x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508500
წითელი მართკუთხა ნისლეული - სამყაროს ერთ-ერთი ყველაზე იდუმალი ობიექტი
ჩვენს სამყაროში ბევრი იდუმალებით მოცული მოვლენა და ფაქტი არსებობს, რასაც მეცნიერები ბოლომდე ვერ ხსნიან. მათ შორის ერთ-ერთი არის წითელი მართკუთხა ნისლეული, რომელსაც ნუმერაციულად HD 44179 ჰქვია. ეს ნისლეული ჩვენგან 2300 სინათლის წლის მოშორებით, მარტორქის თანავარსკვლავედში მდებარეობს და მის ყველა დამკვირვებელს ანცვიფრებს თავისი იდეალური გეომეტრიული პროპორციებით. სამეცნიერო ფანტასტიკის მოყვარულთათვის ის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ობიექტია მთელ სამყაროში. ზოგიერთ მეცნიერს მიაჩნია, რომ ეს ნისლეული შესაძლოა უცხოპლანეტელთა მიერ ხელოვნურად იყოს შექმნილი ჩვენთვის ამოუხსნელი და სრულიად იდუმალი მიზნებით, თუმცა მკვლევართა უმეტესობა იზიარებს იმ აზრს, რომ მისი წარმოშობა ბუნებრივი ხასიათისაა.


დედამიწის ტელესკოპებიდან ნისლეული მართკუთხა მოჩანს, თუმცა “ჰაბლის” კოსმოსური ტელესკოპით დაკვირვების შედეგად გაირკვა, რომ ობიექტს უფრო X-ის ფორმა აქვს, ვიდრე მართკუთხედის. ამ ძალიან უცნაური X-ის “მკლავები” გაზის და მტვრის ფანტანებისგან არის შექმნილი, რომელსაც მათ ცენტრში მდებარე ვარსკვლავი აფრქვევს.


ამ ფანტანებს შორის არსებულ სტრუქტურას ანალოგი არ გააჩნია სამყაროში. ეს სტრუქტურა მეცნიერების აზრით არის ყოველ რამდენიმე ასწლეულში ერთხელ ამოფრქვეული მატერიის რელიქტი. სწორედ ეს რელიქტი ჩანს X-ის მსგავსად იმ კუთხიდან, საიდანაც ჩვენ მას ვუმზერთ.


ოდესღაც წითელ მართკუთხა ნისლეულში მოთავსებული ვარსკვლავი ჩვენს მზეს ჰგავდა. ამჟამად კი ყოველ 14, 000 წელიწადში ერთხელ ის საკუთარ გარე გარსს კოსმოსის უსასრულო სივრცეში ისვრის. რამდენიმე ასეულ ათას წელიწადში ეს პროცესი დასრულდება და ვარსკვლავი კიდევ უფრო თეთრი და ცხელი გახდება და სულ უფრო მეტ ულტრაიისფერ ტალღებს გამოასხივებს, რაც გარემომცველ გაზს ფლუორესცენტული შუქით ააელვარებს. ამის შემდეგ კი ახალი პლანეტარული ნისლეული დაიბადება, საიდანაც შესაძლოა დედამიწის მსგავსი რამდენიმე ციური სხეულიც “გამოიჩეკოს.”



მაგრამ მაინც რატომ აქვს ამ ნისლეულს ასეთი უცნაური მოწითალო ფერი? და რატომ ანათებს მთელი ეს სტრუქტურა ასე უჩვეულოდ?


აღნიშნულის შესახებ მეცნიერებს პასუხები ჯერჯერობით არ გააჩნიათ.


უცხო

1
70
შეფასება არ არის
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
70
  
2023, 22 მაისი, 23:24
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1