შოუბიზნესი მყარი ვარსკვლავური წყვილები, რომელთა ქორწილს, ალბათ არასდროს ვეღირსებით 25 მაისი, 11:03 მოგეხსენებათ, რომ შოუბიზნესი არის "ცნობილების" კომერციული საესტრადო გამოსვლა, რომელიც წარმოადგენს ღონისძიების ორგანიზატორთა შემოსავლის წყაროს და დღეს მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანას აქვს ის. შუბიზნესის წევრები არიან ამა თუ იმ ქვეყნის ცნობილი მომღერლები, მსახიობები, მოდელები და ა.შ, რომლებიც მუდამ ყურადღების ცენტრში არიან, ვიდრე სხვა ჩვეულებრივი მოქალაქეები. ისინი ასევე ხვდებიან ყვითელი პრესის ფურცლებსა და ჭორების ქარ-ცეცხლში. რა თქმა უნდა არიან ცნობილები, რომლებიც პრესისა და ტელევიზიებისგან იზოლირებულად ცხოვრობენ, თუმცა მათი განსაზღვრული ნაწილი დღემდე აქტიურად იკავებს "ყველაზე სექსუალური"-ს სტატუსსა და სკანდალებით იწევს რეიტინგს. პაპარაცებისა და ჟურნალისტების თვალს მიღმა ხომ არაფერი რჩება, აქტიურად იქექებიან ჩვენი ცნობილების პირად ცხოვრებასა და ქორწინება-განქორწინების საკითხშიც, რომელიც ჩვენს ცნობილებს (უმეტეს მათგანს) კარიერაზე ნაკლებად ადარდებთ.
![]() როგორც ზემოთ უკვე აღვნიშნე, პაპარაცები და კამერები არის ყველგან, იქ, სადაც არიან ჩვენი ვარსკვლავები. ამიტომ ისინი ათასობით თანხებს ხარჯავენ იმის გამო, რომ მოუვლელობისა და არაესთეტიკურობის გამო არ მოხვდნენ ჟურნალების გარე ყდაზე, თუმცა ხდება გამონაკლისებიც, ვინაიდან ისინიც ისეთივე ადამიანები არიან, როგორც სხვა ყველა ჩვენ-დანარჩენი, მათაც უწევთ ზედმეტი თმის მოცილება სახიდან თუ სხეულის სხვა ნაწილებიდან, იკეთებენ მაკიაჟს, იღებენ შხაპსა და ფერუმარილის მეშვეობით მალავენ ნაკლოვანებებს. ამ ყველაფრის მიუხედავად კი, მაინც ხვდებიან პაპარაცის ობიექტივში, რომელსაც მათი არც ერთი წვრილმანი არ რჩება კამერებს მიღმა და გვანახებს ვარსკვლავებს სულ სხვა რაკურსით და არა ისეთს, როგორიც პრიალა ყდებიდან იდეალებად გვევლინებიან. წესით, ქორწინება არ უნდა არსებობდეს სიყვარულის გარეშე და როგორც წესი, წყვილების სიყვარული სწორედ რომ ქორწინებით გვირგვინდება ხოლმე. თუმცა, არსებობენ წყვილები, რომელთაც სიყვარულის დასადასტურებლად სულაც არ სჭირდებათ კანონიერი გზები და ჯვისწერისა თუ ხელის მოწერის პროცედურების გავლით ამის დამტკიცება. დღევანდელ სტატიაში სწორედ ასეთ ვარსკვლავურ წყვილებზე ვისაუბრებთ. მყარი ვარსკვლავური წყვილები, რომელთა ქორწილს, ალბათ არასდროს ვეღირსებით1. გოლდი ჰოუნი და კურტ რასელი. ![]() მსახიობები ერთად 1983 წლიდან ცხოვრობენ და ფაქტობრივად, ფიქტიურ ქორწინებაში იმყოფებიან. გოლდიმ ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნა, რომ ორჯერ იყო კანონიერ ქორწინებაში, მაგრამ სიყვარული მაინც გაქრა. წყვილს საერთო ვაჟი ჰყავთ - ოუენი, რომელიც როგორც დედის, ასევე მამის გვარს იყენებს და ოუენ ჰოუნი-რასელია. ყოველ ახალ ჭორზე, რომ ისინი დაქორწინებას გეგმავენ, წყვილი იცინის და ამბობენ, რომ სიყვარულის დასამტკიცებლად ქორწილი არ სჭირდებათ. 2. ანა კურნიკოვა და ენრიკე იგლესიასი. ![]() რუსი ჩოგბურთელი და სექსუალური მომღერალი ერთად ცხოვრობს. კურნიკოვა ენრიკეს კლიპში "Escape" 2000 წელს გადაიღეს. წყვილის რომანიც აქედან დაიწყო, რაც მათ დიდხანს ვერ დამალეს. მათი ურთიერთობა იდეალური არ ყოფილა, ჩხუბობდნენ, შორდებოდნენ, თუმცა ისევ ერთად იყვნენ. 2017 წელს მათ ტყუპები გაუჩნდათ - ნიკოლასი და ლუსი. 2020 წელს კი ქალიშვილი მარია შეეძინათ, თუმცა წყვილი დღემდე უკანონო, ფიქტიურ ქორწინებაშია. 3. ევა მენდესი და რაიან გოსლინგი. ![]() მსახიობებმა ერთმანეთი 2011 წელს ფილმში გადაღებების დროს გაიცნეს და როლური ურთიერთობები მალევე პირად ურთიერთობებში გადაზარდეს. 2014 წელს საერთო შვილი გაუჩნდათ, მომდევნო ორი წლის შემდეგ კი კიდევ გოგონა შეეძინათ, თუმცა ვერც ეს ფაქტი აიძულებს მათ, რომ ფიქტიური ქორწინების გარდა, სხვა, კანონიერი ხერხით იქცნენ წყვილად. 4. როუზი ჰანტინგტონ-უაითლი და ჯეისონ სტეტჰემი. ![]() წყვილი ერთმანეთს მუსიკალურ ფესტივალზე Goachella 2010 წელს შეხვდა. მიუხედავად იმისა, რომ მეორე დღიდან დაიწყეს შეხვედრები, ურთიერთობას ძალიან დიდხანს მალავდნენ. საჯაროდ ცნობილი მხოლოდ მაშინ გახადეს, როდესაც 2016 წელს ნიშნობა გამოაცხადეს, თუმცა იმის გამო, რომ როუზი ორსულად იყო და ამის შესახებ გვიან გაიგო, ნიშნობის გადადება უვადოდ მოუხდათ. 2017 წელს წყვილს ვაჟი ჯეკ-ოსკარი შეეძინა, ხოლო 2022 წელს კი გოგონა იზაბელა. წყვილი დღემდე უკანონო ქორწინებაშია. 5. მარიონ კოტიარი და გიომ კანე. ![]() ფრანგი მსახიობები 2007 წლიდან ფიქტიურ ქორწინებაში არიან. მათ წყვილის როლი სამ ფილმში განასახიერეს. მაყურებელს ისე მოეწონა მათი ტანდემი, რომ წყვილს ერთმანეთისთვის შექმნილიც კი უწოდა. 2011 წელს მათ ვაჟი - მარსელი შეეძინათ, ხოლო 2017 წელს კი გოგონა - ლუიზ. დღემდე უკანონო ქორწინებაში იმყოფებიან, თუმცა სიყვარულის დასამტკიცებლად კანონი არაფეში სჭირდებათ. 395 5-ს მოსწონს
|