x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134035
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
თითქოს ჩაცმულები, მაგრამ „გა@დილები“: ვარსკვლავების 10 მეტისმეტად პროვიკაციული ლუქი
image


ცნობილი სახეები მიჩვეული არიან კამერების ქვეშ ცხოვრებას, თუმცა ხანდახან ისეც ხდება რომ ისინი საზოგადოებისა და მასმედიის ყურადღების მიღმა რჩებიან. კვლავ ყურადღებას ცენტრში დაბრუნებას კი ისინი როგორც წესი, სხვადასხვა გზით ცდილობენ, მათ შორის საჯარო "გაშიშვლებითაც". დღევანდელი ჩვენი სტატიაც სწორედ ასეთი თამამი ვარსკვლავების შესახებაა.





კენდალ ჯენერი


image


მოდელის ხილვა მნიშვნელოვან ღონისძიებებზე მხოლოდ თამამ და ეპატაჟურ "ლუქებშია" შესაძლებელი. ის სხვებისგან განსხვავებით წვეულებებზე ყოველთვის ყურადღების ცეტრში ყოფნას ამჯობინებს, ისე ასეთი ფიგურით ჯენერს შეუძლია საკუთარ თავს ამის უფლება ნამდვილად მისცეს.





ტრინიტი ვიგორსკი


image


მადონას ქალიშვილის ლურდესის მეგობარი წლევანდელ "გრემის" დაჯილდოებაზე საკმაოდ პროვოკაციული კომბინეზონით გამოჩნდა. ჩაცმულობა ორაზროვანი გამოვიდა: გოგონა თითქოს ჩაცმულიც იყო, მაგრამ ამავე დროს შიშველიც.




ჯორდან დანი


image


გოგონამ წითელ ხალიჩაზე გასასვლელად არჩევანი არა ჩვეულებირივ კაბაზე, არამედ "ტატუს" სახის მქონე აპლიკაციებიან ზედატანზე შეაჩერა, რომელიც მთლიანობაში გრძელი ორგანზას ქვედაბოლოთი ღირსეულად გამოიყურებოდა.




სიარა



image


წელს სიარა "ოსკარის" დაჯილდოების ცერემონიალზე თამამი ჩაცმულობის წყალობით პირველ ადგილზე აღმოჩნდა. საქმე იმაშია რომ წელს მომღერალმა გადაწყვიტა არჩევანი მბზინავ ბადეზე, ხელთათმანებსა და სტრინგზე შეეჩერებინა. ფერი შემსრულებლის კანის ტონთან იდეალურად იყო შერწყმული. ამერიკელმა მომღერალმა თამამი ჩაცმულობით თავისი წილი ყურადღება ნამდვილად დაიმსახურა.




დოჯა კეტი


image


რამდენიმე წლის წინ შემსრულებელმა საკუთარი პერსონისადმი ყურადღების მიპყრობა ეპატაჟური ჩაცმულობით სცადა. ერთ - ერთ ღონისძიებაზე ის გრძელ ბუმბულიან და ღრმა დეკოლტირებულ კაბაში გამოჩნდა, საიდანაც მომღერლის მკერდი "ამოხტომას" ყველა გზით ლამობდა.






ემილი რატაკოვსკი


image


წელს ამერიკელმა მოდელმა გადაწყვიტა თავისი ჩაცმულობით ყველა აღეფრთოვანებინა. სელებრითის გრძელი გამჭვირვალე კაბა საზოგადოებას საშუალებას აძლევდა მომღერლის ბრწყინვალე ფიგურა დეტალურად შეეფასებინა, ხოლო თამამი თასმები ვარსკვლავის სხეულის ყველაზე პიკანტურ დეტალებს ფარავდა.





როშელ ჰიუმსი


image


ბადისებრი კაბები გასულ წელსაც ძალიან პოპულარული იყო. მსგავსი ჩაცმულობა კანის კინოფესტივალისთვის როშელ ჰიუმსმაც შეარჩია, რომელსაც მომღერალმა თეთრი სამკაულები იდეალურად შეუხამა.





ჯეს გლინი


image


ჯესის ჩაცმულობა საღამოზე საკმაოდ უცნაურად გამოიყურებოდა. შავი თავსაბურავი და უცნაური ასიმეტრიული ქვედაბოლო საცვლებს უფრო წააგავდა ვიდრე სამოსს, რომელიც მისი ფერმკრთალი კანის ფონზე გოთურად და უხერხულად გამოიყურებოდა.





Jazelle


image


გასულ წელს "Billboard Music Awards"-ზე ახალგაზრდა მომღერალმა მაყურებელი თავისი ნახევრად შიშველი შავი, ბადისებრი კაბით მოხიბლა. რამდენად პრაქტიკულია ასეთი სამოსი - უცნობია, თუმცა ეფექტური კი ერთმნიშვნელოვნად არის.





ქეით მოსი


image


ყოფილი ტოპ - მოდელი თავისი ფორმებით საზოგადოების აღფრთოვანებას კვლავ განაგრძობს. მართალია, ის დიდი ხანია პოდიუმზე უკვე აღარ გამოდის, თუმცა წამყვანი მოდის სახლების პროვოკაციული სამოსის მორგებას კვლავ აძლევს თავს.











0
858
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
858