x
image
დავითი ჩუთლაშვილი
ეს გიგანტური ურჩხული იურული პერიოდის ოკეანეებს ატერორებდა
მეცნიერების მტკიცებით პლიოზავრი გასაოცარი ზომის იყო - მისი სხეულის სიგრძე 15 მეტრს შეადგენდა. ეს იყო უზარმაზარი მონსტრი, რომელიც იურული პერიოდის ოკეანეებში სრულად დომინირებდა. ცოტა ხნის წინ პორტსმუთის უნივერსიტეტის პალეონტოლოგებმა ოქსფორდშირის მუზეუმში ამ გიგანტური მტაცებლის ძვლების ნარჩენები ხელახლა აღმოაჩინეს, რომლებიც გაგიკვირდებათ და აქამდე მეცნიერებს მხედველობიდან გამორჩათ. ამჟამად ამ ნარჩენების ინტენსიური შესწავლა მიმდინარეობს, რათა 150 მილიონი წლის წინათ მცხოვრები ამ გასაოცარი ურჩხულის შესახებ მეტი ფაქტები იქნას მოპოვებული.


პლიოზავრს უძლიერესი ყბები და მოზრდილი ხანჯლის ზომის კბილები ჰქონდა. მისი თავი სიდიდით 3 მეტრს შეადგენდა, თუმცა მისი ტვინი ერთიციცქნა იყო. ეს გახლდათ მართლაც უაღრესად მცირე ზომის ტვინი, რომელიც სხეულის მთელი მასის 1 %-ს მოიცავდა. სამაგიეროდ მისი უძლიერესი ყბები მსხვერპლს მომენტალურად ფლეთდა.


უცხო


ზღვათა ეს მბრძანებელი საკმაოდ კარგი მხედველობით გამოირჩეოდა. კისერი სქელი და მოკლე ჰქონდა. თუმცა ძლიერი კიდურებით სწრაფად გადაადგილდებოდა როგორც ზღვის წყალმარჩხ ზედაპირებზე, ასევე ღრმა წყალში. ის გარდამავალ საფეხურს წარმოადგენდა დინოზავრებსა და ნიანგებს შორის და ორივე ამ მტაცებლის მახასიათებლებს ფლობდა. შეეძლო ენადირა ზღვაში არსებულ ნებისმიერ ცოცხალ არსებაზე და ვაი იმ ცხოველს, რომელსაც ის გამოეკიდებოდა.



ერთი სიტყვით, ეს იყო უსაზარლესი მტაცებელი, თუმცა არა იმდენად საშიში, როგორც ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლები. ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლებისგან განსხვავებით ამ მტაცებელმა კარგად იცოდა, რომ საკუთარ თანამოძმეებს არ უნდა დასხმოდა თავს და საკუთარი ჯიშისა და ჯილაგისთვის არ უნდა ეღალატა. ყოველ შემთხვევაში ამას ამტკიცებდა რიჩარდ ოუენი, რომელმაც ეს გიგანტური ხვლიკი 1842 წელს აღმოაჩინა. სწორედ მან შეარქვა პლიოზავრს სახელი, რომელიც ძველბერძნულად “ხვლიკზე მეტს” ნიშნავს. ამ საშინელი არსების გაბარიტებს თუ წარმოვიდგენთ, ეს სახელი მართლად აღარ მოგეჩვენებათ არარეალისტურად.


პლიოზავრი ღია ოკეანეებში სახლობდა. ვეებერთელა ზომის მსხვერპლს დიდხანს მისდევდა და როცა ყბებში მოიგდებდა, არანაირ გასაქანს აღარ უტოვებდა. მას როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ჰქონდა უძლიერესი ყბები, თუმცა შეეძლო ყბებში მოგდებულ მსხვერპლთან ერთად გადატრიალებულიყო კიდეც. მსგავსი მოძრაობებით ის მსხვერპლის ხორცს ფლეთდა, ზუსტად ისევე, როგორც ამას თანამედროვე ნიანგები აკეთებენ.


თუმცა ეს მრისხანე მტაცებელი ერთ დღეს მთლიანად გადაშენდა. მიზეზი ის ასტეროიდი იყო, რომელმაც დინოზავრების მთელი სახეობების გაქრობა გამოიწვია. ჩანს, უძლიერეს მტაცებლად ყოფნა არ კმარა, როცა თავში ერთიციცქნა ზომის უხარისხო ტვინი გიდევს. ეს პლიოზავრების მაგალითზე ბუნებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა.


მონსტრი

0
68
შეფასება არ არის
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
68
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0