x
image
ირინა მ.
მოდა, რომელიც კლავდა: სველი კაბა შუა ზამთარში

image


მე-19 საუკუნის დასაწყისი, მეჯლისები, ლამაზმანები, იუნკერები ლაქიებით, თხელი, აბრეშუმის მუსლინის კაბები და ... სიკვდილი, რომელსაც ხალხში "მუსლინის გაციება" შეარქვეს.


imageფირმინ მასოტი. მადამ რეკალიე. 1807 წელი

საქმე იმაშია, რომ ამ პერიოდში მოდაში შემოვიდა სიშიშვლე და ანტიკური სილამაზე, მინიმალიზმი ტანსაცმელში და ლამაზი "ბუნებრივი" ნაკეცები. უკანასკნელის შესაქმნელად ქალბატონები თავის თხელ, მუსლინის კაბებს წყლით ისველებდნენ და ასე გამოწყობილი (დასველებულები) დადიოდნენ სტუმრად, მეჯლისებზე, სასეირნოდ.


image

imageმოდა 1802 წელს. ახალგაზრდებიც და ასაკოვნებიც ერთნაირად იცვამდნენ

სინამდვილეში, ეს ყველაფერი ცოტა ადრე დაიწყო. 1713 წელს, როცა აღმოჩენილ იქნა ქალაქები პომპეი და ჰერკულანუმი, ანტიკურ ხანამ დიდი ინტერესი გამოიწვია. 1785 წელს, ერთ-ერთმა გერმანელმა გამომცემელმა ("ქალების ალმანახი"), სთხოვა მხატვარს და კარიკატურისტს, დანიელ ხოდოვეცკის, დაეხატა ტანსაცმლის ახალი მოდელები, რათა ქალბატონების მოდის რეფორმისთვის შეეწყო ხელი. დანიელმაც დახატა, ნიმუშად კი ძველბერძნული ჩაცმულობა აიღო. უკვე 1796 წლიდან ანტიკური მოდა დამკვიდრდა.


imageფრანსუა პასკალ სიკონ ჟერარი. მადამ რეკამიეს პორტრეტი. 1805 წელი.

მაგრამ არც რუსული, არც პარიზული ზამთარი ხელს არ უწყობდა თხელი, სველი კაბების მოდის ტენდენციებს. ევროპა და რუსეთი მოიცვა ნორჩი ლამაზმანების სიკვდილის ტალღამ, მიზეზი გაციება, ფილტვების ანთება და შემდგომი გართულებები იყო. მოდის მიმდევრები, ხომ, სუსხიან ზამთარში, სანამ ეტლამდე მივიდოდნენ, მხოლოდ თხელი მოსასხამით კმაყოფილდებოდნენ.


imageამბობდნენ არა "რა ლამაზადაა ჩაცმული", არამედ "რა ლამაზი დრაპირებაა"

გაზეთები ნეკროლოგებით აჭრელდა: მეჯლისის შემდეგ გარდაიცვალა 19 წლის ქალბატონი დე ნოლი, 18 წლის ქალბატონი დე ჟიუინიე, 16 წლის ქალბატონი შანტალი და ა.შ. კაბები იმდენად ღია და გამომწვევი იყო, რომ თანამედროვე ქალიშვილებიდანაც კი ყველა ვერ გაბედავდა მის ჩაცმას არა თუ წვეულებაზე, არამედ პლაჟზეც კი. ისინი ასე მეჯლისებზე დადიოდნენ და არავინ კიცხავდა ამისთვის.


image

მოდა ასეთ კაბებთან, ძალიან თხელძირიანი ფეხსაცმლის ტარებას მოითხოვდა. ამ ფეხსაცმელს იმდენად თხელი ძირი ჰქონდა, რომ საცოდავ ქალიშვილებს ძალიან უჭირდათ ნესტიან ამინდში მისი გამოყენება, სიარულს უძნელებდათ ასევე გზაზე ყოველი კენჭი. ამიტომ აუცილებლად ან ეტლით, ან ცხენით უნდა ევლოთ.

არისტოკრატების საბედნიეროდ, ეს მოდა დიდხანს არ გაგრძელებულა. მალე შემოვიდა კორსეტები, კაბები უფრო მჭიდროდ ეკვროდა სხეულს და მისი დასველების საჭიროება აღარ იყო. დროთა განმავლობაში მოდა უფრო და უფრო დახურული ხდებოდა, კაბის ქვედა ბოლოების რაოდენობა და თვითონ კაბების მოცულობაც იზრდებოდა და იზრდებოდა.

ნახეთ სხვა სტატიები:








სახლი მდინარეში (საფრანგეთი)

image


მადაგასკარის ტყე, რომლის ხეების მწვერვალებიც სამართებელივით ბასრია


image


რატომ აგზავნიდა იმპერატრიცა ეკატერინე მეორე თავის ფავორიტებს ფრეილინების საძინებელში

image


ისტორია მოზარდის შესახებ, რომელმაც სახლის ეზოში ატომური რეაქტორი ააწყო

image


ცნობილთა ქორწილების ფოტოები

image


იცით თუ არა, რომ....

image


ცნობილი ადამიანების ყველაზე უცნაური ანდერძები

image


მსახიობები, რომლებმაც ფილმებში ბრწყინვალედ შეასრულეს სტრიპტიზი (ვიდეო) (+18)

image






0
522
3-ს მოსწონს
ავტორი:ირინა მ.
ირინა მ.
522