x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
ვნება სამეფო საძინებელში: 10 ყველაზე გარყვნილი მამაკაცი ისტორიაში

image


საიდუმლო არ არის რომ მსოფლიოს მრავალი მმართველი არა მარტო პოლიტიკაში და ბრძოლის ველზე, არამედ სასიყვარულო საქმეებშიც ბრწყინავდა. ზოგიერთი მონარქი ისტორიაში თავისი ვნებიანი თავგადასავლებით უფრო ცნობილია, ვიდრე საზოგადოებრივ საქმეებში მიღწეული წარმატებებით. აი, იმ 10 ისტორიული პიროვნების ვინაობა, რომელმაც სახელი სასიყვარულო საქმეებით გაითქვა.




ნაპოლეონი

image


მიუხედავად მისი პატარა სიმაღლისა, ნაპოლეონ ბონაპარტი განსაკუთრებული ქარიზით გამოირჩეოდა. ქალები მასზე გიჟდებოდნენ. საფრანგეთის სამხედრო და პოლიტიკურ ლიდერს შეეძლო ლამაზად საუბარი და თავაზიანი არშიყობა - ყველა ქალს ის თავს დედოფლად აგრძნობინებდა. ისტორიული ჩანაწერებით თუ ვიმსჯელებთ, ნაპოლეონს ცხოვრების მანძილზე 51 საყვარელი ჰყავდა.




ფიდელ კასტრო


image


კუბის დიქტატორი 3500 ათას ქალს ხვდებოდა. ფიდელის ადმინისტრაციის ერთ - ერთი წყაროს ცნობით 40 წლის განმავლობაში მას ყოველდღე მინიმუმ სამი ქალი ჰყავდა. ის ერთს საუზმეზე უკვეთავდა, მეორეს - ლანჩზე, მესამეს კი - ვახშმისთვის, თუმცა ამ ციფრების სიზუსტე შეიძლება საეჭვო იყოს, მაგრამ რაც დანამდვილებით ცნობილია არის ის რომ კასტროს თანმხლებ პირთა რიცხვი ათასობით იყო.



ჯონ კენედი

image


ექსპერტების მტკიცებით, კენედი "სექს გიგანტი" იყო. შეერთებული შტატების პრეზიდენტი ხელიდან არც ერთ ქალს არ უშვებდა - მის საწოლში ხვდებოდნენ ჟურნალისტებიც, მსახიობებიც, მომღერლებიც და მდივნებიც. ცოლი კი მის თავგადასავლებს მორჩილად იტანდა.




კალიგულა

image


რომის იმპერატორი, გაიუს იულიუს კეისარი ავგუსტუს გერმანიკუსი, მეტსახელად კალიგულა თავისი სისასტიკით იყო განთქმული, რომელმაც ძალაუფლებას ინტრიგებითა და ღალატით მიაღწია. ცხოვრებაში რომის იმპერატორს მხოლოდ სამი რამ უყვარდა- ძალაუფლება, წამება და ქალები, სხვათა შორის, მას ქალებთან ძალიან საშინელი, გარყვნილი ფორმით ეძინა.




ჯაკომო კაზანოვა


image


იტალიელი ავანტიურისტი სემინარიიდან გარიცხეს, როდესაც ის სტუდენტთან ერთად საწოლში გამოიჭირეს. კაზანოვა მსოფლიოს გარშემო ბევრს მოგზაურობდა, ცნობილი ავანტიურისტი ფულს აზარტული თამაშებით შოულობდა და იმ მდიდარი ქალების კმაყოფაზე ცხოვროდა, რომლებსაც ის აცდუნებდა. სიცოცხლის ბოლოს ჯაკომომ გამოაქვეყნა ავტობიოგრაფიული წიგნი, რომელშიც თავის მრავალ სექსუალურ თავგადასავალს დეტალურად აღწერდა. ისტორიაში ჯაკომო კაზანოვა ქალების საბედისწერო მაცდუნებლის სახელით შევიდა.





ნერონი

image


ნერონი პატარაობიდანვე მამის ქალებთან ურთიერთობას თვალყურს ყურადღებით ადევნებდა. რომის იმპერატორს ტემპერამენტი მემკვიდრეობით გადაეცა, ამიტომ გასაკვირი არ არის რომ ნერონი მრუშობას ბოლომდე მიეცა, მეტიც, მან სახელმწიფო საქმეები საერთოდ მიატოვა, რის შედეგადაც ის ტახტიდან ჩამოაგდეს.




ჩინგისხანი

image


ჩვენი პლანეტის უამრავი მამაკაცი და ქალი ჩინგისხანის - პირდაპირი შთამომავალია. ეს მონღოლი სარდალი საკმაოდ პროდუქტიული იყო. წარმატებული სამხედრო სტრატეგი დაპყრობილ ტერიტორიებზე ურჩ მამაკაცებს ხოცავდა და ყველა ლამაზ და ახალგაზრდა ქალთან ინტიმურ კავშირს ამყარებდა, რათა ამქვეყნად რაც შეიძლება მეტი შთამომავალი დაეტოვებინა.




ჰენრი VIII

image


ინგლისის მეორე ტიუდორი მეფე და ცნობილი მთავარსარდალი ჰენრი VIII, რომელიც ისტორიაში "ლურჯწვერას" სახელით არის ცნობილი, ექვსჯერ იყო დაქორწინებული. როდესაც ის მეუღლის მიმართ ინტიმურ ინტერესს კარგავდა, მისი სიკვდილით დასჯის საბაბს ეძებდა, ხოლო რამდენიმე დღის შემდეგ თავისი მრავალრიცხოვანი საყვარლებიდან ერთ - ერთს არჩევდა, რომელიც ცოლად მოჰყავდა. დროთა განმავლობაში ისტორია მეორდებოდა.




ლუი XIV

image


მეფე ლუი XIV-ს თავისი მხიარული და მოსიყვარულე ბუნების გამო მეტსახელად "მეფე მზე" შეარქვეს. 22 წლის ასაკში ის უკვე სასიყვარულო თავგადასავლებით იყო განთქმული. მან ისე ადრე დაიწყო ქალების ცდუნება, რომ ეს საქმიანობა მალევე მობეზრდა, შედეგად, ლუი რამდენჯერმე დაქორწინდა, სიცოცხლის ბოლოს კი იპოვა ის ერთადერთი, ვისთან ერთადაც სიბერეს შეხვდა.




ბაირონი

image


ლორდ ბაირონი არა მხოლოდ თავისი შემოქმედებით, არამედ ქალებთან ურიცხვი რომანებითაც იყო ცნობილი. ამბობენ, რომ წელიწადში მას 250 მშვენიერი სქესის წარმომადგენელთან ჰქონდა ურთიერთობა, მათ შორის მსახიობებთან, მოახლეებთან და სახელმწიფო მოხელეების ცოლებთანაც კი. ინტიმური მომსახურების მიღების მიზნით ის ხშირად უძველესი პროფესიის ქალებსაც აკითხავდა.








0
500
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
500