x
მეტი
  • 09.10.2024
  • სტატია:137528
  • ვიდეო:351967
  • სურათი:511417
დიანა ღურწკაიას ქმარი მოუკვდა

image

რუსეთში მცხოვრები ქართველი მომღერლის, კრემლის პოლიტიკის მხარდამჭერის, დი­ა­ნა ღურწკა­ი­ას ქმა­რი, პი­ოტრ კუ­ჩე­რენ­კო 46 წლის ასაკ­ში გარ­და­იც­ვა­ლა. ინ­ფორ­მა­ცი­ას გამოცემა "კომსომოლსკაია პრავდა" ავ­რცე­ლებს.


კუ­ჩე­რენ­კო, რო­მე­ლიც რუ­სე­თის უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე მუ­შა­ობ­და, კუ­ბა­ში საქ­მი­ა­ნი ვი­ზი­ტით იმ­ყო­ფე­ბო­და, უკან დაბ­რუ­ნე­ბი­სას თვითმფრინავში გახდა ცუდად, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.


გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის თა­ნახ­მად, პი­ოტრ კუ­ჩე­რენ­კომ თვითმფრი­ნავ­ში, რომ­ლი­თაც დე­ლე­გა­ცია ბრუნ­დე­ბო­და, თავი ცუ­დად იგ­რძნო, რის გა­მოც თვითმფრი­ნა­ვი სხვა ად­გი­ლზე, კერძოდ მინერალურ წყლებში და­ეშ­ვა იმის­თვის, რომ კუ­ჩე­რენ­კოს­თვის დახ­მა­რე­ბა აღ­მო­ე­ჩი­ნათ, მაგ­რამ მისი გა­დარ­ჩე­ნა ვერ მო­ხერ­ხდა.


გარ­დაც­ვა­ლე­ბის მი­ზეზს სა­მი­ნის­ტროს პრეს­სამ­სა­ხურ­ში არ აკონ­კრე­ტე­ბენ.



პიოტ კუ­ჩე­რენ­კო რუ­სე­თის გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლედ 2021 წელს და­ი­ნიშ­ნა.



რუსი ჩინოვნიკი პიოტრ კურეჩენკო 2005 წელს დაქორწინდა ქართული წარმოშობის უსინათლო მომღერალზე-დიანა ღურწკაიაზე, წყვილს ორი წლის შემდეგ შეეძინათ ვაჟი.




2
76
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
76
  
2023, 23 მაისი, 23:02
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2023, 22 მაისი, 23:41
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 2