩივრების მიღება

- ძეგლებისა და გარემოს დაცვა

- ნარკოტიკებისა და პროსტოტუციის წინააღმდეგ ბრძოლა

ტურისტების უსაფრთხო მოგზაურობა დეკლარირებულია “ტურისტულ ქარტიაში", “ტურიზმის გლობალურ ეთიკურ კოდექსში ", “ტურიზმის შესახებ ჰააგის დეკლარაციაში" და სხვ.


image



დაზღვევა-

ტურისტის დაზღვევა არის მისი უსაფრთხოების ღონისძიების ნაწილი. დაზღვევის საბოლოო შედეგია უზრუნველყოს საზოგადოებაში და სოციალური და ეკონომიკური სტაბილურობა, სრულად აანაზღაუროს ზარალი, რომელიც გამოწვეულია არასასურველი, წინასწარ გაუთვალისწინებელი მოვლენებით .


image


ტურიზმში დაზღვევის სახეებია :

- დაზღვევა უბედური შემთხვევებისას .

- სამედიცინო დაზღვევა

- პასუხისმგებლობის დაზღვევა.

დღესდღეობით არსებობს ასევე საერთაშორისო სადაზღვევო პოლისის მრავალსახეობა, რითიც შესაძლოა მსოფლიოს ყველა ქვეყანაში ისარგებლო. დაზღვევის ღირებულება მერყეობს 6 დან 40 დოლარამდე. სადაზღვევო ანაზღაურება არ გაიცემა თუ ზარალი წარმოიქმნება განზრახ ქმედებით. ასევე ომის დროს. ასევე გასათვალისწინებელია 65 წელზე უფროსი პირის სადაზღვევო შესატანი იზრდება ორჯერ, 70 წლის 3 ჯერ და 75 წელზე მეტი ასაკის პირებისათვის დაზღვევა არ ხდება.



თუ თქვენ ხშირად მოგზაურობთ და ტურიზმი თქვენი გატაცებაა, ამ საფრთხეების შესახებ უნდა იცოდეთ

image

0
14
შეფასება არ არის
ავტორი:Teklamaisuraze
Teklamaisuraze
14
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0