x
მეტი
  • 19.03.2024
  • სტატია:133845
  • ვიდეო:353916
  • სურათი:508141
57 წლის მონიკა ბელუჩი თამამ ფოტოსესიაში
მოგეხსენებათ, რომ შოუბიზნესი არის "ცნობილების" კომერციული საესტრადო გამოსვლა, რომელიც წარმოადგენს ღონისძიების ორგანიზატორთა შემოსავლის წყაროს და დღეს მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანას აქვს ის. შუბიზნესის წევრები არიან ამა თუ იმ ქვეყნის ცნობილი მომღერლები, მსახიობები, მოდელები და ა.შ, რომლებიც მუდამ ყურადღების ცენტრში არიან, ვიდრე სხვა ჩვეულებრივი მოქალაქეები. ისინი ასევე ხვდებიან ყვითელი პრესის ფურცლებსა და ჭორების ქარ-ცეცხლში. რა თქმა უნდა არიან ცნობილები, რომლებიც პრესისა და ტელევიზიებისგან იზოლირებულად ცხოვრობენ, თუმცა მათი განსაზღვრული ნაწილი დღემდე აქტიურად იკავებს "ყველაზე სექსუალური"-ს სტატუსსა და სკანდალებით იწევს რეიტინგს. პაპარაცებისა და ჟურნალისტების თვალს მიღმა ხომ არაფერი რჩება, აქტიურად იქექებიან ჩვენი ცნობილების პირად ცხოვრებასა და ქორწინება-განქორწინების საკითხშიც, რომელიც ჩვენს ცნობილებს (უმეტეს მათგანს) კარიერაზე ნაკლებად ადარდებთ.




image




წარდგენა არ ჭირდება სექს-სიმბოლოს, იტალიელ მსახიობ მონიკა ბელუჩის, რომელიც მსოფლიოს მრავალი მამაკაცის სამიზნე და მილიონობით ქალის შურის ობიექტი თუ მისაბაძი მაგალითია. 57 წლის ვარსკვლავი ყოველდღე უმტკიცებს თავს და ჩვენ, რომ ცხოვრება 50 წლის შემდეგ იწყება და იღებს მონაწილეობას მრავალ თამამ ფოტოსესიაში ზოგადად თუ ჟურნალების გარეკანზე აღმოსაჩენად.



image





ქალღმერთს ასაკი ხელს არ უშლის იმაში, რომ იყოს სამყაროს ყველაზე სასურველი ქალი და პოპულარობის პიკზეა, როგორც ყოველთვის. მის თაყვანისმცემლებს მიაჩნიათ, რომ ის ისევე ისე გამიყურება, როგორც 30 წლის წინ და ეჭვის შეტანას იწყებენ იმაში, რომ ის საიდუმლო ელექსირის ფორმულას ფლობს. ქალღმერთი არ მალავს ასაკს და კმაყოფილია იმით, რაც ბუნებამ არგუნა. მოდის ჟურნალები თუ სახლები ხშირად ქირაობენ მოდელსა და მსახიობს ფოტოსესიებისთვის.



image



დამეთანხმებით, რომ თითქმის ექვსი ათეული წლის მიუხედავად, მონიკა, შესანიშნავად გამოიყურება და დამსახურებულად რჩება სამყაროს ერთ-ერთ სასურველ ქალად და დღემდე ტყუილად არ წყვეტს პრიალა ჟურნალების გარეკანზე ყოფნას. ამჯერად ის ჟურნალი WSI style-ს გარეკანზე აღმოჩნდა, სადაც ნათლად ჩანს, რომ მისი სხეულის ფორმები ისევ იდეალურად გამოიყურება.



image



აქვე, ვრცელდება ჭორები, რომ მონიკა ტიმ ბერტონს ხვდება და ყველა დარწმუნებულია, რომ მათი რომანი მგზნებარე და ხანგრძლივი იქნება.



2
365
3-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
365
  
2023, 25 მაისი, 22:52
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2023, 25 მაისი, 0:03
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 2